Instagram პლატფორმაზე NFT-ების ტესტირება იწყება
შესაძლოა, ინსტაგრამის მხრიდან NFT-ების მხარდაჭერამ ტექნოლოგია შედარებით ფართო საზოგადოებას გააცნოს.
მალე NFT-ების შემქმნელებსა და შემგროვებლებს საშუალება ექნებათ, თავიანთი ტოკენები ინსტაგრამზეც წარმოადგინონ. მარკ ცუკერბერგი, Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი, ადასტურებს, რომ კომპანია პლატფორმაზე NFT-ებს სცდის, ანალოგიური ფუნქციურობით კი ისინი მალე Facebook-ზეც გამოჩნდება.
ინსტაგრამის თავმჯდომარე ადამ მოსერიმ ვიდეოში განაცხადა, რომ ამერიკელ მომხმარებელთა მცირე ჯგუფს შეეძლება, NFT-ები თავიანთ Feed-ებზე, Story-ებსა თუ შეტყობინებებში წარმოადგინონ. NFT-ისთან დაკავშირებული დეტალები ისევე იქნება წარმოდგენილი, როგორც პოსტებზე მონიშნული ადამიანები ან პროდუქტებია ხოლმე, თუმცა მას "Digital collectibles" ეწოდება. იარლიყზე დაჭერისას დეტალები, მათ შორის მისი შემქმნელისა და მფლობელის სახელები გამოჩნდება.
მოსერის თქმით, ტესტი ამ ეტაპზე მცირე მასშტაბისაა, რათა Instagram-მა მომხმარებლებისაგან ისწავლოს. სავარაუდოდ, იმისათვის, რომ ამ ნაბიჯთან დაკავშირებით ჩვენთვის უნდობლობა გაექრო, მან დიდ კომპანიებსა და Web3-ის დეცენტრალიზებულ ხასიათს შორის გარკვეულ დაძაბულობასაც გაუსვა ხაზი.
"მინდა პირდაპირ ვაღიარო, რომ NFT-ები, ბლოკჩეინ ტექნოლოგიები და Web3 ფართო გაგებით ნდობისა და ძლიერების გავრცელებას ემსახურება", — ამბობს ის — "მიუხედავად ამისა, Instagram უმთავრესად ცენტრალიზებული პლატფორმაა, ამიტომაც ამ კუთხით გარკვეული დაძაბულობა არსებობს".
Meta-ს წარმომადგენლის განცხადებით, თავდაპირველად Ethereum და Polygon ბლოკჩეინებზე დაფუძნებული NFT-ები იქნება მხარდაჭერილი, შემდეგ კი Solana-სა და Flow-ზე. მოსერის თმით კი, შესაძლოა, ინსტაგრამის მხრიდან NFT-ების მხარდაჭერამ ტექნოლოგია შედარებით ფართო საზოგადოებას გააცნოს.
კომენტარები