წინასწარი ჯავშანი, თერმოსკრინინგი, 2-მეტრიანი დისტანცია — რა წესები უნდა დაიცვან სილამაზის სალონებმა
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
18 მაისიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები მუშაობას განაახლებენ. როგორც უკვე ცნობილია, მათ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ.
ამისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე შეიმუშავა წესები, რომლებიც მომხმარებლებმა, დასაქმებულმა და დამსაქმებლებმა უნდა დაიცვან, მათ შორისაა კლიენტების რაოდენობის კონტროლი, წინასწარი ჯავშანი, თერმოსკრინინგი და ა.შ.
ძირითადი რეკომენდაციები
- რიგებისა და თავშეყრის თავიდან ასაცილებლად, მომხმარებლები წინასწარ უნდა ჩაეწერონ, რათა სალონის შიდა სივრცეში მოცდა არ მოუწიონ;
- დასაქმებულებსა და მომხმარებლებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
- სამუშაო სივრცეში მომხმარებელთა რაოდენობა უნდა გაკონტროლდეს — 5მ2 ფართობზე უნდა იყოს დაშვებული ერთი მომხმარებელი და სპეციალისტი. თითოეულ სამუშაო მაგიდას შორის დაცული უნდა იყოს 2-მეტრიანი დისტანცია. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა, სივრცეების იზოლირებისთვის უნდა გამოიყენონს ისეთი ბარიერების (მოძრავი კედლები/შირმა და სხვ.) გამოყენება, რომლის გარეცხვა ან გაწმენდა შეიძლება;
- სამუშაოს დაწყებამდე სალონებმა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებმა, რომელთაც ჰყავთ 20 და მეტი დასაქმებული, თანამშრომლებსა და ვიზიტორებს თერმოსკრინინგი უნდა ჩაუტარონ;
- შესასვლელებში უნდა განთავსდეს დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;
- იმ შემთხევაში, როდესაც პროცედურა ითვალისწინებს მოცდის პერიოდს, უნდა განისაზღვროს კონკრეტული ადგილი, რომელიც დაშორებული იქნება არანაკლებ 2 მეტრის დისტანციით სხვა პირებისგან;
- ანგარიშსწორებისას სასურველია გამოიყენოთ ბარათი.
მომხმარებლის მიმართ გასატარებელი პრევენციული ღონისძიებები
- მომხმარებელი უნდა გამოცხადდეს სალონში თუ ესთეტიკის ცენტრში დათქმულ დროსა და ადგილზე (რიგის თავიდან ასაცილებლად);
- არ გამოცხადდეს მომსახურების სივრცეში ინდივიდუალური დაცვის საშუალების გარეშე. სავალდებულოა ნიღბის გამოყენება;
- მომსახურების სივრცეში შესვლისთანავე ჩაიტაროს ხელის ჰიგიენა;
- დაიცვას ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრული წესები და პრევენციული ნორმები.
- იმ შემთხვევაში, როდესაც მომსახურება ითვალისწინებს სახის, ხელის ან/და ფეხის პროცედურას, ამ დროს დაცული უნდა იყოს მომხმარებლებს შორის 2-მეტრიანი დისტანცია, ხოლო მომსახურების გამწევი პირი აღჭურვილი უნდა იქნეს სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.
დამსაქმებლის ვალდებულებები
- თვალსაჩინო ადგილას უნდა განთავსდეს განცხადებები COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
- სალონის შესასვლელში, დასაქმებულებისა და ვიზიტორებისთვის, განთავსდეს ხელის ანტისეპტიკური საშუალებები;
- სამუშაო ადგილები უნდა იყოს უზრუნველყოფილი ერთჯერადი ხელსახოცებითა და სუფთა პირსახოცებით;
- სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები;
- თანამშრომლებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენებასა და შემდგომში მათ შენახვა/მოხსნაზე;
- გამოყენებული თეთრეული ცვლისა და რეცხვის რეჟიმი უნდა იყოს დაცული;
- სამუშაო ადგილებზე განთავსდეს ხშირად შეხებადი ზედაპირების დასამუშავებელი სადეზინფექციო საშუალებები და მიაწოდოს ინფორმაცია მათი სწორად გამოყენების შესახებ;
- სამუშაო პროცესში გამოყენებულ ინსტრუმენტებსა და აღჭურვილობას უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია;
- დღეში რამდენჯერმე უნდა განიავდეს სივრცე;
- დასაქმებულთა/მომხმარებელთა მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცები ან ჰიგიენური ნარჩენები უნდა განთავსდეს დახურულ კონტეინერში, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკი ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით უნდა ამოიღონ და დროულად გაიტანონ;
- ანგარიშსწორების მაგიდაზე უნდა გაკეთდეს გამჭვირვალე ბარიერი, უკიდურეს შემთხვევაში დასაქმებული სხვა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებთან ერთად, უნდა აღიჭურვოს დამცავი ფარით;
- ყოველი სამუშაო დღის შემდეგ სივრცე სადეზინფექციო საშუალებებით უნდა დამუშავდეს.
დასაქმებული ვალდებულებები
- კლიენტმა უნდა დაიცვას ხელების ჰიგიენა. სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები გამოიყენოს იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა. ხილული დაბინძურების, ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას ხელების წყლითა და საპნით დაბანა სავალდებულოა;
- სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით უნდა გამოიყენოს დაცვის საშუალებები;
- უნდა ჰქონდეს შესაბამისი ასეპტიკური პრაქტიკა;
- ფლობდეს სტერილიზაციისა და დეზინფექციის კარგ პრაქტიკაა;
- მომხმარებლის მიღებამდე და მის შემდეგ სამუშაო სივრცის ზედაპირები და აღჭურვილობა უნდა დასუფთავდეს და დეზინფექცია ჩაუტარდეს;
- ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებისაგან თავი შეიკავოს. მუშაობის პროცესში თმა შეიკრას, რათა თმები სახეს არ ეხებოდეს.
-
გადახედვაFDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა FDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა
-
გადახედვარომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება რომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება
-
გადახედვაროგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
-
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
-
-
-
გადახედვა"ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ "ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვაუკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო
-
გადახედვალაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას ლაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას
-
გადახედვამრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
კომენტარები