"ისტორიის წიგნებში ჩაიწერება" — NASA ხვალ ჰაბლის "უმნიშვნელოვანესი აღმოჩენის" შესახებ გვამცნობს
სამყაროზე აქტიური დაკვირვების სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა მნიშვნელოვნად გააფართოვა კაცობრიობის ცოდნა. ეს იმაზე მეტად მოხდა, ვიდრე ასტრონომები მოელოდნენ. და აი ახლა, მიუხედავად მისი ასაკისა, ის კვლავ აგრძელებს ჩვენს გაოცებას.
ერთ-ერთი ასეთი "უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა" ამ კვირაში დაანონსდა. NASA-ს გოდარდის კვლევითი ინსტიტუტის წერილში სააგენტომ განაცხადა, რომ "რეკორდულად მნიშვნელოვანი აღმოჩენის" შესახებ მალე ყველას გაგვაგებინებენ და ეს "ისტორიის წიგნებში ჩაიწერება".
"თითქმის 32 წლის განმავლობაში, ჰაბლის ინოვაციურმა აღმოჩენებმა გადააკეთა სახელმძღვანელოები და შეცვალა ჩვენი გაგება სამყაროს შესახებ. ჰაბლის ეს უახლესი აღმოჩენა არა მხოლოდ აფართოებს ჩვენს გაგებას სამყაროს შესახებ, არამედ ქმნის კვლევის საინტერესო და სრულიად ახალ არეალს, როგორც თავად ჰაბლის ისე ახალი ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპისთვის", — ნათქვამია განცხადებაში.
მიუხედავად იმისა, რომ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი (JWST) შექმნილია ჰაბლის მემკვიდრედ, ვეტერანი კოსმოსური ობსერვატორია 2026 წლამდე მაინც იფუნქციონირებს, ამიტომ მას ჯერ კიდევ ბევრი რამ შეუძლია.
ასევე: კაცობრიობის ახალი თვალი კოსმოსში — ყველაფერი ჯეიმს ვების ტელესკოპზე
ჩვენ მხოლოდ ის დაგვრჩენია, დაველოდოთ და ვნახოთ, რა უმნიშვნელოვანესი აღმოჩენის შესახებ გვამცნობენ.
კომენტარები