იტყუებოდნენ, რომ ათრიეს პატიმრების დასანახად, აგინებინეს, შეურაცხყოფდნენ, ამის გამოსარიცხად იყო — მდინარაძე სააკაშვილის კადრებზე
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რატომ გაავრცელა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანში ძალით გადაყვანის კადრები. მდინარაძის განცხადებით, ამის მიზანი იყო იმ "ტყუილის" გამორიცხვა, რასაც სააკაშვილის გადაყვანის შესახებ ავრცელებდა ოპოზიცია და კონკრეტული ტელევიზიები.
"სამი დღის განმავლობაში სამი ტელევიზია კონკრეტულად, მათი მენეჯერები, პოლიტიკოსები იტყუებოდნენ, რომ ათრიეს პატიმრების დასანახად, აგინებინეს პატიმრებს, ნემსს ძალით უკეთებდნენ, სცემდნენ, შეურაცხყოფდნენ, აი ამ ტყუილის გამოსარიცხად იყო. ის იყო მართალი, რაც გავრცელდა და რასაც ლაპარაკობდნენ წინა სამი დღის განმავლობაში და მერე ხმა რომ აღარ ამოუღიათ იმ ყველაფერზე, ეს იყო ტყუილი", — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კითხვას, დააზიანა თუ არა ამ კადრებმა ქვეყნის რეპუტაცია, მდინარაძემ მოკლედ უპასუხა:
"არა".
11 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაყვანიდან სამი დღის შემდეგ, პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ ექსპრეზიდენტი სამკურნალო დაწესებულებაში ძალიან გამოყენებით შეჰყავთ.
თავდაპირველად, ვიდეოში ჩანს, რომ ექსპრეზიდენტი ათამდე ბადრაგმა სასწრაფო დახმარების მანქანიდან იძულებით, მისი სურვილის წინააღმდეგ გადმოიყვანა, შენობაში და შემდეგ ლიფტში, ასევე, ძალის გამოყენებით, ხელში აყვანილი შეიყვანა, რა დროსაც მას ტანსაცმელი თითქმის გახდილი აქვს.
ექსპრეზიდენტი ციხის საავადმყოფოს პალატაში უკვე წელზევით შიშველი შეჰყავთ და პირდაპირ იატაკზე სვამენ. ვიდეოს არ აქვს ხმა, თუმცა ჩანს, რომ უკვე პალატაში სააკაშვილი ჩხუბობს და სამედიცინო ხელსაწყოს იატაკზე აგდებს. სიტყვიერი დაპირისპირების დროს, კადრებში ჩანს, რომ სააკაშვილი პალატაში მყოფი პირისკენ გაიწია, თუმცა ხელი არ დაურტყამს.
იმავე დღეს გავრცელდა კიდევ ერთი ვიდეო, სადაც მიხეილ სააკაშვილი უკვე გაჩერებულ სასწრაფო დახმარების მანქანაშია და ამბობს, რომ არ გადმოვა. ის რუსთავის ციხეში დაბრუნებას ითხოვს. უწყება აქამდე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილმა რუსთავის დაწესებულება თავისი ნებით დატოვა.
ვიდეო, სავარაუდოდ, ტელეფონითაა გადაღებული და პროცესს სრულად არ ასახავს, დაჭრილია და ჩანს ის ეპიზოდები, სადაც ექსპრეზიდენტი, სავარაუდოდ, გლდანის #18 დაწესებულების თანამშრომლებს ეუბნება, რომ დიქტატორის მსახურები არიან და პუტინის ბრძანებას ასრულებენ. ის უარს აცხადებს მანქანიდან გადმოსვლაზე.
კადრებში ისმის ისიც, რომ, სავარაუდოდ, დაწესებულების ერთ-ერთი თანამშრომელი სააკაშვილს უყვირის: "არავინ არ მოგცემთ იმის უფლებას, რომ გარდაიცვალოთ, არავინ არ მოგცემთ ამის უფლებას!", რაზეც სააკაშვილი ბრაზდება და მას პუტინის ნაძირალა ჯალათს უწოდებს, თამამშრომელი კი ექსპრეზიდენტს ეუბნება, რომ "დამშვიდდეს".
ამის შემდეგ ვიდეო კვლავ გაჭრილია, შემდეგ კი სააკაშვილი კონკრეტული თანამშრომლის სახელსა და გვარს ითხოვს. აღსანიშნავია, რომ გლდანში გადაყვანის შემდეგ სააკაშვილმა გაავრცელა წერილი, სადაც ამბობს, რომ დაწესებულებაში გადასვლისას ციხის ერთ-ერთმა თანამშრომელმა უთხრა: "აჰა, ჩიტო, ხომ ჩაგიგდეთ ხელში". მისივე განცხადებით, მოითხოვა ამ ადამიანის სახელი და გვარი, თუმცა უარი უთხრეს.
-
გადახედვაFDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა FDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა
-
-
გადახედვარომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება რომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება
-
გადახედვაროგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
-
გადახედვაგია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ გია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ
-
-
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვასტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა სტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა
-
გადახედვალაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას ლაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას
-
გადახედვამრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
-
გადახედვაშსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ შსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
კომენტარები