საქართველოს ბანკი Data Challenge-ების სერიას იწყებს — რა უნდა ვიცოდეთ
საქართველოს ბანკი საქართველოში პირველად იწყებს Data Challenge-ების სერიას, სადაც თითოეული შეჯიბრის ფარგლებში, შეგიძლია ჩაერთო მარტო ან გუნდთან ერთად, ამოხსნა დავალება და გამარჯვების შემთხვევაში მოიგო თანხა 50 000-ლარიანი საპრიზო ფონდიდან.
ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ახალი ტალანტების, მონაცემთა მეცნიერების აღმოსაჩენად და ჩვენს ქვეყანაში Data საზოგადოების განსავითარებლად. ასე რომ, თუ გაინტერესებს ეს სფერო, მიიღე მონაწილეობა საქართველოს ბანკის Data შეჯიბრში და გამოცადე შენი შესაძლებლობები ახალ გამოწვევებში.
Data Challenge-ის Live ღონისძიება Facebook-ზე 12 აპრილსაა ჩანიშნული. გირჩევთ, ის არ გამოტოვო, რადგან აქ გაიგებ მეტს ამ გამოწვევის თემების, პივრველი დავალების დეტალების, სამუშაო პლატფორმის, რეგისტრაციის პირობების და ასევე, Data მეცნიერების შესახებ.
"ამ წამოწყების ფარგლებში ასევე ვუჭერთ მხარს ქართულ ბიზნესს, რადგან მონაცემების ანალიზი მნიშნელოვანია კომპანიებისთვის მომხმარებლებზე ორიენტირებული შეთავაზებების მოსამზადებლად", — ამბობენ საქართველოს ბანკში.
ღონისძიების სპიკერები იქნებიან: ვახტანგ ბობოხიძე (საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ინფორმაციული ტექნოლოგიების, მონაცემთა ანალიტიკისა და ციფრული არხების მიმართულებით), ირაკლი გოგატიშვილი (მონაცემთა კვლევითი ლაბორატორიის უფროსი, მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტი), ირაკლი გვარამაძე (მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის დირექტორი), ნიკოლოზ მამისაშვილი (მონაცემთა წამყვანი მეცნიერი, მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტი).
"მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით საქართველოში პირველი Data Challenge-ის სერია იწყება. კონკურსი იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას ახალგაზრდებისთვის, გაიცნონ მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებული ადამიანები, ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება და, რაც მთავარია, მონაცემთა მეცნიერებების მიმართულებით, აღმოაჩინონ მათთვის აქამდე უცნობი შესაძლებლობები. გვჯერა, ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ახალი ტალანტების აღმოჩენას და მონაცემთა მეცნიერების განვითარებას", — აცხადებს ვახტანგ ბობოხიძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ინფორმაციული ტექნოლოგიების, მონაცემთა ანალიტიკისა და ციფრული არხების მიმართულებით.
რა თემებზე იქნება მონაცემთა გამოწვევა?
სხვადასხვა ჩელენჯზე განსხვავებული თემების დავალებები გელოდება. მათი ძირითადი ნაწილი კი შეეხება:
- სარეკომენდაციო სისტემას;
- მეტყველების ტექნოლოგიებს;
- ოპერაციების ოპტიმალურ მართვას;
- მანქანურ ხედვას და ა.შ.
რა შემთხვევაში შეძლებ მონაწილეობის მიღებას?
თუ სწავლობ ან მუშაობ კომპიუტერული მეცნიერებების, მათემატიკის, ფიზიკის, ეკონომიკის
სფეროში და შენი ძლიერი მხარეა:
- მანქანური სწავლება;
- სტატისტიკა;
- ვიზუალიზაცია;
- კომუნიკაცია.
შეკრიბე გუნდი ან, თუ სურვილი გაქვს, მარტო შეასრულე დავალება. გუნდი უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ 3 წევრისგან.
კიდევ რა არის Data Challenge-ის უპირატესობა?
- გაიცნობ მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულ სხვა ადამიანებს;
- გაიზიარებ მათგან მნიშვნელოვან ცოდნასა და გამოცდილებას;
- აღმოაჩენ აქამდე უცნობ შესაძლებლობებს მონაცემთა მეცნიერებაში;
- თუ მონაცემთა გამოწვევაში გაიმარჯვებ, სოლიდურ თანხასთან ერთად ასევე გეძლევა შესაძლებლობა დასაქმდე საქართველოს ბანკში.
თითოეული დავალების შესასრულებლად გამოყოფილია მაქსიმუმ 4 კვირა. ჟიურის წევრები იქნებიან მონაცემთა მეცნიერები და ამ სფეროს წარმომადგენლები, ხოლო მენტორები იქნებიან საქართველოს ბანკის თანამშრომლები: გვანცა ლაზარაშვილი, ლუკა ცაბაძე, მარიამ არუსტაშვილი, ლევან ანდრონიკაშვილი, ნიკოლოზ მამისაშვილი, ქეთევან ოთიაშვილი, ნინო ხუხუნაიშვილი.
ამ ეტაპზე, ცნობილია, რომ Data Challenge ჩატარდება წელიწადში 2-ჯერ. გამარჯვებულის გამოსავლენად კი სავალდებულუოა კონკრეტული ნიშნულის გადალახვა, ვინც გადასცდება ამ ნიშნულს მათგან 1-ელ ადგილზე გასული მიიღებს 30 000 ლარს, მე-2 – 15 000 ლარს, მე-3 – 5 000 ლარს.
Data Challenge-ში მონაწილეობის მსურველები რეგისტრაციას 12 აპრილის ღონისძიების შემდეგ შეძლებენ.
კომენტარები