კონკურსს ვერ ვუწოდებ, ეს არის კლანის დიდი გადალაგება — დოლიძე მოსამართლეების გამწესებაზე
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე უნდობლობას უცხადებს იუსტიციის საბჭოს მიერ 30 სასამართლოში 43 მოსამართლის ვაკანტურ ადგილებზე გამწესების პროცესს. მისი თქმით, ეს არის "კლანის გადალაგება", რასაც ქართული ოცნებაც უწყობს ხელს.
"ეს არის კლანის დიდი გადალაგება, რომელიც დაშორებულია კონკურსის იდეას. კლანის წევრები გადალაგდნენ ერთი თანამდებობიდან მეორეზე. ამის საშუალებას იძლევა ის სრული ფარსი, რომელიც საქართველოს პარლამენტს შექმნილი აქვს საკონკურსო პროცედურის საშუალებით. იუდა ისკარიოტელი რომ გამოვიდეს, კონკურსზე კლანს აქვს საშუალება, რომ ის დანიშნოს ნებისმიერ თანამდებობაზე სასამართლოში", — განაცხადა ანა დოლიძემ.
მისი თქმით, კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას, თუმცა პროცედურების გათვალისწინებით "სიმბოლურიად" ჩაერთვება.
"ეს პროცედურა იმდენად ფასადურია, რომ საბჭოს წევრს შეუძლია დასაბუთების გარეშე საბუთებისა და ქულების მისადაგების გარეშე გადაალაგოს საკუთარი კოლეგები, როგორც სურს ისეთ თანამდებობებზე სასამართლოს შიგნით, ამიტომ ჩემი მონაწილეობა არის სრულიად სიმბოლური. ამის შესაძლებლობას იძლევა ის, რომ ქართული ოცნება არის მოტივირებული ამ კლანს ჩაუგდოს ხელში სასამართლოს ძალაუფლება", — განაცხადა ანა დოლიძემ.
კითხვაზე, რას ნიშნავს, როცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი გიორგი მიქაუტაძე პრეტენზიას აცხადებს ორ ვაკანტურ თანამდებობაზე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში, დოლიძე პასუხობს:
"თავისთავად ის, რომ პროცედურა, რასაც ჰქვია კონკურსი, უნდა ემსახურებოდეს ახალი კვალიფიციური კადრების შედინებას სასამართლო სისტემაში, რეალურ და სამართლიან შეჯიბრს. სინამდვილეში ის ემსახურება კლანის მოსამართლე წევრების ჭადრაკის დაფაზე გადალაგებას, ალბათ, იმისთვის, რომ მათ უკეთესად აკონტროლონ სასამართლო სისტემა. მათ უნდა ჰკითხონ, როგორ მოისურვა დროის ერთ მონაკვეთში კლანის წევრების უმეტესობამ ახალ თანამდებობაზე გადასვლა და როგორ მოხდა, რომ საბჭო ყველა ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს".
საქართველოს იუსტიციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა გაიმართება. საბჭოს 43 ვაკანტური თანამდებობა 78 კანდიდატისგან უნდა დააკომპლექტოს.
კანდიდატებს შორის არის იუსტიციის საბჭოს 4 წევრიც, ვასილ მშვენიერაძე, რევაზ ნადარაია, ირაკლი ბონდარენკო და გიორგი მიქაუტაძე. მიქაუტაძე ამ დროისთვის იუსტიციის საბჭოს მდივნის მოვალეობას ასრულებს.
საბჭომ კონკურსი რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა, გასაუბრება ყველა კანდიდატთან, დაახლოებით 6 თვის შემდეგ დასრულდა. სწორედ ეს გახდა, საბჭოს არამოსამართლე წევრების ბრალდებების საფუძველი. ისინი, საბჭოს მოსამართლე წევრებს, კონკურსის მიზანმიმართულ გახანგრძლივებაში ადანაშაულებენ და პროცესს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის პროცესს უკავშირებენ.
-
-
გადახედვარომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება რომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება
-
გადახედვაროგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
გადახედვაკარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები
-
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
-
გადახედვაგია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ გია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ
-
-
-
გადახედვა"ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ "ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვაუკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
-
-
გადახედვაშსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ შსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
კომენტარები