ალასანია: მურუსიძის სასამართლოსი არ მწამს, იქ შეკვეთილ გადაწყვეტილებას მიიღებენ
თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს, 17 მაისს, კაბელების საქმეზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ თუ ამ საქმეზე ზემდგომმა ინსტანციებმა გამამართლებელი განაჩენი არ გამოიტანეს, საქმე სტრასბურგის სასამართლოში წავა.
ჟურნალისტის შეკითხვას, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოს იმედი არ აქვთ, აპირებენ თუ არა მაინც სააპელაციოში აღნიშნული განაჩენის გასაჩივრებას, ალასანიამ უპასუხა:
"სამართლებრივი ბრძოლა ყოველთვის უნდა გაგრძელდეს იმიტომ, რომ თუ საბოლოოდ,
სააპელაციო სასამართლომ, შემდეგ უზენაესმა არ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება, სწორედ სტრასბურგში უნდა მივიდეს ეს საქმე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები გამართლდებიან, მაგრამ ამას შესაბამისი პროცედურების გავლა სჭირდება. რა თქმა უნდა, მურუსიძის სასამართლოს არც მე და არც თქვენ არ გწამთ და იცით რომ იქ შეკვეთილ გადაწყვეტილებას მიიღებენ".
ირაკლი ალასანიას განცხადებით, მათ ჯერ არ ჰქონიათ კომუნიკაცია პრეზიდენტთან კაბელების საქმეზე გასამართლებული თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს შეწყალებასთან დაკავშირებით, თუმცა, მას იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი "უყურებს, აფასებს მოვლენებს და გადაწყვეტილებასაც შესაბამისად მიიღებს".
თავისუფალი დემოკრატები საპროტესტო აქციებს აანონსებენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე ხუთი პირის გასამართლებას პოლიტიკური მოტივები უდევს საფუძვლად.
ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებული თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, არჩილ ალავიძე, გიორგი ლობჟანიძე და გიზო ღლონტი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დამნაშავედ სცნო და მათ 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურა დაკავებულებს სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონის გაფლანგვას ედავება, რასაც ბრალდებულები არ ეთანხმებიან და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. თავის მხრივ, პროკურატურა მიიჩნევს, რომ სასამართლომ ადეკვატური და მტკიცებულებებზე დამყარებული გადაწყვეტილება მიიღო.
- არასამთავრობოების არგუმენტები კაბელების საქმეში ბრალდების პოლიტიკურ მოტივაციაზე
- ე.წ. კაბელების საქმეზე გამამტყუნებელ განაჩენს თავისუფალი დემოკრატები აქციით უპასუხებენ
- საია: ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლოს განაჩენი უკანონოა
- კაბელების საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ გაამტყუნა და პატიმრობა მიუსაჯა
- კაბელების საქმის პროკურორი: გამამტყუნებელ განაჩენს ალტერნატივა არ ჰქონდა
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები