ანალიტიკოსების აზრით iPhone 14-ის წინა კამერა ავტოფოკუსს მიიღებს
Apple-ის მომავალ iPhone-ს შესაძლოა გაუმჯობესებული წინა კამერა ჰქონდეს, რომელსაც ავტოფოკუსი და უფრო დიდი დიაფრაგმა ექნება — ამის შესახებ ინფორმაციას ეფლის ყველაზე ცნობილი ანალიტიკოსი მინგ-ჩი კუო ავრცელებს. Apple ამჟამად iPhone-ის წინა კამერაში ფიქსირებულ ფოკუსს იყენებს. ავტოფოკუსი iPhone 14-ს საშუალებას მისცემს გადაიღოს უფრო სუფთა ფოტოები მიუხედავად იმისა ახლოს იქნება ობიექტი თუ შორს. კუოს აზრით, Apple დიაფრაგმასაც გაზრდის და iPhone 13-ის f/2.2-ის მაგივრად f/1.9-იან კამერას ვიხილავთ. ეს იმას ნიშნავს, რომ კამერა მეტი შუქის შეშვებას შეძლებს, ფოტოები დაბალ განათებაში უკეთესი გამოვა და ამავდროულად ფონს მცირედი ბლარიც დაემატება.
კუოსა და სხვა ანალიტიკოსების აზრით, iPhone 14-ს კუნძული აღარ ექნება. ეს იმას ნიშნავს, რომ Apple-ს კამერის განსათავსებლად ნაკლები ადგილი ექნება, თუმცა ეს პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან Samsung-მა Galaxy S22-ის წინა კამერა, რომელსაც ავტოფოკუსი აქვს, hole-punch დიზაინში ჩაატია. აღსანიშნია, რომ ავტოფოკუსი წინა კამერებზე სამსუნგს უკვე წლებია აქვს, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით სხვა ანდროიდ მწარმოებლებზე. ავტოფოკუსიან წინა კამერას ვერც Google-ისა და ვერც OnePlus-ის სმარტფონებზე შეხვდებით.
კუოს ტვიტიდან ვიგებთ, რომ განახლებულ კამერას "iPhone 14-ის ოთხივე მოდელი" მიიღებს. ეს იმას ნიშნავს, რომ Apple გაუმჯობესებულ კამერას Pro მოდელების გასაყიდ უპირატესობად არ აქცევს. ასეთი რამ Apple-ს აქამდე უკვე უქნია, აიფონის მთავარი კამერები Pro მოდელებში გაცილებით უკეთესია.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ iPhone 14-ების ხაზში რეგულარული მოდელები A15 პროცესორს მიიღებენ, ხოლო Pro მოდელები ახალ A16 პროცესორზე გადავლენ. მოსალოდნელია, რომ iPhone 14 Pro-ს მთავარი კამერა მაღალ რეზოლუციიანი იქნება.
Apple-ის წინა კამერა ბოლო წლებში საგრძნობლად დაიხვეწა. iPhone 12-ის გამოსვლის დღიდან მას ღამის რეჟიმიც დაემატა, თუმცა iPhone 6-დან დღემდე წინა კამერის დიაფრაგმა არ იცვლებოდა. ეს გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ, რომ iPhone 14-ების ხაზში Apple გაცილებით უკეთეს წინა კამერას წარადგენს.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები