კორონავირუსით ინფიცირებულ წილოსანთან კონტაქტში მყოფი გახარია განმარტავს, რატომ არ არის თვითიზოლაციაში
კორონავირუსით ინფიცირებულ წილოსანთან კონტაქტში მყოფი გახარია განმარტავს, რატომ არ არის თვითიზოლაციაში. 16 ოქტომბერს ქართული ოცნება გურიაში იმყოფებოდა. მათ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინეს. წარდგენაზე იმყოფებოდა პარტიის წევრი, ნინო წილოსანიც. დღეს, 19 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა.
დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ჟურნალისტებმა ჰკითხეს — რატომ არ გადავიდნენ თვითიზოლაციაში მთავრობის ის წევრები, რომლებიც იმყოფებოდნენ გურიაში, მაშინ, როცა იქ მყოფ ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდასტურდა.
მიუხედავად იმისა, რომ პრემიერს პირდაპირ არ უთქვამს, რატომ არ არის იგი თვითიზოლაციაში, მან მიანიშნა, გამომდინარე იქიდან, ის "სხვებისგან განსხვავებით" წესებს იცავს და არ იხსნის პირბადეს, დაინფიცირების რისკი, კონტაქტის მიუხედავად, მინიმალური იყო.
"კოლეგებო, მე წესებს ვიცავ და, როდესაც ჩემს მოქალაქეებთან ვსაუბრობ, არ აქვს მნიშვნელობა ეს პოლიტიკური კამპანიაა საარჩევნო თუ სხვა სახით, პირბადეს ვატარებ ყოველთვის. შეიძლება ჩვენ ყველაზე მეტად ვიყოთ ინფიცირების გადაცემის რისკი, რადგან ბევრს ვმოძრაობთ ქვეყანაში, ამიტომ ეს ის პასუხისმგებლობაა, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ და პირბადეს არ ვიხსნით. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ რისკი იყო მინიმალური, რადგან არცერთს პირბადე არ მოგვიხსნია, კიდევ ერთხელ გადავიზღვიეთ თავი, კიდევ ერთხელ დავიტესტეთ",— აღნიშნა გახარიამ.
იგივე კითხვა გახარიას მეორედ დაუსვეს. ამჯერად, პრემიერმინისტრმა განაცხადა, მათი კამპანიის ფარგლებში ყველას ეკეთა პირბადე, მათ შორის, ნინო წილოსანსაც. ამიტომ, გახარიას განმარტებით, მათი დაცულობის ხარისხი "ძალზედ მაღალია" და იგი მხოლოდ ტესტის გაკეთებით შემოიფარგლა.
"წილოსანთან დაკავშირებით, არ ვიცი ცხოვრების რა ნაწილზე საუბრობდა, რომ პირბადე ეკეთა, მაგრამ საარჩევნო კამპანიის პირობებში, როდესაც ჩვენ გქვონდა ერთობლივი მონაწილეობის შესაძლებლობა ამ კამპანიაში, ყველას ეკეთეა პირბადე, მათ შორის მასაც. შესაბამისად, ლოგიკურია, ვთქვათ, რომ ჩვენი დაცულობის ხარისხი იყო ძალზედ მაღალი, უმაღლესი. მაგრამ იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელიც მაქვს ჩემს თანამშრომლებთან, რომლებთანაც გუშინაც მქონდა [კონტაქტი], როდესაც დავბრუნდი დასავლეთ საქართველოდან და დღესაც, მე მაინც წავედი და ტესტი გავიკეთე, რომელიც იყო უარყოფითი. ახლა თქვენ რა გინდათ? პირბადე მიკეთია ყოველთვის, ტესტიც დამატებით გავიკეთე, თვითიზოლაციაში გადავიდე და რა ვქნა? აქ ჩემს მაგივრად ვინ იმუშავებს, იქნებ იდეა შემომთავაზოთ?", — განაცხადა გახარიამ.
2 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ძალაში შევიდოდა განკარგულება, რომლის მიხედვითაც ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი ყოველგვარი ტესტირების გარეშე გადადის თვითიზოლაციაში. გამყრელიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ინფიცირებულთან კონტაქტის მქონე პირებმა სიმპტომები არ გამოავლინეს, 12 დღის შემდეგ ისინი, ასევე ტესტირების გარეშე, იზოლაციისგან თავისუფლდებიან. აღნიშნული განკარგულება 7 ოქტომბერს შევიდა ძალაში.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები