Google-მა Play Story-ში 10 საშიში აპლიკაცია დაბლოკა — ნახეთ სია და დაუყოვნებლივ წაშალეთ
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Google-მა Play Story-ში 10 პოპულარული აპლიკაცია დაბლოკა, რომელიც მომხმარებლებისთვის ძალიან საშიშია, რადგან პირად ინფორმაციაზე აქვს წვდომა.
როგორც წესი, მსგავს პროგრამებს Play Story-ში მოსახვედრად სერიოზული შემოწმების გავლა უწევს, რათა სპეციალისტები მათ უსაფრთხოებაში დარწმუნდნენ. ამის მიუხედავად, ზოგიერთი არასანდო აპლიკაცია ამ პროცესს თავს აღწევს და მარტივად ხელმისაწვდომი ხდება. სწორედ ასეთი აპები გამოავლინა Google-მა, თუმცა სანამ აკრძალავდა, ისინი უკვე 60 მილიონზე მეტჯერ გადმოიწერეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი ჩვენგანი შესაძლოა, საფრთხის წინაშე იყოს.
ცნობილი გახდა, რომ ამ აპლიკაციების დახმარებით ჰაკერები მომხმარებელთა მონაცემებს იპარავენ და ხელი მიუწვდებათ მათ ადგილსამყოფელზე, პაროლებზე, მეილზე, საკონტაქტო ნომრებზე და ა.შ. სმარტფონის შიგთავსი “ხილულია” მაშინ, როცა რაიმე პირად ინფორმაციას ვაკოპირებთ და სასურველ ველში ვსვამთ.
დაბლოკილი აპლიკაციების სია ასეთია:
- Speed Radar Camera
- Al-Moazin Lite (Player times)
- Wi-Fi Mouse (Remote Control PC)
- QR&Barcode Scanner (Developed by AppSource Hub)
- Qibla Compass - Ramadan 2022
- Simple Weather & Clock Widget (Developed by Difer)
- Handcent Next SMS - Text With MMS
- Smart Kit 360
- Full Quran MP3-50 Languages & Translation Audio
- Audiosdroid Audio Studio DAW
გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ მათი დეინსტალაცია არ კმარა და საჭიროა, ამ აპლიკაციებთან დაკავშირებული მონაცემებიც წაშალოთ.
კომენტარები