ბედავთ და რაფალიანცის შემთხვევის შემდეგ იგივე ამორალურობაზე და ფსკერზე საუბრობთ — დეკანოიძე "ოცნებას"
"კობახიძის ადიუტანტებს მივმართავ, თქვენ ხართ ამორალური ადამიანები, ფსკერი და დღეს ბედავთ და რაფალიანცის შემთხვევის შემდეგ იგივე ამორალურობაზე და იგივე ფსკერზე საუბრობთ", — ასე უპასუხა ნაციონალური მოძრაობის ისნის მაჟორიტარობის დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ქართული ოცნების ბრალდებებს გარდაცვლილი კომისიის თავმჯდომარეზე მუქარის შესახებ. მანვე განაცხადა, რომ ადამიანის სიცოცხლის პოლიტიკური მანიპულაციებისთვის გამოყენება ამორალურია.
"მე მივმართავ ყველა იმ ადამიანს, ვინც ცდილობს, დღეს კიდევ პოლიტიკურ მანიპულაციებზე ისაუბროს, დიახ, ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან ბევრი კომისიის წევრი, საოლქო კომისიის თავმჯდომარეები არიან ცესკოს მხრიდან ზეწოლის ქვეშ. დიახ, უამრავმა ადამიანმა გამოიარა ის ზონდერების სირცხვილის დერეფნები, რომლებიც მოწყობილი ჰქონდათ საარჩევნო უბნების წინ და ამის შემდეგ, საქართველოს მოსახლეობის 1/3 ხმების გაყალბების შემდეგ, გყოფნით კიდევ იმის თავხედობა, რომ გამოდიხართ და ადამიანის სიცოცხლით მანიპულაციას აკეთებთ. ეს არის წარმოუდგენელი ამორალურობა და წარმოუდგენელი არაადამიანობა", — განაცხადა დეკანოიძემ.
დეკანოიძემ აღნიშნა ისიც, რომ დღეს არის 2012 წლისგან განსხვავებული ვითარება, როდესაც ქართული ოცნების წევრები ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალებას ენმ-ს აბრალებდნენ, რადგან დღეს ყველამ კარგად იცის რა ხდება სინამდვილეში.
დეკანოიძემ აღნიშნა ისიც, რომ მომხდარზე აუცილებლად ჩატარდება ობიექტური გამოძიება, როცა ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი წავა ხელისუფლებიდან.
"დიახ, თუ გამოძიება წარიმართება ობიექტურად და მე მინდა ვუთხრა ყველას, ვისაც შერჩენია ოდნავი ადამიანური ღირსებაც კი... აი, ქართულ ოცნებაში დღეს რომ გამოგორდნენ კობახიძის ადიუტანტები, წარმოუდგენლად ამორალური ადამიანები და საუბრობდნენ ამ ფსკერზე, მივმართო მათ: თუ ჩატარდება ობიექტური გამოძიება და ობიექტური გამოძიება აუცილებლად ჩატარდება მას შემდეგ, როცა ბიძინა ივანიშვილი წავა და დიახ ჩამოცილდება ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, ჩვენ გავიგებთ, რომ ცესკოს მხრიდან ნამდვილად არის ძალადობა ყველა იმ ადამიანზე, რომელიც მონაწილეობდა ამ პროცესში", — განაცხადა მან.
მან მწუხარება გამოხატა ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების გამო და ბრიფინგიდან დეკანოიძემ მმართველი გუნდის წევრებსა და იდეოლოგებს მიმართა:
"რა გჭირთ ხალხნო, ნუთუ არ გაგჩნიათ ელემენტარული მორალი, ნუთუ არ გაგაჩნიათ ელემენტარული ადმიანობა, რომ დღეს ამ სიტუაციაში კვლავ ადამიანების სიცოცხლით არ ივაჭროთ და პოლიტიკურ მანიპულაციაზე არ ილაპარაკოთ. ნუთუ არ გაგაჩნიათ ელემენტარული შინაგანი შეგრძნება იმის, თუ რა დღეშია დღეს თუნდაც ამ ადამიანის ოჯახი. რას ყვებით საერთოდ, რა დაგმართნიათ?!" — განაცხადა მან ბრიფინგზე.
ქართული ოცნების ინფორმაციით, გარდაიცვალა ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე. პარტიის წარმომადგენელმა გიორგი ხელაშვილმა ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა და თქვა, რომ გარდაცვალებამდე მას ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები რეპრესიებით ემუქრებოდნენ.
"ჩვენი ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები გუშინ რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს რეპრესიებით ემუქრებოდნენ, ზეწოლისა და მუქარის გამოყენებით. ერთ-ერთი ამგვარი ზეწოლის შემთხვევა მოხდა სწორედ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მიმართ, რომელიც გარდაიცვალა", — განაცხადა ხელაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ თედო გობეჯიშვილი ამ სამსახურში 2006 წლიდან მუშაობდა და 43 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ხელაშვილმა მოუწოდა სამართალდამცავებს, დაუყოვნებლივ აღძრან სისხლის სამართლის საქმე ამ მიმართულებით.
დღევანდელ ბრიფინგზე ამის შესახებ ისაუბრა პარტიის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ბექა დავითულიანმაც. მისი თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ ენმ-სთან დაკავშირებული პირები თედო გობეჯიშვილთან იყვნენ იმ ღამეს, როცა ის გარდაიცვალა.
