სახელმწიფო ფრონტერასთან ხელშეკრულებას წყვეტს — რა ხდება და რაზე ვერ თანხმდებიან მხარეები
სსიპ საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო, სს ნავთობისა და გაზის კორპორაცია და კომპანია ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია ისევ ურთიერთბრალდებებს ავრცელებენ. ამჯერად მიზეზი საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა. ნავთობისა და გაზის სააგენტო და კორპორაცია აცხადებენ, რომ არბიტრაჟი მოიგეს და მათი მოთხოვნების უმეტესობა დააკმაყოფილეს, რასაც ფრონტერა უარყოფს და მათ კომპანიის დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს.
ასევე, სააგენტო და კორპორაცია აცხადებენ, რომ საარბიტრაჟომ ფრონტერას მხრიდან კონტრაქტის დარღვევა დაადგინა, რაც მათ ხელშეკრულების გაწყვეტის უფლებას აძლევს. ფრონტერა ამასაც უარყოფს.
რას ეხებოდა დავა საარბიტრაჟო სასამართლოში და რა ხდება ახლა
Frontera Resources ამერიკაში დაფუძნებული კომპანიაა, რომლის მიზანიც ნავთობისა და გაზის მოპოვებაა. კომპანია ფრონტერა რისორსიზ ჯორჯიამ საქართველოში მუშაობა 1997 წლიდან დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში მათ არაერთხელ გამოუცხადებიათ, რომ გაზის დიდი მარაგს მიაგნეს. სახელმწიფო და ფრონტერა ერთმანეთს საარბიტრაჟო სასამართლოში ედავებოდნენ, რაც არაერთხელ გახდა პოლიტიკური სპეკულაციების საგანი.
ერთი კვირის წინ, 21 აპრილს ნავთობისა და გაზის სააგენტომ და კორპორაციამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მხარი დაუჭირა მათ მიერ კონტრაქტის ნორმათა ინტერპრეტაციას და მათი სასარჩელო მოთხოვნების აბსოლუტური უმრავლესობა დააკმაყოფილა. მათი თქმით, ტრიბუნალმა დაადგინა, რომ ფრონტერამ არსებითად დაარღვია კონტრაქტი, რაც ძებნა-ძიების ფართობის (მთელი სალიცენზიო ტერიტორიის 99%) სახელმწიფოსთვის დაბრუნებაზე უარის თქმაში გამოიხატა.
მათივე ინფორმაციით, ფრონტერას დაევალა ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გადახდილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის თანხა, ასევე, მოსარჩელეების მიერ საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები აანაზღაუროს. განცხადებაში აღნიშნული იყო ისიც, რომ ტრიბუნალმა დააკმაყოფილა შუამდგომლობა ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენისა და ფრონტერა აშშ-ის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნების გამოთხოვის თაობაზე და ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით წარმოება შეწყვიტა.
ამ ინფორმაციას დღეს, 29 აპრილს გამოეხმაურა კომპანია ფრონტერა. მათ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ და მათ მიერ დაქირავებულმა იურისტებმა, შეგნებულად გააკეთეს არასწორი საჯარო განცხადებები, რომელიც ამახინჯებს არბიტრაჟის შედეგებს. მათივე თქმით, ამ დღეებში გავრცელებული ყალბი ამბები და საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წევრის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები შეიცავს შეუფერებელ მცდელობას შეურაცხყონ აშშ ხელისუფლება და მოახდინონ როგორც მათი, ასევე ფრონტერას მსგავსი ამერიკული ბიზნესის სხვა მხარდამჭერთა დისკრედიტაცია.
კომპანიამ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებით კმაყოფილია და მოუწოდა ხელისუფლებას შეწყვიტოს არაკეთილგანყოფილი პიარკამპანია მათ და საქართველოში მომუშავე სხვა ამერიკული ბიზნესის წინააღმდეგ.
On.ge დაინტერესდა საარბიტრაჟოს გადაწყვეტილების რა ნაწილითაა კმაყოფილი კომპანია და რა დაუკმაყოფილა მოსარჩლეებს სასამართლომ. ფრონტერას პრეზიდენტის, ზაზა მამულაიშვილის განცხადებით, საარბიტრაჟომ არ დააკმაყოფილა სააგენტოსა და კორპორაციის მთავარი მოთხოვნები, რომელიც ფინანსურ ნაწილს ეხებოდა და მათგან დაახლოებით $100 მილიონის ანაზღაურებას მოითხოვდა.
"მოთხოვნების უდიდესი ნაწილი ეხებოდა იმას, თითქოს ჩვენ არ ვუხდიდით სახელმწიფოს გარკვეულ თანხებს, არ ვაძლევდით თავის წილ მოპოვებულ ნავთობს და ბუნებრივ გაზს, ამიტომ ითხოვდნენ ამ თანხების ანაზღაურებას.
იმის გამო, რომ ეს მოთხოვნები იყო უსაფუძვლო და არ დაგვირღვევია ჩვენ მოთხოვნის პირობები და არც სხვისი არაფერი წაგვიღია, არ დაუკმაყოფილა სასამართლომ", — განაცხადა მან.
რაც შეეხება განცხადებას იმაზე, რომ ფრონტერას დაევალა გადაიხადოს მოსარჩელეების მიერ საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები; მამულაიშვილი On.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ ამ თანხის გადახდა დაევალათ მოსარჩლეებსაც. მისი თქმით, სასამართლომ თანხა გაყო.
მისივე თქმით, არაზუსტია ინფორმაცია იმაზეც, რომ სასამართლომ მათ დაავალა ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გადახდილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის თანხის გადახდა.
"ბუნებრივი წიაღის გადასახადის მოსაკრებელს ჩვენ ყოველწლიურად, ხელშეკრულების მიხედვით, ავანსად, წინასწარ ვუხდიდით სახელმწიფოს. 23 წლის განმავლობაში ვიხდით ამას. ახლაც, ამ სასამართლოზეც დავადასტურეთ, რომ ეს თანხა არის გადასახდელი და ვაპირებდით ამის გადახდასაც. ასე რომ, ამაზე დავა არასდროს არ ყოფილა.
თუმცა, ვეუბნებოდით სასამართლოს, რომ ჩვენთვის ასანაზღაურებელი ჰქონდათ 6 მილიონი დოლარის ოდენობით დღგ და ვფიქრობდით რომ აქ გამოაკლდებოდა ეს თანხა და დავაბალანსებდით", — აცხადებს ის.
ფრონტერას პრეზიდენტი ადასტურებს, რომ ტრიბუნალმა დარღვევად მიიჩნია სახელმწიფოსთვის ძებნა-ძიების ფართობის დაბრუნებაზე უარის თქმა, თუმცა განმარტავს, რას გულისხმობს ეს:
"ჩვენ ხელშეკრულების მიხედვით, გვეკუთვნის ისეთი ტერიტორიის დაბრუნება, რომელზეც რაღაც პერიოდის შემდეგ ან რაღაც მიზეზის გამო არ ვატარებთ სამუშაოებს. დღევანდელი დადგენილებით ჩვენ ვინარჩუნებთ 100 პროცენტს ნავთობისა და გაზის მომპოვებელი საბადოებისა და ვაბრუნებთ ნაწილს იმ ტერიტორიებისა, რომელსაც არ ვიყენებთ.
ტრიბუნალმა დარღვევად დაადგინა, მაგრამ რისი დაბრუნებაც გვიწევდა მომავალ წელს, ვაბრუნებთ წელს. ჩვენ ვეუბნებოდით სახელმწიფოს, რომ ხალხი მუშაობს იქ და თუ ახლა მოგვთხოვთ დაბრუნებას, უნდა დავითხოვოთ ის ხალხი და ბარემ გაისად დავაბრუნებთ, რომ არ დარჩნენ ის ადამიანები უსამსახუროდ. მაგრამ სულაც არ ადარდებთ ეს ადამიანები რომ უსამსახუროდ დარჩებიან".
მამულაიშვილის მტკიცებით, არაზუსტია ინფორმაცია იმაზეც, რომ არბიტრაჟმა დააკმაყოფილა შუამდგომლობა მათი სარჩელის გამოთხოვის თაობაზე და ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით წარმოება შეწყვიტა.
"არ შეესაბამება სიმართლეს, რომ წარმოება შეწყვიტა. შესაგებელი სარჩელი, რომელიც ჩვენ შევიტანეთ, დაახლოებით 10 თვის წინ, კეთილი ნებით გამოვიტანეთ. ამავდროულად, რაღაც შეთანხმებების მოლაპარაკებები გვქონდა და ჩვენი კეთილი ნება იყო, ეს გამოვიტანეთ. სასამართლომ დაადგინა ის, რომ ჩვენ გამოვიტანეთ და უფლება გვაქვს ნებისმიერ დროს შევიტანოთ უკან და მოვთხვოთ კორპორაციას იმ ზიანის ანაზღაურება, რაც ამ დროის განმავლობაში მოგვაყენეს".
ფრონტერას განცხადების გავრცელებიდან რამდენიმე საათში ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანიამ საპასუხო განცხადება გაავრცელა და მათ ნათქვამს "ცრუ, არაკორექტული უწოდა". ამავდროულად, მათ აღნიშნეს, რომ ფრონტერასთან ხელშეკრულებას წყვეტენ. მათი თქმით, ამის უფლებას არბიტრაჟის დადგენილება აძლევთ.
ფრონტერაში კი On.ge-ს განუცხადეს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მათ მუშაობის გაგრძელება შეუძლიათ.
"მოთხოვნის სიმძიმიდან გამომდინარე ითხოვდნენ ხელშეკრულების შეწყვეტას, რაც, ასევე, არ დაუკმაყოფილა სასამართლომ", — განაცხადა მამულაიშვილმა.
ფრონტერას საქმე
Frontera Resources ამერიკაში დაფუძნებული კომპანიაა, რომლის მიზანიც ნავთობისა და გაზის მოპოვებაა. კომპანია ფრონტერა რისორსიზ ჯორჯიამ საქართველოში მუშაობა 1997 წლიდან დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში მათ არაერთხელ გამოუცხადებიათ, რომ გაზის დიდი მარაგს მიაგნეს. სახელმწიფო და ფრონტერა ერთმანეთს საარბიტრაჟო სასამართლოში ედავებოდნენ, რაც არაერთხელ გახდა პოლიტიკური სპეკულაციების საგანი.
საარბიტრაჟო სასამართლოში სსიპ საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, სს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა და კომპანია ფრონტერა რისორსიზ ჯორჯიას შორის დავა დასრულდა. სახელმწიფო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ არბიტრაჟი მოიგეს და მათი მოთხოვნების უმეტესობა დააკმაყოფილეს, რასაც ფრონტერა უარყოფს და მათ კომპანიის დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს.
ასევე, სააგენტო და კორპორაცია აცხადებენ, რომ საარბიტრაჟომ ფრონტერას მხრიდან კონტრაქტის დარღვევა დაადგინა, რაც მათ ხელშეკრულების გაწყვეტის უფლებას აძლევს. ფრონტერა ამასაც უარყოფს.
ამის მიუხედავად, ნავთობისა და გაზის კომპანიაში აცხადებენ, რომ ფრონტერას უკვე აცნობეს და კონტრაქტი ავტომატურად ჩაითვლება შეწყვეტილად მასში განსაზღვრული ვადის ამოწურვისას (ამა წლის 27 ივლისს). ასევე, ისინი მოუწოდებენ ფრონტერას, შეასრულო საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება, ქართული მხარისათვის მიკუთვნებული თანხების (დაახლოებით 6 მლნ. აშშ დოლარი) გადახდის ჩათვლით.
ამერიკელმა სენატორებმა და კონგრესმენებმა საქართველოში ამერიკული კომპანიებისა და ბიზნესის შევიწროების გამო სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრს, სტივენ მნუჩინს წერილით მიმართეს. წერილის ავტორები სენატორები ტედ კრუზი და ჯონ კორნინი, ასევე, კონგრესმენები ჯოდი არინგტონი და მარკვეინ მალინი არიან.
კანონმდებლები აღნიშნავენ, რომ საქართველოში მუშაობაში ხელი შეეშალა კომპანია ფრონტერას და მას ფაქტობრივად გაძევებით ემუქრებიან. მათივე თქმით, იმავე პრობლემას წააწყდა Conti Group ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რამაც პროექტის შეფერხება გამოიწვია.
ამასთან, სენატორები აცხადებენ, ქართული ბიზნესები და ფინანსური სისტემა, უკვე წლებია (2013 წლიდან), გვერდს უვლის ამერიკულ სანქციებს ირანთან დაკავშირებით.
