Google-ის ამ აპლიკაციით უკვე შეგეძლებათ შეამოწმოთ, რამდენად გამართულად მუშაობს USB-კაბელი
Android Auto-ს ბოლო განახლებით USB-კაბელის/პორტის შემოწმებას შეძლებთ. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუკი ტელეფონი მანქანას არ უკავშირდება, შესაძლოა, სადიაგნოსტიკო საშუალებით გაიგოთ, არის თუ არა პრობლემა USB-კავშირში.
ინფორმაციას ტვიტერზე XDA Developers-ის ყოფილი მთავარი რედაქტორი მიშაალ რამანი ავრცელებს. ფუნქცია USB Startup Diagnostics USB-კაბელის ხარისხსა და მანქანასთან მის კავშირს შეაფასებს. Google გვირჩევს, რომ მანქანას ტელეფონის თანმდევი კაბელი დავუკავშიროთ. დასაშვებია 90 სანტიმეტრზე მოკლეც, თუმცა იგი USB-კონცენტრატორის ან დამაგრძელებელს არ უნდა იყენებდეს.
შესაბამისი კაბელის ქონა არც ისეთი მარტივია, ვიდრე ერთი შეხედვით ჟღერს. ისინი ხშირად ხარისხით განსხვავდება, ამიტომაც შედარებით რთული გასარკვევია, თქვენი რამდენად იქნება Android Auto-სთან შეთავსებადი. ვერც იმას გაიგებთ ზუსტად, ტელეფონის თანმდევი კაბელი მოერგება თუ არა Android Auto-ს — ახალი მობილურების ძირითად ნაწილს USB-C-კაბელი მოჰყვება, თუმცა USB-C-პორტი ყველა მანქანას არა აქვს. სავარაუდოდ, სადიაგნოსტიკო საშუალება დაგეხმარებათ გაიგოთ, თუკი სინამდვილეში განსხვავებული კაბელის შეძენა მოაგვარებს პრობლემას.
რამანის თქმით, ფუნქცია Android Auto-ს 7.5.121104 ვერსიაზეა (თუკი ჯერ არ გაქვთ, შეამოწმეთ, განახლება ხომ არაა ხელმისაწვდომი). Twitter-ზე მან ისიც განაცხადა, რომ ფუნქციის ქონის შემთხვევაში მას Android Auto-ს პარამეტრებში, კერძოდ "Connection help", შემდეგ კი "USB startup diagnostics" ველში იხილავთ. საგულისხმოა ისიც, რომ Google-ის განახლებები ხშირად ნელ-ნელა გამოდის, ამიტომაც თუკი დიაგნოსტიკური საშუალება თქვენთვის ხელმისაწვდომი ჯერ არ არის, აღელვება არ ღირს.
კომენტარები