Mozilla Firefox-ის საძიებო სისტემებიდან Yandex ოფიციალურად გაქრა
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
როგორც ირკვევა, Mozilla Firefox-ის საძიებო სისტემებიდან Yandex სრულად გაქრა. დღეს Firefox-ის მომხმარებლებმა მიიღეს შეტყობინება, რომ საძიებო სისტემად რუსულ Yandex-ს ვეღარ გამოიყენებენ და ამიერიდან Google-ის გამოყენება მოუწევთ. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება Firefox-ის წარმომადგენლებს ჯერ არ გაუკეთებიათ, თუმცა თუ თქვენი ბრაუზერის სეთინგსებში შეხვალთ, Yandex-ის საძიებო სისტემად არჩევის საშუალება აღარ გექნებათ.
ამჟამად Firefox ბრაუზერების ბაზრის თითქმის 5%-ს მოიცავს და ძნელია იმის თქმა, თუ რამხელა გავლენა ექნება ამ დანაკარგს Yandex-ისთვის, თუმცა თუ ტენდენციას დავაკვირდებით რუსეთს ყველა ტექნოლოგიური კომპანია განუდგა და სავარაუდოდ, ნელ-ნელა რუსული სერვისები კიდევ უფრო მეტად შეიზღუდება.
კომენტარები