-
გადახედვაუჩა აბაშიძეს და მარი იაშვილს პატიმრობა შეეფარდათ უჩა აბაშიძეს და მარი იაშვილს პატიმრობა შეეფარდათ
-
გადახედვარამდენი ადამიანი იყო ევროპის მოედანზე 11 მაისს, ღამის 10 საათისთვის რამდენი ადამიანი იყო ევროპის მოედანზე 11 მაისს, ღამის 10 საათისთვის
-
გადახედვავიოლა ფონ კრამონი: ათასობით მშვიდობიანი მომიტინგე ისევ ქუჩაში გამოვიდა, ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან ვიოლა ფონ კრამონი: ათასობით მშვიდობიანი მომიტინგე ისევ ქუჩაში გამოვიდა, ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან
-
გადახედვამამუკა მდინარაძე საპროტესტო აქციაზე: 20 ათასი ადამიანიც ვერ იქნება მამუკა მდინარაძე საპროტესტო აქციაზე: 20 ათასი ადამიანიც ვერ იქნება
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — საპროტესტო აქცია პარლამენტთან ხვალ, 22 საათზე დაიწყება "გავათენოთ საქართველოსთვის" — საპროტესტო აქცია პარლამენტთან ხვალ, 22 საათზე დაიწყება
-
გადახედვარატი ამაღლობელი: ჩვენ ხვალ ერთად უნდა გავუთენოთ ამ ქვეყანას, ამდენივე უნდა ვიყოთ და კიდევ მეტი რატი ამაღლობელი: ჩვენ ხვალ ერთად უნდა გავუთენოთ ამ ქვეყანას, ამდენივე უნდა ვიყოთ და კიდევ მეტი
-
გადახედვანიაზ დიასამიძე: ნებისმიერი ძალადობა, ჩვენ მიმართ, იწვევს უკურეაქციას... ჩვენი მთავარი მრწამსია თავისუფლება ნიაზ დიასამიძე: ნებისმიერი ძალადობა, ჩვენ მიმართ, იწვევს უკურეაქციას... ჩვენი მთავარი მრწამსია თავისუფლება
-
გადახედვაგვჯერა, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია არის უალტერნატივო — კონსერვატორიის სტუდენტების, კურსდამთავრებულების და პროფესორ-მასწავლებლების მანიფესტი გვჯერა, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია არის უალტერნატივო — კონსერვატორიის სტუდენტების, კურსდამთავრებულების და პროფესორ-მასწავლებლების მანიფესტი
-
გადახედვაჩვენ ვიბრძვით ხვალინდელი დღისთვის — ნინო ქათამაძე ჩვენ ვიბრძვით ხვალინდელი დღისთვის — ნინო ქათამაძე
-
გადახედვათბილისში ევროპული მარში დაიწყო თბილისში ევროპული მარში დაიწყო
-
გადახედვა"რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ის უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული" — ოპოზიციური პარტიების განცხადება "რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ის უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული" — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
-
გადახედვა"რაც შვილებს უნდათ, ის უნდათ მშობლებსაც. ეს ქვეყანა იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი" — მშობლების მარში "რაც შვილებს უნდათ, ის უნდათ მშობლებსაც. ეს ქვეყანა იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი" — მშობლების მარში
-
გადახედვათსუ-ს სტუდენტების ნაწილი უარს აცხადებს ლექციებზე დასწრებაზე, სანამ მთავრობა უკან არ გაიწვევს რუსულ კანონს თსუ-ს სტუდენტების ნაწილი უარს აცხადებს ლექციებზე დასწრებაზე, სანამ მთავრობა უკან არ გაიწვევს რუსულ კანონს
-
გადახედვაუნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან — ღარიბაშვილი უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან — ღარიბაშვილი
-
გადახედვაქეთი მესხიშვილი: კი, ყველა რეფორმას, რომელიც ევროკავშირთან გვაახლოებს და არა, ძალადობას, მუქარას, შანტაჟს, დევნას! ქეთი მესხიშვილი: კი, ყველა რეფორმას, რომელიც ევროკავშირთან გვაახლოებს და არა, ძალადობას, მუქარას, შანტაჟს, დევნას!
-
გადახედვასაპატრიარქო: 17 მაისს ქაშუეთიდან სამებამდე მსვლელობა მოწყობა საპატრიარქო: 17 მაისს ქაშუეთიდან სამებამდე მსვლელობა მოწყობა
-
გადახედვაუჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს უჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს
-
გადახედვაპოლიციელების მხრიდან მოქალაქის ჯგუფურად ცემის ფაქტზე შსს ამბობს, რომ დაზარალებულმა მათი ავტობუსი არ გაატარა პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ჯგუფურად ცემის ფაქტზე შსს ამბობს, რომ დაზარალებულმა მათი ავტობუსი არ გაატარა
-
-
გადახედვაროგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე როგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე
კომენტარები