10 შემზარავი ისტორიული ფაქტი, რომელიც ჯობია, არ იცოდეთ
საშიში ისტორიების მოსმენა, რომლებიც მეტწილად გამონაგონია ხოლმე, მაინც გვიკარგავს მოსვენებას და წარმოიდგინეთ, როგორ იმოქმედებს ის ამბები, რომლებიც რეალურად მოხდა და მათი სრული უმეტესობა ერთდროულად მეტისმეტად უცნაური და შემაშფოთებელია.
ამ სტატიაში თავმოყრილი ამბები უახლოეს შესაძლო დროს, როცა მეგობრებისთვის საშიში ამბების გაზიარება გენდომებათ, თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ.
1. 1920-იან წლებში საათების ქარხანაში ახალგაზრდა გოგოები ისე მუშაობდნენ რადიუმით, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რამდენად საშიში იყო ის
მეოცე საუკუნის პირველ მეოთხედში ასობით გოგოს საათების დამამამზადებელ ქარხნებში რადიუმის მანათობელი საღებავით საათების ციფერბლატებზე ციფრების დახატვა ევალებოდა. ხელმძღვანელობა მათ არ უმხელდა, რომ რადიუმი სინამდვილეში ძალიან საშიში ნივთიერება იყოს, რის გამოც მათ მოგვიანებით ჯანმრთელობის საზარელი პრობლემები შეექმნათ: ძვლები დაეშალათ და მრავალგვარი სიმსივნური წარმონაქმნი გაუჩნდათ მთელ ორგანიზმში.
ამ ფაქტს ქარხნების მფლობელები დიდი ხნის განმავლობაში მალავდნენ, თუმცა საბოლოოდ ისევ მშრომელმა ქალებმა ახადეს სიმართლეს ფარდა. ამის შესახებ უფრო ვრცლად წაკითხვა ამ სტატიაში შეგიძლიათ.
2. მე-18 საუკუნეში ქალმა ექიმებს დააჯერა, რომ კურდღლები გააჩინა
ისტორიაში ეს ამბავი ერთ-ერთ ყველაზე დიდ იონად შეგვიძლია ჩავთვალოთ: ქალმა, სახელად მერი ტოფტმა, მე-18 საუკუნეში ექიმები დაარწმუნა, რომ იმშობიარა და ერთდროულად რვა ბაჭია გააჩინა. მისი ემოციები და მტკიცებულებები თავიდან ძალიან სარწმუნოდ გამოიყურებოდა, სანამ შემდგომ უფრო სერიოზულმა კვლევებმა არ დაადგინა, რომ ის ამ ყველაფერს განზრახ იგონებდა, რის გამოც დასაჯეს და რამდენიმე თვე ციხეში გაატარა.
3. ჯერ კიდევ გასული საუკუნის მიწურულამდე სჯეროდათ, რომ ჩვილები ტკივილს ვერ გრძნობენ, რის გამოც მათ ხშირად ოპერაციას ანესთეზიის გარეშე უტარებდნენ
1980-იან წლებამდე ექიმების ნაწილს სჯეროდა, რომ 15 თვემდე ბავშვები ტკივილს ვერ გრძნობდნენ, რის გამოც მათ ოპერაციისას ხშირად მხოლოდ კუნთების მოდუნების პრეპარატს უკეთებდნენ, რათა უბრალოდ არ ემოძრავათ, თორემ სინამდვილეში ყველაფერი ესმოდათ, ხედავდნენ და გრძნობდნენ.
4. მე-13 საუკუნეში ჩინგიზ-ყაენმა იმდენი ადამიანი მოკლა, რომ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის რაოდენობა შემცირდა
თავისი მმართველობის დროს ჩინგიზ-ყაენმა დაახლოებით 40 მილიონი ადამიანი დახოცა, რამაც ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, დედამიწის ატმოსფერო 700 ტონა ნახშიროჟანგისგან გაწმინდა. ამის გამო მას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ეკომეგობრული მებრძოლი...
5. 1930-იანი წლების ლონდონში ბავშვებს ხშირად ფანჯარაში გადაკიდებულ გალიებში ათავსებდნენ
როგორც გადმოცემით ცნობილია, ამ გზით ვიწრო ბინებში მცხოვრები მშობლები ბავშვებს სუფთა ჰაერსა და მზის აბაზანებს აწვდიდნენ.
6. 1518 წელს სტრასბურგში მცხოვრებ ადამიანებს "ცეკვის ჭირი" შეეყარათ — ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში გაუჩერებლად ცეკვავდნენ, რაც ზოგიერთი მათგანისთვის ფატალურად დასრულდა
თავდაპირველად ერთმა ქალმა მარტო დაიწყო ქუჩაში ცეკვა, თუმცა მალე მას მრავალი ადამიანი შეუერთდა. ეს ადგილობრივი ექიმის რჩევის საფუძველზე უნდა მომხდარიყო, რომელმაც პაციენტებს უთხრა, რომ თავის ტვინში დაგროვილი გადახურებული სისხლის "გაგრილება" ამ გზით იყო შესაძლებელი. სხვადასხვა ახსნის მიუხედავად, ეს ფაქტი დღემდე მისტიკურ გარემოებად ითვლება და რაც არ უნდა სასაცილოდ შეიძლება მოეჩვენოს ის ბევრს, ამან არაერთი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია: რამდენიმე დღის განმავლობაში გაუჩერებლად ცეკვამ გულის შეტევა და ინსულტი გამოიწვია.
7. მე-19 საუკუნის ინგლისში პროთეზებს დაღუპული ჯარისკაცის კბილებისგან ამზადებდნენ
მეთვრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეცხრამეტე საუკუნის დასაწყიში ინგლისში დაზიანებულ კბილებს ხშირად ვატერლოოს ომში დაღუპული ჯარისკაცების კბილებით ცვლიდნენ.
8. ვიქტორიანულ ინგლისში დაღუპულ ნათესავებს მოსაგონრად სიკვდილის შემდეგ ფოტოებს ისე უღებდნენ, თითქოს ცოცხლები იყვნენ
განსაკუთრებით ადრეულ ასაკში დაღუპულ ბავშვებს, რომელთა ფოტოებიც მანამდე არ ჰქონდა შემორჩენილი ოჯახს, სიკვდილის შემდეგ ჩვეულებრივად გამოაწყობდნენ ხოლმე და ისე უღებდნენ ფოტოებს, რათა სახსოვრად შემორჩენოდათ.
9. ჩეხეთში არსებობს ეკლესია, რომელიც გარდაცვლილი ადამიანის ძვლებითაა გაფორმებული
როცა აკლდამაში ადგილი აღარ იყო, სივრცის სრულად ასათვისებლად ჩეხეთის ქალაქ კუტნა-ჰორაში მდებარე ეკლესიაში გარდაცვლილი ადამიანის ძვლები ინტერიერში გამოიყენეს.
10. შუა საუკუნეებში დამნაშავეების გვამებს, რომელთაც ჩამოხრჩობა მიესაჯათ, წლების განმავლობაში არ ხსნიდნენ ბოძიდან
ამით პოტენციურ დამნაშავეებს აფრთხილებდნენ, თუ წინ როგორი მძიმე სასჯელი ელოდათ.
-
გადახედვაFDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა FDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა
-
-
გადახედვარომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება რომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება
-
გადახედვაროგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
-
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
გადახედვაკარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
-
გადახედვაგია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ გია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ
-
-
-
გადახედვა"ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ "ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვასტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა სტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა
-
გადახედვამრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
-
-
გადახედვაშსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ შსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
კომენტარები