კონტაქტური ლინზა, როგორც ეკრანი — აშშ-ში ახალ მოწყობილობაზე მუშაობენ
კალიფორნიაში კომპანია Mojo Vision-მა მიაღწია მნიშვნელოვან წინსვლას ჭკვიანი კონტაქტური ლინზების დამზადების მხრივ. მათი ლინზები აღჭურვილია თვალშიდა ჩვენების შესაძლებლობებით, იგივე ეკრანით.
ამ მომენტისთვის ბაზარზე დიდი ადგილი ჭკვიან საათებს და სხვა აქსესუარებს უკავია. იგივეს ვერ ვიტყვით ჭკვიან სათვალეებზე, რომლებიც ბაზარზე გამოჩნდა, მაგრამ ვერ არის ისეთი ეფექტიანი. დაარსებული 2015 წელს, Mojo Vision იმედოვნებს, რომ ვიზუალური ტექნოლოგიების მხრივ ამ ლიმიტებს გადალახავს.
Mojo Vision-ის ჭკვიანი კონტაქტური ლინზები
Mojo Vision-ის პირველი კონტაქტური ლინზები მხოლოდ ერთ LED-სა და უკაბელო სადენს მოიცავდა. მოკლე დროში, ლინზები გახდა ბევრად უფრო დახვეწილი და ახლა აღჭურვილია მაღალი გარჩევადობის microLED ეკრანით, მონაცემთა უსადენოდ გადაცემის უნარითა და თვალით კონტროლირებადი მომხმარებლის გამოცდილებით.
Mojo Vision ირწმუნება, რომ მისი microLED ეკრანი არის მსოფლიოში ყველაზე პატარა და ამასთან ყველაზე ეფექტიანი. ეკრანის დიამეტრი 0,5 მმ-ზე ნაკლებია და ყოველ სამ სანტიმეტრზე დაახლოებით 14000 პიქსელია. ასევე შესაძლებელია ვიდეოების ჩართვა. კომპანიამ აირჩია 5-გჰც რადიო კომუნიკაცია დაბალი შეყოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად, რაც გადამწყვეტი ფაქტორია დამატებითი რეალობის (AR) ეკრანებთან მუშაობისას.
საწყის ეტაპზე კომპანია თავისი ლინზების შეთავაზებას სპორტსმენებისთვის აპირებს და აწარმოებს მოლაპარაკებებს ადიდასთან. თუმცა, მათ ჯერ არ აქვთ მარეგულირებელის ნებართვა, რათა ისინი უშუალოდ თვალზე გამოსცადონ. სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობდა USFDA-სთან, რისი მიზანიც სწორედ რეგულატორებისგან მწვანე შუქის ანთებაა.
როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს ყველაფერი დროის ამბავია. ადრე თუ გვიან ჩვენ ჭკვიან ლინზებზე წვდომა გაგვიჩნდება.
კომენტარები