SpaceX-ის პრეზიდენტის თქმით, მარსზე პირველ ადამიანს ამ ათწლეულში ვიხილავთ
რამდენიმე თვის წინ ილონ მასკმა თქვა, რომ სულ მალე ადამიანები მარსზე დაეშვებიან და ეს სულ რაღაც ერთ ათწლეულში მოხდება. ახლა SpaceX-ის პრეზიდენტმა და მთავარმა დირექტორმა გვენ შოთველმა CNBC-ის განუცხადა, რომ კაცობრიობა 2020-იანი წლების ბოლომდე დაეშვება წითელ პლანეტაზე.
"დიახ, ვფიქრობ, ეს იქნება ამ ათწლეულში. რაც შეეხება მთვარეს, ეს კიდევ უფრო ადრე მოხდება. ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავგზავნოთ მისიები მარსზე, გინდაც ადამიანების გარეშე. უკვე ამის შემდეგ ადამიანები ამაზე კიდევ უფრო სერიოზულად დაიწყებენ ფიქრს. ამის შემდეგ, დაახლოებით ხუთ-ექვს წელიწადში დავინახავთ, რომ ეს რეალურია", — თქვა მან.
როგორ გეგმავენ ამ ამბიციური გეგმის შესრულებას? ამისთვის არსებობს Starship!
Starship შექმნილია, რათა იყოს პირველი მრავალჯერადი კოსმოსური ხომალდი, რომელიც შეძლებს ეკიპაჟისა და ტვირთის გადაყვანას მთვარესა და მარსზე.
რა ეტაპზეა ახლა Starship-ის კოსმოსური ხომალდი?
პირველი ორბიტალური ფრენა
SpaceX Starship-ის პირველი ორბიტალური სატესტო ფრენისთვის ემზადება. თუმცა, იმისთვის, რომ ეს გაშვება მოხდეს, აშშ-ს ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ (FAA) უნდა დაასრულოს რეგულაციებთან დაკავშირებული შემოწმება. ეს ყველაფერი თავდაპირველად 2021 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ FAA-მ იგი რამდენჯერმე გადადო. ახლა ეს 31 მაისისთვისაა ჩანიშნული.
ეს არ ნიშნავს, რომ Starship-ს მისიები არ აქვს დაგეგმილი.
მაგალითად, ჯერ კიდევ 2018 წელს იაპონელმა მილიარდერმა იუსაკუ მაეზავამ დაადასტურა, რომ მან დაჯავშნა Starship-ით გაფრენა და ეს 2023 წლისთვის მთვარის გარშემო სამოგზაუროდ. ამავდროულად, NASA-მ აირჩია Starship, როგორც პირველი ეკიპაჟის მქონე მთვარის მისია არტემისის პროგრამისთვის. ეს 2025 წელს არის ჩანიშნული და მიზნად ისახავს მთვარის სამხრეთ პოლუსის შესწავლას.
შემდეგი პოდკასტი: მარსის კოლონიზაცია — ადამიანი, როგორც მულტიპლანეტარული სახეობა
კომენტარები