ყვარლის ევროკლუბი 2 წლისაა — საიუბილეო ღონისძიებას ევროკავშირის ელჩი დაესწრო
დღეს, 2021 წლის 11 ნოემბერს ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ყვარლის ევროკლუბს ეწვია და მისი დაარსებიდან 2 წლის საიუბილეო ღონისძიება გახსნა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის მაღალი რანგის წარმომადგენლები: ნიდერლანდების, ავსტრიის, საფრანგეთის, თურქეთის და ნორვეგიის ელჩები და ესპანეთის საელჩოს ატაშე საქართველოში.
ყვარლის ევროკლუბი 2019 წლის ნოემბერში, ევროკავშირის საკომუნიკაციო პროგრამის, ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს (EU NEIGHBOURS east) მხარდაჭერით დაარსდა. მისი დამაარსებელი ახალგაზრდა ევროპელი ელჩი ნიკა გურინია, რომელმაც თავის მშობლიურ ქალაქში მოქალაქეთა გაძლიერების სურვილით, ახალგაზრდული სადისკუსიო სივრცე გახსნა დევიზით — ილიას გზით ევროპისკენ. დღეს ევროკლუბი ასევე აერთიანებს ფრანგულ კუთხეს და ამერიკულ წიგნების თაროს, რომელიც ამერიკული კუთხეების ქსელის ნაწილია.
"ყვარლის ევროკლუბი 2019 წლის ნოემბერში, EU NEIGHBOURS east-ის მხარდაჭერით გავხსენით. მაშინ უნივერსიტეტს ვამთავრებდი და ყვარელში ჩამოსვლისას სულ მაწუხებდა ის ამბავი, რომ აქ არაფერი არ ხდებოდა: ჩემს თავზე მაქვს გამოვლილი ეს პრობლემა აქ სწავლის პერიოდში და მაშინაც მინდოდა, რაიმე გაგვეკეთებინა ადგილობრივ დონეზე. აქ არის ჩემი ყოფილი სკოლა, რომელმაც თავისი სივრცე დაგვითმო უფასოდ. თავიდან მართლა ცარიელი ოთახით დავიწყეთ. ეს იყო ქვემოდან წამოსული, სრულიად მოხალისეობრივი ინიციატივა,— პარტნიორებისა და თანამოაზრეების მხარდაჭერით. ნელ-ნელა შევიძინეთ სკამები, მაგიდები, ვიღაცამ პროექტორი გვაჩუქა, ჩაერთნენ საელჩოებიც, ელჩი დეგნანის მხარდაჭერით გასულ წელს ამერიკული თარო გავხსენით, დაემატა ინგლისურის კურსები და ასე შემდეგ", — ამბობს ნიკა გურინი.
ნიკა გურინის თქმით, ამჟამად ინგლისურის შემსწავლელი ცენტრის ორიენტირი ის ადამიანები არიან, რომლებსაც ინგლისურის ცოდნა ახალ კარიერულ საფეხურზე ასასვლელად ან სამსახურის საშოვნელად სჭირდებათ: "ადგილობრივ ბიზნესთან კონსულტაციებით გავიგეთ, რა რგოლებში ჰქონდათ კადრების ნაკლებობა. შევქმენით კურსები 30 ადამიანისათვის და წარმატებული კურსდამთავრებულები ადგილობრივ ბიზნესებში დასაქმდებიან".
ევროკლუბის ერთ-ერთი ნაწილია ღია კინოთეატრი, სადაც მსურველებს ყოველ შაბათს შეუძლიათ ფილმების ნახვა. შარშან ეკრანი ადამიანის უფლებების შესახებ ფილმებს ეთმობოდა, წელს კი ფოკუსი აქტივიზმზეა. სეანსის შემდეგ იმართება დისკუსიები, სადაც მაყურებლები სპიკერებთან ერთად მსჯელობენ საზოგადოებრივ საკითხებზე.
ყვარლის ევროკლუბის მთავარი მიზანი დასავლური ღირებულებების გავრცელება და ადგილობრივი მოსახლეობის გაძლიერებაა. დღეისათვის ევროკლუბს 1200-ზე მეტი პირდაპირი ბენეფიციარი ჰყავს, რომელთაც უკვე ისარგებლეს ინგლისური ენის უფასო კურსებით, პროფესიული გადამზადების კურსებით, ღია ბიბლიოთეკებით და მონაწილეობა მიიღეს აქტივიზმის კინოკლუბის დისკუსიებში. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, ევროკავშირის მხარდაჭერით, ევროკლუბის გამოცდილების გაზიარება და მსგავსი სივრცეების გახსნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც იგეგმება.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივა წარმოადგენს არაპოლიტიკურ, ნებაყოფლობით, ქმედით საკომუნიკაციო ქსელს, რომელიც ხელს უწყობს კავშირების და მეგობრული ურთიერთობების დამყარებას აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთის, უკრაინის წარმომადგენელ ახალგაზრდებსა და მათ თანატოლებს შორის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და გაერთიანებულ სამეფოში. ამ ქსელის მიზანია მოსახლეობის უკეთ ინფორმირება ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ მის აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებთან, ამ თანამშრომლობის რეალური შედეგების დემონსტრირება, პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობა სხვადასხვა საკითხზე, სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერების მხარდაჭერა და ერთობლივი საქმიანობა უკეთესი მომავლისათვის.
-
გადახედვაFDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა FDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა
-
გადახედვარომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება რომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება
-
გადახედვაროგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
-
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
გადახედვაკარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები
-
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
-
-
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვასტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა სტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა
-
გადახედვაუკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო
-
გადახედვამრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი
-
-
-
გადახედვაშსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ შსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
კომენტარები