NASA-ს მეცნიერის თქმით, ფიზიკის კანონების შეცვლა შესაძლებელია
როჩესტერის უნივერსიტეტის ასტროფიზიკის პროფესორი, ადამ ფრანკი მიიჩნევს, რომ ცივილიზაცია უწყვეტი განვითარების შემთხვევაში, საბოლოოდ ფიზიკის ფუნდამენტური კანონების შეცვლასაც შეძლებს.
ეს არის დამაფიქრებელი წინადადება, რომელიც სცილდება დღევანდელ ჩვენს შესაძლებლობებს და მოგვიწოდებს გავბედოთ ფიქრი "ყუთს მიღმა". ეს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არამიწიერ ცივილიზაციებს ვეძებთ.
"თუ დავუშვებთ, რომ ცივილიზაციას შეუძლია ფიზიკის კანონების შეცვლა, თვითონ ენერგიის ბუნება, დადგენილი წესებით, როგორიცაა ენერგიის კონსერვაცია, დაექვემდებარა გადახედვას ინჟინერიის ფარგლებში", — ამბობს NASA-ს მეცნიერი.
რა გამოდის ასეთ შემთხვევაში? ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ზეცივილიზაცია, რომელიც განვითარებით მნიშვნელოვნად გვისწრებს ფიზიკის კანონებზე ზემოქმედებას ახლა ახდენს, ან სულაც ეს უკვე მოახდინა.
მაგალითად, როგორც ასტროფიზიკოსი კალებ შარფი ამტკიცებდა 2016 წლის სტატიაში, ბნელი მატერიის მიღმა შეიძლება იყოს უცხო ცივილიზაცია.
ახლა კი ნასას მეცნიერი უფრო წინ მიდის და ამბობს, რომ ზეცივილიზაციამ შეიძლება სულაც ყველაფერი არიოს. გამოდის, რომ სამყაროში კანონები შეიძლება ისე შეიცვალოს, როგორც ეს "მათ" მოუნდებათ.
ეს კონცეფცია ძალიან საინტერესოა, მაგრამ მისი ავტორიც აღიარებს, რომ ასეთ თემებზე ჯერ მხოლოდ ფიქრია შესაძლებელი. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ყველაფერი სწორედ რომ ფიქრით და იდეით იწყება, მათ შორის მეცნიერებაშიც.
კომენტარები