შეიმუშავეს ახალი ინსტრუმენტი, რომელსაც ვაქცინების განვითარების მილიონჯერ დაჩქარება შეუძლია
ახალ ვაქცინებზე მოთხოვნა კონკრეტული მასალების საჭიროებას ზრდის. თუმცა, რა მოხდება, თუ ეს პროცესი ნანომასშტაბებზე მოხდება? ასეთი გარღვევა მნიშვნელოვნად შეამცირებს მასალების საჭიროებასა და ენერგიის დანახარჯს.
დანიის უნივერსიტეტის (SDU) მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შემუშავებული ახალი ინსტრუმენტი საშუალებას იძლევა 40 000-ზე მეტი სხვადასხვა მოლეკულის სინთეზირება და ანალიზი მოხდეს ქინძისთავზე მცირე ფართობზე.
მეთოდი, რომელიც იყენებს საპნის მსგავს ბუშტებს, როგორც ნანო-კონტეინერებს, მკვეთრად შეამცირებს ფარმაცევტული კომპანიებისთვის მასალის, ენერგიისა და ეკონომიკური ხარჯების საჭიროებას. ეს მწარმოებელს საშუალებას მისცემს მილიონჯერ უფრო დააჩქარონ პროცესები.
დნმ-ის შტრიხკოდები
"ტექნოლოგია იყენებს დნმ-ის შტრიხ-კოდებს, რომლებიც მსგავსია ყველა სამომხმარებლო პროდუქტზე შემხვედრ შტრიხ-კოდზე", — თქვა მკვლევრების გუნდის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა სტეფან ვოგელმა.
კიდევ ერთმა მკვლევარმა ნიკოს ჰაძაკისმა, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა, რესურსების შემცირება შეადარა ერთი ლიტრი წყლის გამოყენებას, რათა ყველა ოკეანეში მთელი წყლის მასის მოცულობა გავიგოთ.
ერთობლივი მრავალდისციპლინური ძალისხმევა
გარღვევა არის ერთობლივი ძალისხმევა ისეთი დარგების, როგორიცაა სინთეზური ბიოქიმია, ნანოტექნოლოგიები, დნმ-ის სინთეზირება, კომბინირებული ქიმია და მანქანური სწავლება.
"ჩვენს გადაწყვეტაში არც ერთი ელემენტი არ არის სრულიად ახალი, მაგრამ ისინი არასოდეს ყოფილან კომბინირებული ასე შეუფერხებლად", — განმარტა ნიკოს ჰაძაკისმა.
კომენტარები