მოუსმინეთ: შავი ხვრელის ხმა — ხმოვანი ტალღა, რომელიც ზემასიური ობიექტიდან მოდის
ჩვენ შეიძლება ვერ გავიგოთ ხმა კოსმოსში, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ის არ არსებობს. 2003 წელს ასტრონომებმა აღმოაჩინეს რაღაც მართლაც გასაოცარი: საუბარია აკუსტიკურ ტალღებზე, რომელიც გავრცელდა ზემასიური შავი ხვრელის მიმდებარე გაზის გროვაში, რომელიც 250 მილიონი სინათლის წლის მანძილზეა.
თუმცა, მათი ჩვეულებრივ მოსმენა შეუძლებელია. პერსევსის გალაქტიკათა გროვის ცენტრში მდებარე სუპერმასიური შავი ხვრელიდან წარმოქმნილი ტალღები მოიცავს ყველაზე დაბალ ხმოვან ნოტს, რაც კი ოდესმე აღმოჩენილა ადამიანთა მიერ. ეს ადამიანის სმენის შესაძლებლობების ზღვარის ბევრად ქვემოთაა.
შემდეგი პოდკასტი: შავი ხვრელები — სამყაროს ყველაზე მისტიკური ობიექტები
ახალმა სონიფიკაციამ (მონაცემების ბგერად გარდაქმნა) არა მხოლოდ გარდაქმნა ის, არამედ 57 და 58 ოქტავამდე აიყვანა. ასე რომ, ჩვენ ახლა მისი მოსმენა შეგვიძლია. ეს პირველად მოხდა როდესაც ასეთი ხმის ტალღები ჩვენთვის მოსმენადია.
ხმა 288 კვადრილიონჯერ აღემატება თავდაპირველ სიხშირეს. მისი მოსმენა ქვემოთ ლინკზე შეგიძლიათ:
თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ მოსასმენად და ცნობისმოყვარეობის დასკმაყოფილებლად არ არის. ბგერითი ტალღები, რომლებიც ვრცელდება კლასტერულ გარემოში, საინტერესო შესასწავლია, რადგან ისინი ვრცელდება ენერგიის სახით. იმის გამო, რომ ტემპერატურა დაკავშირებულია ვარსკვლავების წარმოქმნის რეგულირებასთან, ხმის ტალღებმა შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს გალაქტიკათა გროვების ევოლუციაში ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
მსგავსი მონაცემების ბგერად გარდაქმნა შეიძლება იყოს ახალი გზა კოსმოსური ფენომენების გასაგებად და მეთოდს აქვს მეცნიერული ღირებულება. ზოგჯერ მონაცემთა ბაზის ტრანსფორმაციამ შეიძლება გამოავლინოს ფარული დეტალები, რაც უფრო კომპლექსური აღმოჩენების საშუალებას იძლევა ჩვენს გარშემო არსებული იდუმალი და უზარმაზარი სამყაროს შესახებ.
კომენტარები