მეცნიერებმა ადამიანის სხეულში უჯრედის სრულიად ახალი ტიპი აღმოაჩინეს
მეცნიერებმა აღმოაჩინეს სრულიად ახალი ტიპის უჯრედი, რომელიც ადამიანის ფილტვებთანაა დაკავშირებული.
კვლევის თანახმად, ახალი აღმოჩენილი უჯრედები სასიცოცხლო როლს თამაშობენ სასუნთქი სისტემის გამართულ ფუნქციონირებაში და შეიძლება მეცნიერებს მკურნალობის მეთოდების შემუშავებისთვის გამოადგეთ. მაგალითად, ისეთი დაავადებების სამკურნალოდ რომლებიც მოწევასთანაა დაკავშირებული.
უჯრედები, რომლებიც ცნობილია როგორც რესპირატორული სასუნთქი გზების სეკრეტორული (RAS) უჯრედები, გვხვდება ბრონქიოლების სახელით ცნობილ პაწაწინა, განშტოებულ არხებში. ახალი RAS უჯრედები ღეროვანი უჯრედების მსგავსია, რომლებსაც შეუძლიათ ორგანიზმის ნებისმიერი სხვა ტიპის უჯრედად დიფერენცირება, ასევე დაზიანებული ალვეოლის უჯრედების აღდგენა და ახლებურად გარდაქმნა.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს RAS უჯრედები მას შემდეგ რაც აიღეს ფილტვის ქსოვილის ნიმუშები ჯანმრთელი ადამიანის დონორებისგან და გააანალიზეს გენები ცალკეულ უჯრედებში. სწორედ აქ გამოვლინდა აქამდე უცნობი RAS უჯრედები.
დიდი ხანია ცნობილია, რომ ადამიანის ფილტვის შემთხვევაში სასუნთქი გზები თაგვისასგან განსხვავებულია. თუმცა, განვითარებულმა ტექნოლოგიებმა მხოლოდ ახლახანს მოგვცა საშუალება, შეგვერჩია და ამოგვეცნო უნიკალური უჯრედების ტიპები.
ახლა მკვლევრები ვარაუდობენ, რომ დიდი ზომის ძუძუმწოვრებს ფილტვებში აქვთ RAS უჯრედები. ეს უჯრედები ფილტვებში ორ ძირითად ფუნქციას ასრულებს. პირველ რიგში, ისინი გამოყოფენ მოლეკულებს, რომლებიც ინარჩუნებენ სითხის გარსს ბრონქიოლების გასწვრივ, რაც ხელს უშლის სასუნთქი გზების დაშლას და ფილტვების მაქსიმალურ ეფექტურობას. მეორე მხრივ, მათ შეუძლიათ იმოქმედონ როგორც წინამორბედი უჯრედები ალვეოლური ტიპის 2 (AT2) უჯრედებისთვის, სპეციალური ტიპის ალვეოლებისთვის, რომლებიც გამოყოფენ ქიმიურ ნივთიერებას. ეს ნიშნავს, რომ RAS უჯრედები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჯანსაღი ფილტვების შენარჩუნებაში.
მკვლევრები ფიქრობენ, რომ RAS უჯრედებმა შეიძლება შეასრულონ მთავარი როლი მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების მკურნალობაში, ისეთებში როგორიცაა ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (COPD). ეს არის ფილტვების შიგნით სასუნთქი გზების ანთების შედეგი, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს მოწევით და ზოგჯერ ჰაერის დაბინძურებით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში 3 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება COPD-ით.
თეორიულად, RAS უჯრედებმა უნდა აღკვეთონ, ან მინიმუმ შეამსუბუქონ COPD-ის ეფექტი დაზიანებული ალვეოლების აღდგენით. თუმცა, მკვლევრები ეჭვობენ, რომ მოწევამ შეიძლება დააზიანოს, ან თუნდაც მთლიანად გაანადგუროს ახალი უჯრედები, რაც იწვევს ისეთი დაავადებების განვითარებას, როგორიცაა COPD.
კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალ Nature-ში.
კომენტარები