რას ამბობენ ქართული ოცნების დეპუტატები 20 ივნისის დემონსტრაციის დაშლაზე
საქართველოს პარლამენტში 20 ივნისის აქციის დაშლის შემდეგ პირველი პლენარული სხდომა ჩატარდა. ევროპულმა საქართველომ დღის წესრიგში შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის დადგენილების შეტანა მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო. უმრავლესობის დეპუტატების ნაწილის პოზიცია იდენტურია. მათ მიაჩნიათ, რომ გიორგი გახარია არ უნდა გადადგეს, უნდა დაისაჯონ სამართალდამცავები, რომლებმაც ძალას გადაამეტეს, თუმცა ასევე უნდა დაისაჯონ ის ოპოზიციური ლიდერები, რომლებიც, მათივე თქმით, აქციის მონაწილეებს პარლამენტში შესვლას მოუწოდებდნენ.
არჩილ თალაკვაძე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
"ჩვენი ფიქრები და ყურადღება ამ მომენტში არის მაქსიმალურად დაშავებულებთან. ადამიანებთან, რომლებმაც ამ მოვლენების შედეგად მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანება. მათ შორის არიან ახალგაზრდები, არიან ჟურნალისტები და არიან პოლიციელები, რომლებიც იცავდნენ იქ უსაფრთხოებას. ყველაფერი კეთდება და მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობა მაქსიმალურად სწრაფად იქნას აღდგენილი. ჩვენ ამისათვის სათანადო რესუსრებს გამოვყოფთ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ იმ კლინიკებში სადაც ეს იქნება საჭირო. ძალიან სამწუხაროა და გულწრფელად განვიცდი, რომ არიან დაშავებულები და იმედს ვიტოვებ, რომ ისინი მალე დაუბრუნდებიან ჩვეული ცხოვრების რიტმს.
რაც შეეხება შსს-ს. შინაგან საქმეთა მინისტრი და სამინისტრო მოქმედებდნენ საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად, მაშინ როდესაც რეაგირება მოახდინეს მშვიდობიან მანიფესტანტებთან მყოფი, ერთი ძალადობრივი ჯგუფის და მათ მიერ ორგანიზებულლი მოქმედებების საპასუხოდ. პრაქტიკულად ორი საათის განმავლობაში პოლიციის მიმართ იყო შტურმი, იყო ძალადობა, ამ ყველაფერს თვალს ადევნებდა საზოგადოება და ბუნებრივი ის საპოლიციო მოქმედებები, რაც შემდეგ ვნახეთ. პოლიციამ მიიღო ზომები და ეს იყო რეაგირება და პასუხი ამ ძალადობრივ შტურმზე. თითოეული ფაქტი, სადაც შესაძლოა იყო კანონდარღვევა ან ძალის გადამეტება, იქნება შესწავლილი. ამაზე შსს მოახდენს სათანადო რეაგირებას, თუმცა რეაგირება იქნება იმათ მიმართაც ვინც იყო წამქეზებელი და ორგანიზატორი ამ ძალადობრივი მოქმედებების."
ანრი ოხანაშვილი - საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე
"გახარიამ სახელმწიფოს ააცილა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან სახელმწიფო გადატრიალება. და ვერ ეღირსება ნაციონალური მოძრაობა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრად არ იყოს გიორგი გახარია. გახარიამ უზრუნველყო საზოგადოებრივი უსაფრთხოება. ძალიან ცუდია ძალიან მძიმე ფაქტები მოხდა, ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობა არის ჩვენთვის უმთავრესი, ამიტომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე. მე ვარ სოლიდარული ყველა იმ მშვიდობიან ახალგაზრდის, ვინც მიტინგზე მოდიოდა და თავის გულწრფელ პროტესტს აფიქსირებდა. გიორგი გახარიას გადადგომის ოცნება აქვს ენმ-ს და ამ ოცნებას პირობას გაძლევთ, არ ავუსრულებთ."
სოფო კილაძე - "ქართული ოცნების" დეპუტატი
"რაც ჩანს გარედან, ვფიქრობ, რომ ეს იყო ცალკეული ძალის გადამეტება, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. თუ გექნებათ მტკიცებულებები სხვასთან დაკავშირებით, თუ გექნებათ მტკიცებულებები რომ კიდევ სხვა ვინმე იყო ჩართული და ბრძანება გაიცა ამის შესახებ, რათქმაუნდა."
