სუს ძლიერი ინსტიტუტია და ამიტომ არის დარტყმის საგანი — კობახიძე გვარამიას გასაჯაროებულ ჩანაწერებზე
მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ, სავარაუდოდ, სუს-ის დოკუმენტების გასაჯაროებაზე ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიხე ირწმუნება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ძლიერი ინსტიტუტია და რადიკალური ოპოზიციის მხრიდა ამიტომ არის დარტყმის საგანი.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ძლიერი ინსტიტუტია, აქედან გამომდინარე ის არის დარტყმის საგანი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. მათ შორის ფეიკ ნიუსებით ხდება ასეთი დარტყმების განხორციელება, თუმცა სუს-ის სიძლიერეს ვერავინ შეარყევს. ეს არის ის სამსახური, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს ჩვენი ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავარი არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მოიპოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დოკუმენტები, სადაც პოლიტიკოსებზე, სასულიერო პირებზე, ჟურნალისტებზე, ბიზნესმენებზე, საჯარო მოხელეებზე თვალთვალია ასახული. სავარაუდოდ, სუს-ის ჩანაწერებიდან, ირკვევა, რომ უწყებაში აქვთ ინფორმაცია ხსნებული საზოგადოებაში აქტიური პირების სექსუალური ორიენტაციის, პირადი ცხოვრების, სექსუალური პარტნიორების შესახებ და ეს ყველაფერი აღწერილია უწყების დოკუმენტში. ისევე, როგორც ჟურნალისტების სატელეფონო ზარები სხვადასხვა უწყებების პრესსამსახურებთან. გვარამია ამბობს, რომ ეს ჩანაწერები ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის კეთდება და პროცესში სუს-ის უფროსები არიან ჩართული.
On.ge დაუკავშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმის გასარკვევად, რა რეაგირება ექნებათ ამ ინფორმაციაზე. უწყებაში თქვეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებენ.
ამასთან, საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს დირექტორის მოადგილე, გიორგი ონიანი, GDI-ს დამფუძნებელი, გიორგი მშვენიერაძე და სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი, გურო იმნაძე ადასტურებენ, რომ გვარამიას გამოქვეყნებულ ჩანაწერებში აღწერილი დიალოგი შედგა.
-
გადახედვაწუხელ, ჭავჭავაძის გამზირზე, ადმინისტრაციული წესით, 11 ადამიანი დააკავეს წუხელ, ჭავჭავაძის გამზირზე, ადმინისტრაციული წესით, 11 ადამიანი დააკავეს
-
გადახედვაგახარიას პარტიის დეპუტატებმა, მუქარის ფაქტის გამოძიებისთვის, პროკურორს მიმართეს გახარიას პარტიის დეპუტატებმა, მუქარის ფაქტის გამოძიებისთვის, პროკურორს მიმართეს
-
გადახედვაჰიპ-ჰოპ არტისტები რუსული კანონის საპროტესტო აქციების მხარდასაჭერ კონცერტს გამართავენ ჰიპ-ჰოპ არტისტები რუსული კანონის საპროტესტო აქციების მხარდასაჭერ კონცერტს გამართავენ
-
გადახედვახაზარაძე აცხადებს, რომ შეიქმნება ფონდი იმ ადამიანის დასახმარებლად, ვისაც ღია პოზიციის დაფიქსირების გამო, საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლებენ ხაზარაძე აცხადებს, რომ შეიქმნება ფონდი იმ ადამიანის დასახმარებლად, ვისაც ღია პოზიციის დაფიქსირების გამო, საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლებენ
-
-
გადახედვასერიალ Baby Reindeer-ის რეალური სტალკერი ნეტფლიქსისთვის ჩივილს აპირებს სერიალ Baby Reindeer-ის რეალური სტალკერი ნეტფლიქსისთვის ჩივილს აპირებს
-
გადახედვარატი ბრეგაძეს თავისი გერმანელი პროფესორი სწერს, გაიწვიონ რუსული კანონი რატი ბრეგაძეს თავისი გერმანელი პროფესორი სწერს, გაიწვიონ რუსული კანონი
-
გადახედვაბეჭდების მბრძანებლის ახალი ფილმების მთავარი გმირი გოლუმი იქნება ბეჭდების მბრძანებლის ახალი ფილმების მთავარი გმირი გოლუმი იქნება
-
გადახედვა"ახალგაზრდების და ბერბიჭაშვილის შორის ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერ ადამიანისთვის სირცხვილი იქნებოდა" — ზურაბიშვილი "ახალგაზრდების და ბერბიჭაშვილის შორის ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერ ადამიანისთვის სირცხვილი იქნებოდა" — ზურაბიშვილი
-
გადახედვა"გოჩა ჯავახიშვილმა, შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა" — დარჩიაშვილი "გოჩა ჯავახიშვილმა, შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა" — დარჩიაშვილი
-
გადახედვადემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს
-
გადახედვამშვენიერაძე: Airsoft ვისაც უთამაშია, ხომ ყველა ხვდება რა არის ფოტოზე? სათამაშო იარაღები, რომლებიც პატარა პლასტმასის ბურთებს ისვრის მშვენიერაძე: Airsoft ვისაც უთამაშია, ხომ ყველა ხვდება რა არის ფოტოზე? სათამაშო იარაღები, რომლებიც პატარა პლასტმასის ბურთებს ისვრის
-
გადახედვაყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე
-
გადახედვაათონელის ქუჩაზე, ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი, ჭავჭავაძის გამზირზე განვითარებული პროცესების გამო შეწყდა — პრეზიდენტის ადმინისტრაცია ათონელის ქუჩაზე, ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი, ჭავჭავაძის გამზირზე განვითარებული პროცესების გამო შეწყდა — პრეზიდენტის ადმინისტრაცია
-
გადახედვასახალხო დამცველის აპარატის განცხადება ბლოგერ და ჟურნალისტ უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატის განცხადება ბლოგერ და ჟურნალისტ უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით
-
გადახედვანოდარ მელაძე — ტელეკომპანია პირველთან არის ჩასაფრება, გარე ტერიტორიაზე დგას 2 ჯიპი, ნიღბიანი ადამიანებით ნოდარ მელაძე — ტელეკომპანია პირველთან არის ჩასაფრება, გარე ტერიტორიაზე დგას 2 ჯიპი, ნიღბიანი ადამიანებით
-
გადახედვაიმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
-
გადახედვაჭავჭავაძეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი "შენი დილის" თანაწამყვანი, ლევან აბდუშელიშვილია ჭავჭავაძეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი "შენი დილის" თანაწამყვანი, ლევან აბდუშელიშვილია
-
გადახედვაპოლიციამ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეები დააკავა პოლიციამ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეები დააკავა
-
გადახედვაბორის ჩელე ყურუა: მცემეს, მეც ვურტყი, მაგრამ ყველას რაღაცა ეჭირა და მომერივნენ ბორის ჩელე ყურუა: მცემეს, მეც ვურტყი, მაგრამ ყველას რაღაცა ეჭირა და მომერივნენ
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: ჩელეს დახვდნენ სახლთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ ზურაბ ჯაფარიძე: ჩელეს დახვდნენ სახლთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ
კომენტარები