Fortnite-მა 2 დღეში უკრაინისთვის 36 მილიონი დოლარის შეგროვება შეძლო
Fortnite-ის ახალი სეზონის პირველ ორ კვირაში შემოსული ფული უკრაინაში გადაირიცხება
Fortnite-ის ახალი სეზონი 20 მარტს დაიწყო და ამ ვიდეოთამაშის შემქნელმა, Epic Games-მა განაცხადა, რომ პირველ ორ კვირაში შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინაში, ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად. თანხის შეგროვება 20-მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით მოხდება. ნებისმიერი მოთამაშე, რომელიც Fortnite-ში რაიმეს ნამდვილი ფულით შეიძენს, უკრაინის მოსახლეობას დაეხმარება.
შეგროვებული თანხა რამდენიმე ორგანიზაციაზე გადანაწილდება. მათ შორის იქნებიან, Direct Relief, United Nations High Commissioner for Refugees, United Nations Children’s Fund და World Food Programme. დეველოპერების თქმით, ორგანიზაციათა რიცხვი თანდათან გიზრდება.
Epic-ის თქმით, კომპანია შეგროვებული თანხების გადარიცხვას მაქსიმალურად სწრაფად შეეცდება. აღსანიშნია, რომ პროექტის დაწყებიდან 2 დღეში Fortnite-მა უკვე 36 მილიონი დოლარის შეგროვება შეძლო.
ასევე, პროექტში Microsoft-იც ჩაერთო და ის თანხა, რომელიც Fortnite-ში Xbox-ის გავლით დაიხარჯება, ასევე უკრაინის დასახმარებელ ფონდებში წავა.
უნდა ითქვას, რომ Fortnite-მა დასახმარებლად იდეალური დრო შეარჩია, ახალი სეზონის დაწყება იმას ნინშავს, რომ მოთმაშეები Battle Pass-ებსა და ახალ სკინებს ყიდულობენ.
კომენტარები