2012 წლის 30 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, 10 თვის ბარბარე რაფალიანცი ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. მაშინ ოპოზიციაში მყოფმა ქართულმა ოცნებამ ბავშვის მკვლელობაში ნაციონალური მოძრაობა დაადანაშაულა.
არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენჯერმე საჯაროდ დადო პირობა, რომ საქმეს სწრაფად გამოიძიებდნენ. 2014 წელს პარლამენტმა ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა. გამოძიების შედეგი დღემდე უცნობია.
გაიგეთ მეტი: ცხელ გულზე ხელი დავადე ნაციონალებს, აღარ ვაბრალებ მათ — ბარბარე რაფალიანცის დედა
-
გადახედვაუჩა აბაშიძის სახლში ამოღებული იარაღი, ძირითადად, სათამაშოა, ტყვიები კი პლასტმასის — ლია თოდუა უჩა აბაშიძის სახლში ამოღებული იარაღი, ძირითადად, სათამაშოა, ტყვიები კი პლასტმასის — ლია თოდუა
-
გადახედვაყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე
-
გადახედვაათონელის ქუჩაზე, ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი, ჭავჭავაძის გამზირზე განვითარებული პროცესების გამო შეწყდა — პრეზიდენტის ადმინისტრაცია ათონელის ქუჩაზე, ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი, ჭავჭავაძის გამზირზე განვითარებული პროცესების გამო შეწყდა — პრეზიდენტის ადმინისტრაცია
-
გადახედვაიმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
-
გადახედვაპოლიციამ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეები დააკავა პოლიციამ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეები დააკავა
-
გადახედვაბორის ჩელე ყურუა: მცემეს, მეც ვურტყი, მაგრამ ყველას რაღაცა ეჭირა და მომერივნენ ბორის ჩელე ყურუა: მცემეს, მეც ვურტყი, მაგრამ ყველას რაღაცა ეჭირა და მომერივნენ
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: ჩელეს დახვდნენ სახლთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ ზურაბ ჯაფარიძე: ჩელეს დახვდნენ სახლთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
-
გადახედვასაია საგამოძიებო უწყებებს მიმართავს: ეს ცალსახად უჩა აბაშიძის დაცვის უფლების შეზღუდვაა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია საია საგამოძიებო უწყებებს მიმართავს: ეს ცალსახად უჩა აბაშიძის დაცვის უფლების შეზღუდვაა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია
-
-
გადახედვა"უჩა აბაშიძეს შეუვარდა პოლიცია, არ უშვებენ ტელეფონთან, არ არეკინებენ ადვოკატთან" — აბაშიძის ყოფილი ცოლი, დოდი ხარხელი "უჩა აბაშიძეს შეუვარდა პოლიცია, არ უშვებენ ტელეფონთან, არ არეკინებენ ადვოკატთან" — აბაშიძის ყოფილი ცოლი, დოდი ხარხელი
-
გადახედვაელჩი: ევროკავშირის შემდეგი გაფართოება აუცილებლად მოხდება — საქართველოსთან ერთად თუ მის გარეშე, დამოკიდებულია მხოლოდ საქართველოს მოსახლეობაზე ელჩი: ევროკავშირის შემდეგი გაფართოება აუცილებლად მოხდება — საქართველოსთან ერთად თუ მის გარეშე, დამოკიდებულია მხოლოდ საქართველოს მოსახლეობაზე
-
გადახედვამთავრობის წარმომადგენლები ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მიწვევის მიუხედავად, არ მივიდნენ მთავრობის წარმომადგენლები ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მიწვევის მიუხედავად, არ მივიდნენ
-
გადახედვაგოჩა ჯავახიშვილი: მე ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს გოჩა ჯავახიშვილი: მე ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს
-
გადახედვატოივო კლაარი: საით მიდიხარ, საქართველო? ტოივო კლაარი: საით მიდიხარ, საქართველო?
-
გადახედვაკასრაძე: ციხის კადრებმა გადაწყვიტა წინა ხელისუფლების ბედი, მაშინ რასაც აპროტესტებდით, დღეს რატომ არ აპროტესტებთ იმას? კასრაძე: ციხის კადრებმა გადაწყვიტა წინა ხელისუფლების ბედი, მაშინ რასაც აპროტესტებდით, დღეს რატომ არ აპროტესტებთ იმას?
-
გადახედვარუსული კანონის მესამე საკომიტეტო მოსმენა ორშაბათს, 13 მაისს, 9 საათზე დაიწყება რუსული კანონის მესამე საკომიტეტო მოსმენა ორშაბათს, 13 მაისს, 9 საათზე დაიწყება
-
გადახედვანონა ქურდოვანიძე: რა უნდა იცოდეთ, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს, მოგაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ან დაგემუქრნენ ნონა ქურდოვანიძე: რა უნდა იცოდეთ, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს, მოგაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ან დაგემუქრნენ
-
გადახედვათინა ბოკუჩავა: რუსული მეთოდებით ბრძოლა საკუთარ ხალხთან, დასრულდება ივანიშვილის მარცხით თინა ბოკუჩავა: რუსული მეთოდებით ბრძოლა საკუთარ ხალხთან, დასრულდება ივანიშვილის მარცხით
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო მაისურის ტარების გამო, პოლიციამ მოქალაქეს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა რუსული კანონის საწინააღმდეგო მაისურის ტარების გამო, პოლიციამ მოქალაქეს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა
-
გადახედვა"სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულს" — არასამთავროები საერთო განცხადებას ავრცელებენ "სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულს" — არასამთავროები საერთო განცხადებას ავრცელებენ
კომენტარები