ომბუდსმენმა ექიმის მხრიდან კარანტინში მყოფი ქალის სექსუალური შევიწროება დაადგინა
საქართველოს სახალხო დამცველმა ექიმის მხრიდან კარანტინში მყოფი ქალის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა.
საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ექიმმა, რომელთანაც ხელშეკრულება სოციალური მომსახურების სააგენტოს ჰქონდა დადებული, ქალის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქმედებები განახორციელა.
საქმეში არსებული მასალების, მხარეების და მესამე პირების, მათ შორის, ექიმების გამოკითხვის და შესაბამისი უწყებებიდან მიღებული პასუხების საფუძველზე, სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ სექსუალური შევიწროება გამოვლინდა სამივე ფორმით სიტყვიერი, არასიტყვიერი და ფიზიკური ქცევით, რამაც ქალს დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემო შეუქმნა.
სახალხო დამცველმა სექსუალური შევიწროების დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა ექიმს; ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგსა და ჯანდაცვის სამინისტროს გაითვალისწინონ სექსუალური შევიწროების გამოვლენის რისკები და დაკონტრაქტებულ/დასაკონტრაქტებელ ექიმებს მიეწოდოთ ინფორმაცია სექსუალური შევიწროების დაუშვებლობასთან დაკავშირებით.
საქმე, რომელზეც სახალხო დამცველი საუბრობს, On.ge-მ სტატია 9 აპრილს მოამზადა. ქალი მარიამ ქ. ყვებოდა, რომ მარნეულის სასტუმროს კარანტინში გასინჯვის დროს ექიმმა იგი სექსუალურად შეავიწროვა. მისი თქმით, ექიმის მხრიდან არასასურველ შეხებებს ჰქონდა ადგილი.
როგორც ქალი ამბობს, ფილტვების გასინჯვის დროს ექიმმა მას მოსთხოვა მაისური გაეხადა, ასევე, შეეხსნა ლიფი. ამასთან, მან მოსთხოვა საწოლზე დაწოლა, რათა სახსრები გაესინჯა. მარიამ ქ. ყვება, რომ ექიმის მხრიდან არასასიამოვნო შეხებას ჰქონდა ადგილი: ის მენჯის ძვლიდან ბარძაყს ჩაუყვა და საშოს სიახლოვეს ხელს აჭერდა.
იგი არ იყო ერთადერთი, ვინც იმავე სასტუმროში, იმავე ექიმს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა. On.ge ესაუბრა 17 წლის გოგოსაც, რომელმაც განაცხადა, რომ ექიმმა კაცმა ის გასინჯვის დროს შეავიწროვა.
შევიწროებაში დადანაშაულებული ექიმი ბრალდებებს უარყოფდა.
რა წერია ომბუდსმენის დასკვნაში
კარანტინში სექსუალური შევიწროების საქმეზე სახალხო დამცველი შესაბამის უწყებებს დაუკავშირდა და მათგან პასუხები და განმარტებები მოითხოვა.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს პასუხში აღნიშნულია, რომ ექიმი სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ იყო დაკონტრაქტებული და მას ტრენინგი საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგმა ჩაუტარა. როგორც სააგენტოში ამბობენ, რომ სახსრების ხელით გასინჯვასთან დაკავშირებით მითითებები ტრენინგის დროს არ მიუღია.
ამასთან, სააგენტოში განაცხადეს, რომ აღნიშნული ექიმი უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირი, რომელიც არ ფლობს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ სახელმწიფო სერტიფიკატს არც ერთ საექიმო სპეციალობაში და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო მისი პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხს ვერ განიხილავს.
სოციალური მომსახურების სააგენტო
როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში ომბუდსმენს განუცხადეს, უწყებასა და ექიმს შორის არსებობს მომსახურების შესყიდვისთვის წარმოშობილი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა; არ არსებობს შრომით სამართლებრივი ურთიერთობა და მხარეთა შორის არსებული უფლება-მოვალეობები მოწესრიგებულია ხელშეკრულებისა და ნორმატიული აქტების საფუძველზე.
მათივე თქმით, უწყება მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას ჩაატაროს დისციპლინური წარმოება, რაც გათვალისწინებულია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონში.
სააგენტოს 8 მაისის პასუხში ასევე განმარტებულია, რომ სააგენტოსა და ექიმს შორის სახელმწიფო შესყიდვის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულება, მიმდინარე ეტაპზე, მოქმედია.
ჯანდაცვის სამინისტრო
სამინისტროს 2020 წლის 20 მაისის პასუხის თანახმად, მარნეულის სასტუმრო კავკაზში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში სამედიცინო მომსახურებას მხოლოდ აღნიშნული ექიმი ახორციელებდა.
ექიმის მიერ განხორციელებული სამედიცინო შემოწმების პროცედურებთან მიმართებით, სამინისტრო განმარტავს, რომ საკითხი წარმოადგენს სერტიფიცირებული ექიმისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს, რომელიც ისწავლება უმაღლესი სამედიცინო განათლების დაწესებულებებში და არის III-IV კურსის საგანს. ამასთან, ექიმი წარმოადგენს დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლების მქონე სუბიექტს, რომელიც ყოველი პაციენტის გასინჯვისას მოქმედებს ერთპიროვნულად, პაციენტის სუბიექტური ჩივილებისა და სავარაუდო დიაგნოზის გათვალისწინებით და ხელმძღვანელობს შესაბამისი პროტოკოლებისა და გაიდლაინების მიხედვით.
საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი
სამედიცინო ჰოლდინგის პასუხში გამოყოფილია შემდეგი დასკვნები:
- პაციენტის ფიზიკური კვლევა არ არის ვირტუალური პროცესი და ითვალისწინებს ფიზიკურ გასინჯვას, რაც შეუძლებელია აღქმულ იქნეს სექსუალურ შევიწროებად;
- ნებისმიერი უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირი ფლობს პაციენტის ფიზიკური გასინჯვის მეთოდებს და იყენებს მათ საჭიროებისამებრ პაციენტის მდგომარეობის შესაფასებლად;
- პაციენტის გასინჯვის ფიზიკური მეთოდები არის ზოგადი და უნივერსალური და არ არის დამოკიდებული იმაზე თუ სად ახორციელებს ექიმი პაციენტის გასინჯვას.
პასუხის თანახმად, ჰოლდინგი ვერ ხედავს მოპასუხე ექიმის ქმედებებში პროფესიული ეთიკის წესების დარღვევას, ვინაიდან ფილტვების მოსმენა საჭიროებს ფონეიდოსკოპის ფიზიკურ შეხებას სხეულთან, ხოლო მენჯის გასინჯვა, თავის მხრივ, მოითხოვს სახსრის ელასტიურობის დადგენას და რეკომენდირებულია გასინჯვა განხორციელდეს ტანისამოსის გარეშე, ტანზე პირდაპირი შეხებით.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი უწყებებისა, სახალხო დამცველი ესაუბრა ექსპერტ ექიმებს. ენდოკრინოლოგმა განმარტა, რომ ფილტვების გასინჯვისას, ნამდვილად შესაძლებელია პაციენტისთვის ლიფის შესაკრავის შეხსნა.
მაისურის გახდასთან დაკავშირებით, ექიმმა განმარტა, რომ აუცილებელი არ არის, თუმცა, აღნიშნა, რომ ამ ნაწილში შეკამათება რთულია, ვინაიდან ფილტვის სრულყოფილად გასინჯვისას ზურგის ნაწილი უნდა იყოს შიშველი და ის განსაკუთრებულ დარღვევას ვერ ხედავს.
რაც შეეხება სახსრების გასინჯვას, ექიმმა აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, როგორც სახსრების გამოკვლევის საჭიროება, ასევე თავად გასინჯვის მეთოდი. ამასთან, ექიმის განმარტებით, საშოსთან და საჯდომთან ახლოს ხელის დაჭერა არის სრულიად წარმოუდგენელი და მისთვის გაუგებარია რაში დასჭირდა ექიმს ამ მიდამოების გასინჯვა. ექიმის განმარტებით, კარანტინის პირობებში მყოფი პირისათვის სახსრების გასინჯვა, თუნდაც სტანდარტული და ჩვეული წესით, სრულიად არაინფორმაციული იქნებოდა და ვერ ხედავს სახსრების გასინჯვის საჭიროებას.
მეორე ექიმმა რომელიც თერაპევტია, ფილტვების და გულის ტონების მოსმენასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ექიმმა პროცედურა სწორად ჩაატარა, თუმცა, რამდენად იყო საჭირო გულის ტონების მოსმენა დაზუსტებით არ იცის. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ექიმს დამატებით ჰკითხა, შესაძლებელია თუ არა ფილტვების მოსმენა მაისურის აწევის შემთხვევაში. ექიმმა განმარტა, რომ შესაძლებელია, მხოლოდ ააწევინო და არ გაახდევინო ტანისამოსი, თუმცა, ჯობია რომ გაიხადოს.
სახსრების გასინჯვასთან დაკავშირებით, ექიმმა განმარტა, რომ როგორც წესი, როდესაც პაციენტს აწუხებს რომელიმე სახსარი, მაშინ ხდება სახსრების გასინჯვა, პალპაცია, დათვალიერება, არის თუ არა გაწითლებული, არის თუ არა მოძრაობის დროს მტკივნეული. ექიმმა ასევე აღნიშნა, რომ ბოქვენის ქვემოთ სახსრები არ ისინჯება. ასეთ დროს პაციენტს თავად უნდა მიეთითებინა, რომ მას ჩივილი აქვს სახსრებთან დაკავშირებით. სახსრების გასინჯვასთან მიმართებით, ექიმის განმარტებით, ორი საკითხია მნიშვნელოვანი — რამდენად საჭირო იყო გასინჯვა და რამდენად სწორად განახორციელა ექიმმა გასინჯვა. რაც შეეხება თვალებში ყურების მოთხოვნას, ექიმის განმარტებით, თვალებში ყურებას სახსრების შემოწმებასთან კავშირი არ აქვს.
-
გადახედვაFDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა FDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა
-
-
გადახედვარომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება რომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება
-
გადახედვაროგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
-
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
გადახედვაკარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები
-
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
-
გადახედვაგია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ გია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ
-
-
გადახედვა"ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ "ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვამრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი
-
-
-
გადახედვაშსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ შსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
კომენტარები