სოციალური მედია ყალბია — ბელა ჰადიდმა მენტალურ ჯანმრთელობაზე ილაპარაკა
ალბათ, თითქმის ყველას სმენია ბელა ჰადიდის შესახებ: ის დღეს მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღიარებული მოდელია.
ბევრისთვის ბელა ჰადიდის გარეგნობა, კარიერა და ცხოვრება სრულყოფილიც კი შეიძლება ჩანდეს, თუმცა ცოტა ხნის წინ ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში მან თავის მენტალურ ჯანმრთელობასა და იმ საერთო პრობლემებზე საჯაროდ ილაპარაკა, რომლებიც ყველას აწუხებს, მაგრამ ამაზე ხშირად ღიად არ ვსაუბრობთ.
ბელამ უილოუ სმიტის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ეს მომღერალი შფოთვაზე, თვითრწმენის ნაკლებობასა და იმაზე საუბრობს, როცა საკუთარი თავი "არასაკმარისად კარგი" გგონია.
ამ ვიდეოსთან ერთად ბელამ თავისი ნამტირალევი ფოტოები გამოაქვეყნა და აღწერად დიდი ტექსტი დაურთო, რომელშიც ამბობს, რომ კარგად ესმის ეს მდგომარეობა.
მოდელი უილოუ სმიტის სიტყვებზე დასძენს, რომ "ბოლო რამდენიმე წელია, ჩემი თითქმის ყოველი დღე და ღამე ასეთია. სოციალური მედია სინამდვილეს არ ასახავს. ყველას გთხოვთ, ვინც თავს ცუდად გრძნობთ, ეს გახსოვდეთ".
"ხანდახან ერთადერთი, რისი მოსმენაც გჭირდება, ისაა, რომ მარტო არ ხარ. ჰოდა, ახლა მე გეუბნებით, რომ მარტო არ ხართ. მიყვარხართ, გხედავთ და მესმის თქვენი. საკუთარ თავზე ზრუნვა და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები / ტვინში ქიმიური წონასწორობის დარღვევა სწორხაზოვანი არ არის, ეს უფრო "ამერიკული მთების" მოძრაობას ჰგავს... ხან ზევით ადის, ხანაც კიდევ ქვემოთ ჩამოდის, აქეთ-იქით უხვევს. მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ გვირაბის ბოლოს ყოველთვისაა სინათლე და ატრაქციონიც ბოლოს აუცილებლად ჩერდება", — წერს ბელა ჰადიდი.
ფოტო: bellahadid / Instagram
ბელა ჰადიდმა უფრო კონკრეტულადაც ისაუბრა თავის მდგომარეობასა და პრობლემებთან გამკლავების გამოცდილებაზე:
"დიდი დრო დამჭირდა, ამას რომ მივმხვდარიყავი, მაგრამ საკმარისად ბევრჯერ მივედი იმ მდგომარეობამდე, როცა ძალა სრულად გამომეცალა და ემოციურად გადავიწვი, რომ ეს გამეგო: თუ საკუთარ თავზე იმუშავებ, პირადი ტრავმების, შფოთვის გამომწვევი მიზეზებისა და სიხარულის მიღების გზების გასაგებად დროს დახარჯავ, შესაძლებლობა გექნება, რომ საკუთარი ტკივილი უკეთ შეისწავლო და გაიგო, როგორ შეიძლება გაუმკლავდე მას", — დაწერა მოდელმა ინსტაგრამის პირად ანგარიშზე, სადაც 47 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.
ფოტო: bellahadid / Instagram
როგორც BBC წერს, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა 25 წლის ბელა ჰადიდი თავის მენტალურ ჯანმრთელობაზე საჯაროდ ლაპარაკობს: წარსულში მას ნათქვამი აქვს, რომ თინეიჯერობაში დეპრესიასა და შფოთვით აშლილობას ებრძოდა.
მოდელის ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ორიგინალი პოსტი ქვემოთ მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ:
Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლობიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლობიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
-
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
კომენტარები