ამის გამო ადამიანის მტრად გამოცხადება არ შეიძლება — ნიკა მელია სალომე სამადაშვილზე
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, სალომე სამადაშვილის გადაწყვეტილების გამო მისი მტრად გამოცხადება არ შეიძლება. როგორც მელია აღნიშნავს, გული წყდება, რადგან ციხეში რომ არ ყოფილიყო, ეს კონფლიქტი არ მოხდებოდა და ურთიერთობებს გაუფრთხილდებოდა.
"ის რაც მოხდა რომ არ მომხდარიყო, ვიქნებოდი ძალიან ბედნიერი, ძალიან განვიცადე. თუმცა ამის გამო მტრად გამოცხადება ადამიანისა არ შეიძლება.
ხომ იცით, ინგლისელები ამბობენ: "Divorce is better than unhappy marriage" (განქორწინება სჯობს უბედურ ქორწინებას). თუ პარტიაში ბედნიერად ვერ გრძნობს ადამიანი [თავს], ბუნებრივია, ჯობია, ცივილიზებულად ჩვენი გზები არათუ გაიყაროს, არამედ დაშორდეს დროებით ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ, მიზანი იგივე დარჩება", — განაცხადა მელიამ მთავარი არხის ეთერში.
მანვე აღნიშნა, რომ პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, გრიგოლ ვაშაძეს სალომე სამადაშვილს არ შეადარებს "სამადაშვილის სასარგებლოდ".
"არანაირად არ შევადარებ, ახლოსაც ხაზს არ გავავლებ. რატომ იცით? სალომე სამადაშვილის გადაწყვეტილება იმ მომენტში შეიძლება ბევრმა მიიღო ისე, როგორც მიიღო და იყო ამის საფუძველი დავუშვათ, მაგრამ მას ეს არ დაუმალავს, თქვა, ისაუბრა პარტიაში და განსხვავებული პოზიციები დაფიქსირდა და მუდმივად ასეთი არის სალომე, რასაც ვიცნობ. [...]
რაც შეეხება ბატონ გრიგოლ ვაშაძეს, მე არ მინდა გავაკრიტიკო და არც გავაკრიტიკებ, უბრალოდ, აზრს და პოზიციას ვაფიქსირებ, არაფერი არ უთქვამს, არც წასვლაზე, არც განცხადების გავრცელებაზე და როგორ შევადარო სალომე და გრიგოლი", — განაცხადა მან.
სალომე სამადაშვილი და გრიგოლ ვაშაძე შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის ხელმომწერები არიან. პარლამენტში ისინი ნაციონალური მოძრაობის სიით მოხვდნენ.
გრიგოლ ვაშაძემ ნაციონალური მოძრაობა 2020 წლის 15 დეკემბერს დატოვა. მაშინ მან აღნიშნა, რომ არის საკითხები, რომელსაც კატეგორიულად ვერ შეეგუება. მისი თქმით, ვერ შეეგუებოდა პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას.
რაც შეეხება სამადაშვილს, მას შემდეგ, რაც მან ხელმოწერაზე ენმ-ს გადაწყვეტილება გააკრიტიკა, პარტიის ხმარდამჭერები მის პირად ფეისბუქგვერდზე შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერდნენ. მაშინ On.ge-სთან საუბრისას სამადაშვილმა განაცხადა, რომ პარტიის პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას აღარ მიიღებდა. მისი თქმით, პარტიას არც პარლამენტში წარმოადგენდა და ენმ-ს დატოვებაზე ოფიციალურ განაცხადს მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთებდა.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
-
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები