NFT კოლექციონერმა შემთხვევით 1 მილიონი დოლარის ღირებულების ნახატი ცენტზე ნაკლებად გაყიდა
NFT კოლექციონერმა შემთხვევით თითქმის 0 დოლარად გაყიდა NFT, რომლის ღირებულებაც 1,2 მილიონი დოლარი უნდა ყოფილიყო.
NFT ტრეიდერს Rock Dust-ს სურდა გაეყიდა თავისი ეთერროკი NFT — კლდის სურათი 444 ეთერად, რაც დოლარებში 1 143 082-ია. ამის ნაცვლად, ნახატი შემთხვევით 444 wei-ზე შეაფასეს — ეთერიუმის ვალუტის ყველაზე პატარა ერთეული — რომელიც ერთ ცენტზე ნაკლებია.
სანამ შეცდომა გააცნობიერეს, ნახატი, უკვე გაყიდული იყო. Vice იტყობინება, რომ ეს ყველაფერი ბლოკჩეინის ჩანაწერებშია ასახული.
"ერთი დაწკაპუნებით გაქრა ჩემი მთლიანი ქონება. არის რაიმე იმედი?", — დაწერა კოლექციონერმა ტვიტერზე.
შემდგომ ტვიტერში Rock Dust-მა დაადასტურა, რომ ისინი დაუკავშირდნენ მყიდველს.
"გამარჯობა, სერ. შეგიძლიათ დააბრუნოთ ეთერროკი? მე დავუშვი დიდი შეცდომა. NFT რომელიც შეიძინეთ არასწორად გვქონდა შეფასებული. იმედი მაქვს გამიგებთ“, — ნათქვამია წერილში.
Rock Dust-ს მას შემდეგ ამ თემაზე აღარაფერი უთქვამს. ჯერ არ ვიცით რა პასუხს მიიღებს ის.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები