ბავშვების უცნაური დაავადება ახლა უკვე 11 ქვეყანაში გავრცელდა — რა ვიცით ამ ეტაპზე
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ცნობით, ჰეპატიტის უცნობი, მძიმე შტამი გამოვლინდა ბოლო კვირების განმავლობაში 11 ქვეყანაში 170 ბავშვში. როგორც უკვე ვიცით, სულ მცირე, ერთი ბავშვი დაიღუპა ამ უცნაური დაავადებით.
ასევე: მსოფლიოში ბავშვების უცნაური დაავადება ვრცელდება — რა ხდება
აი, რა ვიცით ამ ეტაპზე:
სადაა აღმოჩენილი?
პირველი ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა შოტლანდიაში 31 მარტს.
"ექიმებმა გააცნობიერეს, რომ საქმე რაღაცა უჩვეულოსთან ჰქონდათ", — თქვა მერა ჩანდმა, კლინიკური და განვითარებადი ინფექციების დირექტორმა გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტოში.
დაავადება არ იყო გამოწვეული A, B, C, D და E ჰეპატიტით, ვირუსებით, რომლებიც ყველაზე ხშირად იწვევენ მსგავს პრობლემებს. ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია. მაგალითისთვის, შოტლანდიელი ექიმები ჩვეულებრივ აფიქსირებენ ჰეპატიტის ოთხ-ხუთ უცნობ შემთხვევას წელიწადში. გაერთიანებულ სამეფოში კი მას შემდეგ უკვე 114 მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა და ეს სულ რამდენიმე დღეში.
ესპანეთს ჰქონდა შემდეგი ყველაზე მეტი შემთხვევა — 13. შემდეგ მოდის ისრაელი 12 შემთხვევით და შეერთებული შტატები 9-ით. შედარებით მცირე რაოდენობა დაფიქსირდა დანიაში, ირლანდიაში, ნიდერლანდებში, იტალიაში, ნორვეგიაში, საფრანგეთში, რუმინეთში და ბელგიაში.
ვინ დაზარალდა?
დაავადება შეეხო ერთი თვიდან 16 წლამდე ასაკის ბავშვებს. შემთხვევების უმეტესობა იყო 10 წლამდე ასაკში. მათგან დიდი უმრავლესობა ადრე ჯანმრთელი იყო.
სანამ ბავშვებს მძიმე ჰეპატიტის ნიშნები გამოუვლინდებოდათ, მათ ჰქონდათ სიმპტომები, რომლებიც მოიცავდა სიყვითლეს, დიარეას, ღებინებას და მუცლის ტკივილს. მარია ბუტი, პათოლოგი ბარსელონაში და ღვიძლის შესწავლის ევროპული ასოციაციის თავმჯდომარე (EASL), ამბობს, რომ "მთავარი შემაშფოთებელი" არის შტამის სიმძიმე. 10 პროცენტს ჰქონდა ისეთი მძიმე ჰეპატიტი, რომ მათ ღვიძლის გადანერგვა დასჭირდათ.
"ჩვენ ჯერ არ ვიცი დაავადების მიზეზი, შესაბამისად ვერც გავრცელებას ვაკონტროლებთ და მკურნალობაც რთულია", — თქვა მუგკოუმ.
რა გამოირიცხა?
ჰეპატიტი არის ღვიძლის ანთება და ზოგადად იშვიათია ჯანმრთელ ბავშვებში. ექსპერტების თქმით, დაავადების გავრცელება მოგზაურობასთან არ არის კავშირში. ასევე, არ არსებობს კავშირი პარაცეტამოლთან, რომლის გადაჭარბებულმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის უკმარისობა.
ასევე გამორიცხულია ყოველგვარი კავშირი COVID-ის ვაქცინებთან, რადგან ბავშვების უმეტესობა არ იყო საკმარისად ასაკოვანი იმისთვის, რომ ვაქცინირებული ყოფილიყო.
რა არის წამყვანი თეორია?
ადენოვირუსები — საერთო ვირუსები, რომლებიც იწვევენ სხვადასხვა დაავადებებს, როგორიცაა გაციება, ბრონქიტი და დიარეა, მაგრამ ძირითადად არ იწვევს მძიმე დაავადებას — გამოვლინდა 74 შემთხვევაში, თქვა ჯანმო-მ.
დიდ ბრიტანეთში ადენოვირუსი აღმოაჩინეს პაციენტების 75 პროცენტში. წამყვანი ჰიპოთეზაა, რომ ნორმალური ადენოვირუსის კომბინაცია სხვა ფაქტორთან ერთად, აძლიერებს ვირუსს
ერთი შესაძლებლობა არის ის, რომ მცირეწლოვან ბავშვებს, რომლებმაც თავიანთი "ფორმირების ეტაპები" გაატარეს COVID-ის რეგულაციების ფონზე, როგორიცაა ჩაკეტვა და ნიღბის ტარება ბოლო ორი წლის განმავლობაში, ვერ განუვითარდათ იმუნიტეტი ამ ადენოვირუსების მიმართ.
ადენოვირუსის გავრცელება დიდ ბრიტანეთში დაეცა პანდემიის ადრეულ ეტაპებზე, მაგრამ ჩაკეტვების გაუქმების შემდეგ მან კვლავ წინა პლანზე წამოიწია.
უცნობი შტამის გაჩენის სხვა მიზეზები შეიძლება იყოს დაკავშირებული ადენოვირუსისა და COVID-ის კომბინაციასთან, ან პოსტკოვიდთან. დაფიქსირებული 169 შემთხვევიდან ცხრამეტს ჰქონდა როგორც კოვიდი, ასევე ადენოვირუსი, ხოლო 20-ს მხოლოდ კოვიდი.
ყველა ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ მიმდინარე გამოკვლევებს მეტი დრო სჭირდება. უფრო ზუსტ პასუხებს ერთი თვის განმავლობაში უნდა დაველოდოთ.
კომენტარები