რონალდუს კოკა-კოლასა და KFC-ის რეკლამები ამოუქექეს
მას შემდეგ, რაც ცნობილმა ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ Euro 2020-ის პრესკონფერენციაზე მაგიდიდან დემონსტრაციულად გადადგა კოკა-კოლას ორი ბოთლი, მათ ნაცვლად კი წყალი დაიდგა, საკვები ინდუსტრიის გიგანტმა $4 მილიარდით იზარალა.
სანამ რონალდუს ამ საქციელს სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ, ინტერნეტში 2006 წლის მსოფლიო თასის პერიოდში მიმდინარე კოკა-კოლას სარეკლამო კამპანიის ჩინურენოვანი ვიდეორგოლი და ფოტოები.
სარეკლამო ვიდეორგოლში რონალდუ კოკა-კოლას ქილებზეა გამოსახული, შემდეგ კი ის მაცივარში ყინულის კუბით იწყებს ფეხბურთის თამაშს. ვიდეოს ბოლოს კოკა-კოლას ლოგო და მსოფლიო თასის სიმბოლო ჩნდება.
გარდა ვიდეორგოლისა, რონალდუმ კოკა-კოლას ქილებთან ერთად საიმიჯო ფოტოებზეც იპოზიორა. სურათები ტვიტერზე ავსტრალიელმა იუთუბერმა, ჯეიკ ბეკლიმ, გამოაქვეყნა და იუვენტუსის ფეხბურთელს ფარისევლობაში დასდო ბრალი.
"ანუ კრიშტიანუ რონალდუს კოკა-კოლა არ მოსწონს, არა?", — წერს ბეკლი, — "რა უხერხულია... ალბათ აღარ უხდიან".
თუმცა, ეს ყველაფერი არაა. ზოგმა რონალდუ ხალხისთვის გაზიან სასმელებზე გულის აცრუებისა და ჯანსაღი კვების წახალისების გამო შეაქო, თუმცა, ინტერნეტმომხმარებლებს არც კიდევ ერთი რეკლამის მოძებნა გასჭირვებიათ — ფეხბურთელი ამჯერად სწრაფი კვების რესტორნების გლობალური ქსელის, KFC-ის რეკლამაში "გამოიჭირეს".
2013 წელს გადაღებულ სარეკლამო ვიდეოში ფეხბურთის პორტუგალიელი ვარსკვლავი გოლის გატანას ქათმის ნაგეტებით ზეიმობს.
აღსანიშნავია, რომ რონალდუ ერთადერთი არაა, ვინც Euro 2020-ის ოფიციალური სპონსორის პროდუქცია გვერდზე გადადო. მსგავსად მოიქცა იტალიელი ნახევარმცველი მანუელ ლოკატელიც. ორივე შემთხვევას ინტერნეტსივრცეში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ამბავს გამოეხმაურა ქართველი ბიზნესმენი და კოკა-კოლას ფრენჩაიზის მფლობელი თემურ ჭყონია, რომელმაც რონალდუს საქციელს "ხეპრე ფეხბურთელის ჟესტი" უწოდა.
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
კომენტარები