სტარტაპ ბიურო და Oracle ქართულ სტარტაპებს ახალ შესაძლებლობებსა და რესურსებს სთავაზობენ
სტარტაპ ბიურო, საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერის, Oracle-ის პარტნიორი ხდება. Oracle for Startups პროგრამის ფარგლებში, მეწარმეობაში 40-წლიანი გამოცდილებით, Oracle სტარტაპებს საკუთარ ტექნოლოგიურ და ბიზნეს რესურსებს სთავაზობს და ინოვაციური პროექტების დანერგვაში ეხმარება. სტარტაპ ბიურო უკვე 44 000-ზე მეტ ინდივიდსა და ასობით სტარტაპს დაეხმარა თავისი უნიკალური ღონოსძიებების, ჰაკათონების, აქსელერაციის პროგრამებისა და კონკურსების მეშვეობით.
სტარტაპ ბიურო და Oracle for Startups ერთობლივი ძალისხმევით საშუალებას აძლევენ სტარტაპებს, ისარგებლონ Oracle-ის ტექნოლოგიური, ბიზნეს და მენტორული რესურსებით:
- უფასო ქლაუდ კრედიტები (მეტის მიღებაზე განაცხადის გაკეთების შესაძლებლობით);
- ქლაუდზე 70%-იანი ფასდაკლება 2 წლის განმავლობაში;
- მიგრაცია და ტექნიკური მხარდაჭერა ყოველთვიური ლაივ ვებინარებით;
- მხარდაჭერა მარკეტინგის, PR/AR-ის, ღონისძიებებისა და კონტენტ-მარკეტინგის მხრივ.
"გვიხარია, რომ Oracle for Startups-ის პარტნიორები ვართ და უამრავი სარგებელის შეთავაზება შეგვიძლია ქართული სტარტაპებისთვის. ეს პარტნიორობა თანხვდება ჩვენს მისიას, ხელი შევუწყოთ ქართულ სტარტაპებს ზრდასა და განვითარებაში წამყვანი ტექნოლოგიებისა და რესურსების გამოყენებით. Oracle-ის რესურსები კი მსოფლიოში საუკეთესოა", — აცხადებს გური ქოიავა, სტარტაპ ბიუროს თანადამფუძნებელი.
ქლაუდ კრედიტებთან ერთად, Oracle for Startups სტარტაპებს დახმარებას სთავაზობეს იმ ეტაპზეც, როცა ისინი ბიზნესის ზრდისთვის მზად არიან და წვდომას აძლევს Oracle-ის მომხმარებელთა გლობალურ ბაზაზე.
"ქართულ სტარტაპ ეკოსისტემაში დიდ პოტენციალს ვხედავთ და მოხარულნი ვართ, სტარტაპ ბიუროსთან დაპარტნიორებითა და ჩვენს პროგრამაზე ცნობიერების ამაღლებით, რაც საშუალებას მისცემს სტარტაპებს, გაიზარდონ და განვითარდნენ", — განაცხადა ანა ვარდანიანცმა, Oracle Cloud-ის რეგიონულმა წარმომადგენელმა.
სტარტაპ ბიუროს შესახებ: სტარტაპ ბიურო თბილისში მდებარე ორგანიზაციაა, რომელიც კერძო და საჯარო სექტორებთან თანამშრომლობს და ორგანიზებას უწევს ჰაკათონებს, ბიზნეს ბანაკებს, ინკუბატორებს, პრე-აქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამებს, შეხვედრებს, ტრენინგებს, კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებს, რომლებიც ფოკუსირებულია მეწარმეების, ინოვატორებისა და შემოქმედების უნარებისა და შესაძლებლობების ზრდაზე.
კომენტარები