გაიგე, რომელი გადაშენებული ტექნოლოგია ხარ — ტესტი
ახლა ამ სტატიას კომპაქტური ლეპტოპის ან სმარტფონის ეკრანიდან კითხულობ, მაგრამ აქამდე მოსასვლელად ბევრი მოწყობილობა გამოვიარეთ.
ჩვენ აქტიური ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში ვცხოვრობთ. გამოგონებათა უდიდესი ნაწილი, იმ ფორმით, რა ფორმითაც მათ ვიყენებდით, წარსულში დარჩა. ზოგი მათგანი ბავშვობის მერე არც კი გვინახავს და ეს ბუნებრივი პროცესია. ტექნოლოგია უმჯობესდება და ამას სწორედ ის მივიწყებული წარსულის მოწყობილობები უდევს საფუძვლად.
დენდი, მაგნიტოფონის კასეტა თუ MP3 პლეერი ერთ დროს ჩვენი ცხოვრების განუყრელი ნაწილი იყო, ახლა კი ახალი თაობა მათი დანახვისას გამოყენების პრინციპს ვერ ხვდება. (მაგალითად, iPod-ს თმის სამაგრად იყენებენ). თუ მსგავს შემთხვევებში თავს ოდნავ დაბერებულად მაინც გრძნობ, ამ სახალისო ქვიზით დაგეხმარებით. ვფიქრობთ, ნოსტალგიას გაგიღვიძებთ და ამასთან გეტყვით, წარსულის რომელ გადაშენებულ ტექნოლოგიას ჰგავხარ.
ჩამოთვლილთაგან, რომელი აქტივობა შეგეფერება?
- თავგადასავლები და დიდი მისიები! სამყარო უნდა გადავარჩინო
- მუსიკის სხვებისთვის გაზიარება — მიყვარს ამას რომ ვაკეთებ
- კომფორტულ სავარძელში ჩაშვება და ტელეფონზე საათობით ლაპარაკი
- კომპიუტერული თამაშები — როგორიც არ უნდა იყოს, ბავშვობიდან ამით ვერთობი
- სიმღერა! მართალია, ვერც ისე კარგად ვმღერი, მაგრამ ეს განტვირთვაში მეხმარება
როცა სახლში სტუმრად ვიღაც მოდის, როგორ იქცევი?
როგორ უმკლავდები დიდ პრობლემებს? კრიზისული პერიოდისას რას შვები?
- მეგობარს ვურეკავ და იქამდე ვლაპარაკობ, სანამ არ მივხვდები რა მჭირს და რა ვქნა
- ვმღერი ან თავს ვიწესრიგებ, ეს ძალიან მეხმარება
- რაღაც კომპიუტერულ თამაშს ვიწყებ და იმ მომენტში პრობლემა მავიწყდება
- ქუჩაში გავდივარ, ბევრს ვსეირნობ და ყურსასმენებში საყვარელ მუსიკას ვუსმენ
- ვცდილობ რაღაც ახალი ვისწავლო, რაღაცით მეტად გამორჩეული გავხდე, ეს მეხმარება
ჩამოთვლილთაგან, რომელ მიდგომას იზიარებ?
არჩევანი თუ არადანი?
შენი ორი მეგობარი გასაჭირშია. რომელს დაეხმარები?
- რომელიც პირველი მთხოვს დახმარებას
- მე საერთოდ ვერც დავდივარ, თუ რამე, გამოსასყიდს თუ მოითხოვენ, დარეკონ
- გამოძიებას შეიძლება გამოვადგე, მაგრამ პირდაპირ გადარჩენის ამბავში არ მგონია ჩართვა შევძლო
- რა თქმა უნდა, ორივეს!
- მხოლოდ განწყობის გაუმჯობესება შემიძლია და ეგეც სხვების განწყობაზეა დამოკიდებული
- ორი მეგობარი არ მყავს... აღარ
რას ეტყოდი სტივ ჯობსს?
სწავლისთვის რა ტექნიკას გამოიყენებდი?
სუპერძალა რომ გქონდეს, ჩამოთვლილთაგან რომელს აირჩევდი
დაბოლოს, ჩამოთვლილთაგან ვისთან იმეგობრებდი?
- თინეიჯერთან, რომელიც ახალ რამეებს მასწავლიდა, მათ შორის თანამედროვე მუსიკას, რადგან ახალი მუსიკის პოვნის დრო აღარ მაქვს
- საყვარელ ბებიასთან ან ბაბუასთან, რომელიც ძველ, მივიწყებულ ამბებს მომიყვება
- ნერდთან, რომელიც სიმულაციის თეორიას ემხრობა და სულ მზადაა, საინტერესო მოსაზრებებით მოგამარაგოს
- გეიმერთან, რომელმაც ყოველთვის ზუსტად იცის, რა უნდა ითამაშო
- კოლექციონერთან, რომელიც ძველ ტექნიკას აგროვებს და ნებისმიერ მომენტში შეუძლია, ნოსტალგია აღძრას
კომენტარები