აკაკი ზოიძე - საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე
"გავახარეთ მტერი, რომელსაც აქვს ისედაც გახარების საფუძველი გუშინდელი ევროსაბჭოს გადაწყვეტილების შედეგად, როდესაც რუსეთს ხმა დაუბრუნეს. არანაკლებ გახარებულია ის მტერი, ის რეჟიმის, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობა ეჩხირება კისერში. პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე, რაც მოხდა, არის ყველასი... იმ დაკარგულ თვალს და იმ დასახიჩრებულ ახალგაზრდებს პასუხი უნდა გავცეთ"
დავით მათიკაშვილი - "ქართული ოცნების" დეპუტატი
"ძალიან სამწუხაროა, რომ ცალკეული ქეისების შემთხვევაში ადამიანებმა მიიღეს დაზიანება, ამოსავალი წერტილი არის ის, რომ აქ პოლიციის პროპორციული ძალა მშვიდობიანი მომიტინგეების მხრიდან არ იყო გამოყენებული. თითოეული ქეისი არის ცალკე განსახილველი და თუ ადგილი აქვს უფლებამოსილების გადაცილებას, ადეკვატური შედეგი უნდა დადგეს.ამ ყველაფერმა საქართველოს თავიდან აარიდა იმ წარსულში დაბრუნება, რაც ძალიან სურს ნაციონალურ მოძრაობას. ნაციონალური მოძრაობა ხელებს იფხანს, რომ ჩაითრიოს საზოგადოება იმ სისხლში, რომელიც თავად აადუღა"
მიხეილ ყაველაშვილი - "ქართული ოცნების" დეპუტატი
"ახალგაზრდებს მივმართავ, ვინც გამოდის და თავის პოზიციას გულწრფელად გამოხატავს, მომავალი მათ ეკუთვნით. შოთა დიღმელაშვილს მივმართავ, ბევრ რამეში ჩვენი აზრები ემთხვევა, თუ როგორ უნდა იყოს სახელმწიფო მოწყობილი. ახალგაზრდებს სოლიდარობას ვუცხადებთ. რაც შეეხება გახარიას, პოლიციამ საზოგადოება სისხლის ღვრას გადაარჩინა. აქ მოხდებოდა სისხლისღვრა. ვცახცახებდი, სისხლისღვრას გადავრჩით. ეს არ განხორციელდა და ხელი შეუშალა გახარიამ. ნაციონალურ მოძრაობას უნდა გაემიჯნონ, რომელმაც გაბედა და შტურმით აღება მოინდომა, შეცდომაში შეიყვანა ჩვენი ახალგაზრდები. გიორგი გახარიამ ბევრი ახალგაზრდა სისხლისღვრას გადაარჩინა ბევრი ახალგაზრდა. აქ უბედურება დატრიალდებოდა. ადამიანები დაიხოცებოდნენ"
ბიძინა გეგიძე - "ქართული ოცნების" დეპუტატი
"მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელი იყო შედეგების თავიდან აცილება. ჩემთვის მიუღებელია, რომ ქვედა ეშელონებში, პოლიციაში მოხდეს ამ შედეგების დადგომის მიზეზების ძებნა. შედეგზე პასუხისმგებელია შს მინისტრი. მე მის ადგილზე გადავდგებოდი. დიდი ხანია ვლაპარაკობ იმაზე, რომ მმართველ ძალაში გადაწყვეტილებები ზოგჯერ გვიანდება. მანამდედაც დაგვიანდა გადაწყვეტილება და გაკეთდა განცხადებები, რომელმაც გამოიწვია აქციის მუხტის გაზრდა"
20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს. დაშავებულებიდან 2-მა — თვალი დაკარგა, მათ შორისაა 18 წლის მაკო გომური. 2-ის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დაზიანებები მიიღო 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა, მათ შორის იყო On.ge-ს სამი თანამშრომელი. ბოლო ინფორმაციით, კლინიკებში მკურნალობას 23 პაციენტი აგრძელებს.
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები