საქმის მოსმენის წინა ღამეს ბრიტნიმ პოლიციაში დარეკა — ამერიკული მედია
ბრიტნი სპირსის მეურვეობის საქმესთან დაკავშირებით ამერიკულ მედიაში ახალი ინფორმაცია ვრცელდება.
The New Yorker-ის ცნობით, მომღერალთან დაახლოებული წყარო ამბობს, რომ სპირსმა 23 ივნისს გამართულ სასამართლო პროცესზე საქმის მოსმენის წინა ღამეს 911-ში დარეკა, რათა პოლიციისთვის "მეურვეობის მეშვეობით მასზე განხორციელებულ ძალადობაზე განეცხადებინა". გამოცემა იმასაც აცხადებს, რომ ზარის განხორციელებისთანავე მომღერლის გუნდმა" ერთმანეთთან მიმოწერა დაიწყო, რადგან ღელავდნენ, რას იტყოდა სპირსი მომდევნო დღეს".
გარდა ამისა, People იტყობინება, რომ ვენტურის ოლქის პოლიციის სამმართველომ სასამართლო პროცესამდე ზარი ნამდვილად მიიღო. გამოცემის ცნობით, პოლიციის ჩანაწერებში აღნიშნულია, რომ შესაბამისი უწყების წარმომადგენლები "გამოძახებიდან მალევე ადგილზე მივიდნენ".
მიუხედავად იმისა, რომ კალიფონიის შტატში 911-ში განხორციელებულ ზარებზე წვდომის მოთხოვნა შესაძლებელია, ამ შემთხვევაში ოლქის პოლიციის სამმართველომ ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავი შეიკავა, რადგან საქმის გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
39 წლის მომღერალმა ლოს-ანჯელესის სასამართლოს 29 ივნისს ისევ მიმართა. საქმის მოსმენას მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რადგან სპირსის თქმით, "მათ უნდა მოესმინათ, რა ჰქონდა სათქმელი".
"ამქვეყნად ისეთი არაფერი გამიკეთებია, რომ ასეთი მოპყრობა დამემსახურებინა", — აღნიშნა სასამართლოს მოსმენაზე სპირსმა, — "ნორმალური არაა, როცა მაიძულებენ ის გავაკეთო, რაც არ მინდა".
პოპვარსკვლავმა სასამართლოს მეურვეობის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა და განაცხადა, რომ მამისა და სხვა მეურვის ხელში თავს "დამონებულად" გრძნობს. სპირსმა ისიც აღნიშნა, რომ მამამისისგან "ტრავმირებულია" და მან ცუდი გავლენა იქონია მის მენტალურ ჯანმრთელობაზე.
მომღერალმა ფანებს ბოდიშიც მოუხადა, "რომ ატყუებდა, თითქოს კარგად იყო". ასევე დასძინა, რომ "ბედნიერი არაა; ტრავმირებული და განრისხებულია".
"მთელ მსოფლიოს მოვატყუე, რომ კარგად და ბედნიერი ვიყავი. ეს ტყუილია", — განუცხადა მან მოსამართლეს, — "თუმცა, ახლა სიმართლეს გეუბნებით. ბედნიერი არ ვარ. ვერ მძინავს. განრისხებული ვარ. დეპრესიაში ვარ. ყოველდღე ვტირი".
ბრალდებების საპასუხოდ, ბრიტნის მამისა და მეურვის, ჯეიმს სპირსის, წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი "განიცდის, როცა ხედავს, როგორ იტანჯება თავისი შვილი და რამხელა ტკივილს გრძნობს იგი. მისტერ სპირსს ის უყვარს და ძალიან ენატრება".
ამ ყველაფრის მიუხედავად, სასამართლომ ბრიტნის მამის მეურვეობიდან გათავისუფლების მოთხოვნაზე უარი განუცხადა.
ამერიკელი პოპვარსკვლავი უკვე 13 წელია, რაც მეურვეობის ქვეშ იმყოფება. მას არ აქვს საკუთარი ქონებისა და კარიერის დამოუკიდებლად განკარგვის უფლება. წლების განმავლობაში მეურვეობისგან გათავისუფლების უშედეგო მცდელობების შემდეგ, მოძრაობა #თავისუფლებაბრიტნის გაჩნდა.
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
კომენტარები