Google-ის ანდროიდ აპლიკაციაში ახლა უკვე ბოლო 15 წუთის ძებნის ისტორიის წაშლას შეძლებთ

ფოტო: Getty Images
Google ანდროიდის მომხმარებლებს ახალ ფუნქციას სთავაზობს, რომლის მეშვეობითაც აპლიკაციაში ბოლო 15 წუთის ძებნის ისტორიას მარტივად წაშლით.
კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს სიახლე Google-ის ანდროიდ ვერსიაში უკვე ეშვება და ის ყველასთვის ხელმისაწვდომი მომდევნო კვირების განმავლობაში გახდება. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა მომხმარებელმა სმარტფონში ზემოხსენებული ფუნქცია უკვე შენიშნა.
იმის გასაგებად, არის თუ არა ის თქვენთვისაც ხელმისაწვდომი, Google-ის აპლიკაცია უნდა გახსნათ, თქვენს პროფილის ფოტოს დააჭიროთ და ჩამონათვალში "ბოლო 15 წუთის წაშლის" შემოთავაზება მოძებნოთ.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ აღნიშნული სიახლე ჯერ კიდევ გასული წლის მაისში დააანონსა და პირველად ის iOS-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მოწყობილობების მფლობელებს შესთავაზა. ანდროიდის ჯერი წესით იმავე წელს უნდა დამდგარიყო, თუმცა უცნობი მიზეზების გამო, ეს მხოლოდ ახლაღა მოხდა.
კომენტარები