Google Docs საეჭვო ფაილებისაგან ამიერიდან უკეთ დაგიცავთ — დოკუმენტებს გამაფრთხილებელი ნიშანი ემატება
Google-ის განცხადებით, სამუშაო პროგრამები Docs, Sheets, Slides და Drawings ქსელიდან საეჭვო ფაილების გახსნისას გამაფრთხილებელ ბანერს დაგვანახებს. ამგვარი ნიშანი უკვე ჩნდება მაშინ, როცა Drive-ში სახიფათო ფაილის გახსნას ვცდილობთ, ისევე, როგორც Docs-ის, Sheets-ის, Slides-ისა და Drawings-ის ცალკეული ფაილების საეჭვო ბმულების. ფუნქციის დანერგვა მომხმარებლებს არაერთი ტიპის სიტუაციაში დაიცავს უკეთ.
დამაბნეველია, თუმცა იანვარში კომპანიამ გამოაცხადა, რომ ბანერი Google Docs-ის, Sheets-ის, Slides-ისა და Drawings-ის ბმულების გახსნისას უკვე ჩნდებოდა. მიუხედავად ამისა, გუგლი ირწმუნება, რომ ეს ტექსტში გაპარული შეცდომა იყო და სინამდვილეში უნდა წერებულიყო, რომ "ბანერი ჩნდება Google docs-ის, Sheets-ის, Slides-ის Drawings-ის ბმულების ფაილებზე".
როგორც ჩანს, ამგვარი ბანერები ერთგვარი გაბრძოლებაა თაღლითების წინააღმდეგ, რომლებიც გუგლის პროგრამებს იყენებენ, რათა საეჭვო ბმულები სანდოდ წარმოაჩინონ და ფიშინგი ამ ხერხით სცადონ. ერთ-ერთი მსგავსი რამ 2020 წელსაც მოხდა, გამოგზავნილ დოკუმენტებზე დაჭერისას კი მომხმარებლები უაზრო რეკლამებით გატენილ ანდა ფიშინგის საიტზე გადადიოდნენ, რომელზეც საკრედიტო ბარათის ან სხვა მონაცემებს სთხოვდნენ.
გუგლის უწყების მიხედვით, ახალი გამაფრთხილებელი ნიშანი ყველა ანგარიშისათვის მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში დაემატება.
კომენტარები