მასკი შიშობს, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება
ილონ მასკი, რომელიც თვითგამოცხადებული, თავისუფალი სიტყვის აბსოლუტისტია, შეშფოთებულია, რომ რუსეთის სახელმწიფომ შესაძლოა მასზე შური იძიოს. მასკის თქმით, ეს უკრაინის მიმართ მისმა მტკიცე მხარდაჭერამ შეიძლება გამოიწვიოს, იტყობინება The Street. მასკმა ამ შეშფოთების შესახებ ტვიტერზეც დაწერა.
მას შემდეგ, რაც თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მასკი უკრაინის მხარეს დადგა და მათ ყველანაირად დაუჭირა მხარი. კონფლიქტის პირველ დღეებში Tesla-მ თავის უკრაინელ თანამშრომლებს უთხრა, რომ კომპანია გადაუხდიდა 3 თვის ხელფასს, თუ მათ ომში გამოიძახებენ. მასკის მეორე კომპანიამ, SpaceX-მა, მიაწოდა თავისი სატელიტური ინტერნეტ ტერმინალები მოკლე დროში უკრაინას, რათა ქვეყანამ უზრუნველყოს ინტერნეტ სერვისები, სადაც კონფლიქტის გამო რამდენიმე ინფრასტრუქტურის შეფერხება მოხდა.
რუსეთი შეწუხებულია Starlink-ის ინტერნეტ სერვისებით
თავად მასკის მიერ გაზიარებული ინფორმაციის მიხედვით, რუსულმა ძალებმა კარგად იციან მასკის მონაწილეობა Starlink-ის ტერმინალების მიწოდებაში და პენტაგონის როლი ამ ტერმინალების განთავსების მხრივ. ამრიგად, მასკი ჩართული იყო უკრაინელებისთვის სამხედრო კომუნიკაციების მიწოდებაში.
როგორც ჩანს, ტექსტი რუსეთის კოსმოსური სააგენტოს როსკოსმოსის ხელმძღვანელმა დიმიტრი როგოზინმა გაუგზავნა რუსულ პრესას. ტექსტში ნათქვამია, რომ მასკს მოუწევს პასუხი აგოს თავის ქმედებებზე, იტყობინება The Street.
იმის გადამოწმება რთულია, თუ რამდენად გაეგზავნა ეს ტექსტი რუსულ მედიას. ჩვენი მკითხველი როგოზინს უკვე კარგად იცნობს და მის მუქარებზეც გვსმენია. ადრე როგოზინი ნასასაც დაემუქრა და თქვა, რომ საერთაშორისო კოსმოსური სადგური რუსული რაკეტების გარეშე ვეღარ იფუნქციონირებდა. თუმცა, მაშინ მას მასკმა უპასუხა და განაცხადა, რომ რუსებს SpaceX უპრობლემოდ ჩაანაცვლებდა.
ამასთან, ცოტა ხნის წინ მასკმა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ორთაბრძოლაშიც გამოიწვია.
კომენტარები