ალბათობა, რომ "ოცნება" ამაზე წამოვიდეს ნულის ტოლია — ჯაფარიძე გირჩისა და მოქალაქების იდეაზე
გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე უპერსპექტივოს უწოდებს იდეას იმის შესახებ, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განხილული იყოს როგორც პლებისციტი და მისი შედეგების შესაბამისად დაინიშნოს, ან არ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.
იდეა, რომელსაც ბოლო პერიოდში აქტიურად ლობირებენ ჯაფარიძის ყოფილი თანაპარტიელები გირჩიდან და მოქალაქეების ლიდერები გულისხმობს, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია — ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას აზრიც ეკარგება.
"არანაირი პერსპექტივა არ აქვს, ჩემი აზრით მაგ შეთავაზებას და ეს ისედაც ნათელია. პერსპექტივა იმისი, რომ მაგაზე ოცნება წამოვიდეს, მაგის ალბათობა არის პრაქტიკულად ნულის ტოლი, ისევე როგორც ის, რომ შიგნით, ოპოზიციის შეთანხმება მოხდეს მაგაზე, ასევე არის ნულის ტოლი [...]
შეიძლება ვიღაცის გადმოსახედიდან იყოს კარგი იდეა და კომპრომისული ვერსია, მაგრამ, ერთი, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ეგ ინიციატივა არ გაჟღერებულა, მეორე — ჩემი აზრით, არის სრულიად უპერსპექტივო", — განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ პალიტრანიუსის ეთერში.
14 იანვარს პარტია მოქალაქეებსა და გირჩს შორის ცალკე კონსულტაცია გაიმართა. პარტიების ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და იაგო ხვიჩიამ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს, მათი შეთავაზებაა, რომ რიგგარეშე არჩევნები იმ შემთხვევაში მოითხოვონ, თუ თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება დამარცხდება.
ამასთან დაკავშირებით გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ პლებისციტის გარდა არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით განხორციელებული სხვა ნაბიჯები მიმართულია იმისთვის, რომ მოახდინოს პოლიტიკური ოპოზიციური კლასის დემორალიზაცია.
საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. პირველი ტური ცხრა პარტიამ გადალახა. მათგან, 8 ოპოზიციურმა ძალამ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურად არ სცნო, მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღო და მანდატების გაუქმება მოითხოვა. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტს გირჩისა და მოქალაქეების გარდა ყველა პარტიამ მიმართა. მათ შორის, გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემაც.
სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა პატრიოტთა ალიანსის 3 წევრს — ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს. პატრიოტთა ალიანსის სიით მათ ნაცვლად პარლამენტში შევიდნენ დავით ზილფიმიანი, ფრიდონ ინჯია და გელა მიქაძე. პარლამენტში შესვლასთან ერთად მათ პარტია დატოვეს და ახალი პოლიტიკური ძალა — ევროპელი სოციალისტები დააფუძნეს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები