ვინ დაესხა თავს კაპიტოლიუმს
ორი დღის წინ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შევარდნენ და კონგრესში სხდომის ჩაშლა სცადეს. სხდომა რამდენიმე საათით ნამდვილად შეწყდა, თუმცა საბოლოოდ კონგრესმა არჩევნებზე ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცა.
გავრცელებული ფოტოებიდან და ვიდეოებიდან BBC-მ ერთად შეკრა ყველა ინფორმაცია და შეეცადა დაედგინა, ვინ შეიჭრა კაპიტოლიუმში.
როგორც BBC აღნიშნავს, ფოტოებზე ასახული პირები ინტერნეტში პოპულარული კონსპირაციული თეორიების მიმდევრები არიან და ტრამპის მხარდამჭერ აქციებზეც ჩნდებიან.
ერთ-ერთ ფოტოზე, რომელიც ინტერნეტით საკმაოდ სწრაფად გავრცელდა გამოსახულია სახეშეღებილი კაცი რქებიანი ბეწვის ქუდით, რომელსაც ხელში აშშ-ს დროშა უჭირავს. ის ინდენტიფიცირებულია, როგორც ჯეიკ ანჯელი, რომელიც შეთქმულების თეორიის QAnon-ის მიმდევარია. ის თავის თავს QAnon-ს შამანსაც უწოდებს. სოციალური ქსელებიდან ირკვევა, რომ იგი QAnon-ის ღონისძიებებს ესწრება.
QAnon-ის თეორიის მიმდევრები ამტკიცებენ, რომ აშშ-ში ბავშვების ექსპლუატაციის გლობალური სქემა არსებობს, რომელშიც სატანის მორჩილი ზოგიერთი დემოკრატი ლიდერიც არის ჩართული. იდეის მიმდევრებს სჯერათ, რომ ტრამპი სწორედ ამ სქემის გამჟღავნებას აპირებს.
კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც BBC-მ კაპიტოლიუმზე შტურმის დროს შეამჩნია, ულტრა-მემარჯვენე მოძრაობა Proud Boys (ამაყი ბიჭები) არიან. ორგანიზაცია 2016 წელს დაფუძნდა, რომლის წევრები კაცები არიან და სრულად ანტისაიმიგრაციო იდეებს ატარებს.
დაჯგუფების ერთ-ერთმა წევრმა კაპიტოლიუმიდან ტვიტერით სელფი გაავრცელა და პირდაპირი ტრანსლაციაც ჰქონდა.
BBC აღნიშნავს, რომ შტურმისას შემჩნეული იყვნენ ისეთი პირები, რომელთაც სოციალურ ქსელებში გამომწერების დიდი რაოდენობა ჰყავთ. მათ შორის ტიმ გიონერი, რომელიც ცნობილია მეტსახელით Baked Alaska. ოქტომბერში Youtube-მა წაშალა მისი ვიდეო, სადაც გიონერი მაღაზიის თანამშრომლებს ავიწროებდა და ნიღბის ტარებაზე უარს ამბობდა.
კიდევ ერთი გავრცელებული ფოტო ამჯერად წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის კაბინეტიდან არის გადაღებული. ტრამპის მხარდამჭერი მის მაგიდასთან ფეხებშემოწყობილი ზის. BBC-ის ინფორმაციით, ეს პირი რიჩარდ ბარნეტია არკანზასიდან.
კაპიტოლოუმის შენობასთან მან New York Times-ს განუცხადა, რომ სპიკერის ოფისიდან კონვერტი აიღო და წერილიც დაუტოვა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბარეტი იარაღის ტარების მომხრეთა შორისაა და იმყოფებოდა აქციაზე "შეწყდეს ქურდობა", სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.
სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ადამიანი და ტრამპის მომხრეებიც წერდნენ, რომ კაპიტოლიუმში მემარცხენე დაჯგუფება ანტიფას წევრებიც შეიჭრნენ როგორც ისინი ამტკიცებენ, ანტიფას აქტივისტები ტრამპის მხარდამჭერებად იყვნენ გადაცმულნი. მსგავსი მოსაზრება გააჟღერა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მატ გაეცმა.
ტვიტერით ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ერთ-ერთ მონაწილეს ყვითელი ჰუდით, ხელზე კომუნისტური სიმბოლოს, უროს ტატუ ჰქონდა. თუმცა, როგორც BBC აღნიშნავს, ფოტოს გადიდებისას აღმოჩნდა, რომ ეს ვიდეოთაშამაში Dishonored-ის სიმბოლო იყო.
გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, რომ სულ მცირე ერთ ადამიანს კაპიტოლიუმში კონფედერატების დროშა ეჭირა, რომელიც ბევრისთვის მონობის ეპოქასთან ასოცირდება. აშშ-ში უკვე დიდი ხანია ითხოვენ, რომ აღნიშნული დროშა აიკრძალოს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ამაში ისტორიის ნაწილს ხედავენ.
ივლისიდან დროშის აღმართვა ამერიკის თავდაცვის ობიექტებში აიკრძალა. თვითონ დონალდ ტრამპი იცავდა დროშას და ამბობდა, რომ ზოგიერთს ის მოსწონს და მონობაზე არც ფიქრობენ.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები