რა გამოვიარეთ: კორონავირუსის საგანგაშო ევოლუცია — ინფოგრაფიკა
კორონავირუსის პანდემიის დაწყების დღიდან COVID-19-ის ევოლუციის მომსწრენი ვართ. ეს რნმ ვირუსია, რომელსაც დნმ ვირუსებთან შედარებით, გაცილებით სწრაფად ცვლის მუტაციები, მათი სიმრავლე კი ახალი შტამების ფორმირებას განაპირობებს.
ვირუსი ცოცხალ და არაცოცხალ ორგანიზმებს შორის დგას, რადგან გასამრავლებლად სხვა ორგანიზმის უჯრედებში შეღწევა და საკუთარი ასლების საწარმოებლად მათი დაპროგრამება სჭირდება.
ასევე იხილეთ: უძველესი ომი, რომელშიც ყოველდღე ვმარცხდებით — ის, რასაც ვერ ვიაზრებთ
2 წლის განმავლობაში, კორონავირუსის ფართო გავრცელებისა და ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის პირობებში, მისი ევოლუციისთვის სასათბურე პირობები შევქმენით. შედეგად, ზოგმა ჩვენგანმა საკუთარ თავზე უკვე კორონავირუსის ორი შტამიც კი გამოცადა. ქვემოთ მოცემულ ინფოგრაფიკაში სწორედ ვირუსის ევოლუციაზე, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საგანგაშოდ გამოცხადებულ შტამებსა და მათ ძირითად მახასიათებლებზე მოგიყვებით.
პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია On.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
პროექტი "სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა" არის 48-თვიანი პროექტი, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის (EU) მიერ და ხორციელდება ERIM (ყოფილი IREX Europe) და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის (HRHT) მიერ. პროექტის მთავარი მიზანი არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობის და მდგრადობის ხელშეწყობა, რაც მათ საშუალებას მისცემს შეამსუბუქონ COVID-19- ის უშუალო და გრძელვადიანი გავლენა.
კომენტარები