დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი სახლში მკურნალობს. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

"ეს ჩვენ არ გაგვიჟღერებია აქამდე. ის შვილთან ერთად ცხოვრობს, რომელსაც უკვე გადატანილი აქვს [კორონავირუსი]", — აღნიშნა პაატა იმნაძემ და სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 408 შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის 4 გარდაცვალება, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 97-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში რჩევა 5015 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 573.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: