OnePlus 10 Pro გლობალური მასშტაბით 31 მარტს გამოვა — რა ვიცით მასზე
თუ OnePlus 10 Pro-ს გლობალურ ბაზარზე გამოსვლას დიდხანს ელოდით, მაშინ თქვენთვის კარგი სიახლე გვაქვს. OnePlus-ის ახალი ფლაგმანი დღემდე ხელმისაწვდომი მხოლოდ ჩინეთში იყო, თუმცა კომპანიამ დააანონსა, რომ სმარტფონის გლობალური ვერსიის პრეზენტაცია 31 მარტს შედგება. შეგახსენებთ, რომ სმარტფონი ჩინეთში თითქმის სამი თვის წინ გამოჩნდა. სმარტფონის მონაცემების შესახებ სიახლეები არ იქნება, თუმცა მთავარი რამ, რასაც 31 მარტს გასამართი ღონისძიებიდან გავიგებთ, სმარტფონის ფასი იქნება.
OnePlus-მა 10 Pro-ს მონაცემები ჯერ კიდევ იანვარში, ჩინეთში გაშვებამდე გაგვაცნო. სმარტფონს Qualcomm-ის უახლესი ფლაგმანური პროცესორი, Snapdragon 8 Gen 1 დაამშვენებს. ამასთანავე, ის 6.7 დუინიან, 120 ჰერციან 1440p გარჩევადობის მქონე OLED ეკრანსა და 5 000 მილიამპერიან ელემენტსაც მიიღებს. ამ ზომის ელემენტს სწრაფი დამუხტვაც ესაჭიროება, ამიტომ სმარტფონს სადენის შემთხვევაში 80 ვატიანიანი სწრაფი დამუხტვის შესაძლებლობა ექნება, ხოლო უსადენოდ ის 50 ვატით დაიმუხტება.
სმარტფონის უკანა მხარეს სამი კამერაა განლაგებული. მთავარი კამერა 48-მეგაპიქსელიანი იქნება. სმარტფონი 50-მეგაპიქსელიან ულტრაფართო კამერასაც მიიღებს, ხოლო მესამე კამერა 8-მეგაპიქსელიანი ტელეფოტო ლინზა იქნება. OnePlus-მა RAW Plus ფუნქციაც დააანონსა, რაც RAW ფორმატის ფოტოების გადაღების საშუალებას მოგვცემს. წინა კამერად სმარტფონი 32 მეგაპიქსელიან სენსორს მიიღებს.
თუ OnePlus 10 Pro-სთან ერთად OnePlus 10-ის გამოსვლასაც ელოდით, მაშინ იმედები უნდა გაგიცრუოთ. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, პეტე ლაუმ განაცხადა, რომ შედარებით იაფიანი, საბასიზო მოდელი აღარ გამოვა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები