რას წერს მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს ვებგვერდი ლადო აფხაზავაზე
"მე მიყვარს სწავლება — ეს მაძლევს საშუალებას, რომ მქონდეს გავლენა და შევცვალო ცხოვრება უკეთესობისკენ. ყოველთვის ვცდილობ, რომ სწავლების პროცესი მოსწავლეებისთვის კომფორტული, სახალისო და დასამახსოვრებელი იყოს. ეს ყველაფერი მეხმარება, გავაღო ბევრი დაკეტილი კარი", — ლადო აფხაზავა, მასწავლებელი სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლიდან.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს 10 ფინალისტს შორის დაასახელეს. ფონდის ვებგვერდზე ვლადიმერ აფხაზავასა და მისი აქტივობების შესახებ ვრცელი ინფორმაციაა გამოქვეყნებული, ასევე განხილულია, რაში დახარჯავს გამარჯვების შემთხვევაში მიღებულ დაფინანსებას მასწავლებელი საქართველოდან.
მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს ვებგვერდი ლადო აფხაზავაზე
"ვლადიმერ აფხაზავა საქართველოს ღარიბ რეგიონში ასწავლის, სადაც ეკონომიკური ზეგავლენა საკმაოდ მაღალია. მშობლების უმეტესობა იძულებულები არიან წავიდნენ უცხოეთში სამუშაოდ, რათა ოჯახის წევრებს ფინანსურად დაეხმარონ. შედეგად, ვლადიმერის ბევრი მოსწავლე არ საუზმობს დილით. დამშეული ბავშვების გამო სკოლაში ზოგჯერ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას იძახებენ.
რეგიონში ბავშვთა შრომაც მნიშვნელოვანი პრობლემაა. ლადო აფხაზავამ მისიად დაისახა გაეპროტესტებინა ეს მდგომარეობა. თავიდან, მას არ ეხმარებოდნენ და უპირისპირდებოდნენ. თუმცა, დაჟინებული მცდელობითა და ჟურნალისტების დახმარებით, მან ბევრ აქტუალურ პრობლემაზე იმუშავა. ამ აქტივობების გამო ის 2017 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელიც გახდა.
ვლადიმირის კონტრიბუცია სკოლასა და საზოგადოებაში ამით არ დამთავრებულა. მისმა ადრეულმა მარცხმა და დაბრკოლებებმა, მისცა ენერგია დახმარებოდა სხვებს. მან სასკოლო აქტივობები გააფართოვა, რათა ყველა მოსწავლეებზე ყოფილიყო მორგებული. მან მოიპოვა დაფინანსება კერძო კომპანიებისგან და საწარმოებისგან, ასევე მოიპოვა სხვადასხვა გრანტი, რათა დაეფინანსებინა სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვების საგანმანათლებლო რესურსები, საგაზაფხულო ბანაკები და სახელმძღვანელოები.
მან ასევე სახლით უზრუნველყო რვა თინეიჯერი ბიჭი, რომლებიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლები იყვნენ. მან მოიპოვა მხარდაჭერა და დაამტკიცა, რომ მისი სკოლა ღიაა მოსწავლეების აქტივობებისთვისა და მონაწილეობისთვის. ამ მიზნით მან დაიწყო პროგრამა სახელწოდებით "დემოკრატიული რევოლუცია", რომლის მიზანი მოსწავლეთა გააქტიურება, მათი იდეებისა და ინიციატივების რეალიზებაა. შედეგად, კომუნიკაცია სკოლასა და მოსწავლეებს შორის გაღრმავდა. პროგრამა განხორციელდა 14 სხვა სკოლაშიც. ლადომ იმოგზაურა, როგორც ლოკალურად რეგიონში ისე საერთაშორისო დონეზე, რათა სკოლებისთვის კონსულტაციები შეეთავაზებინა.
თუ ვლადიმერ აფხაზავა მასწავლებლების გლობალური ჯილდოს მფლობელი გახდება, ის გეგმავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე ისეთ სკოლებს დაეხმაროს, რომელთაც არ შეუძლიათ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და უცხოენოვანი წიგნების სკოლებში დანერგვა. ის არის მზად პირადად ჩაიტანოს საგანმანათლებლო რესურსები სკოლაში. მოგებული თანხა ასევე მოხმარდება ღარიბი ოჯახების ბავშვებს, რათა შეძლოს სახელმწიფო გრანტის მიღება და სწავლის გაგრძელება. დამატებით, ლადო აფხაზავას რეგიონში არც ერთ სკოლას კაფეტერია არ აქვს. დაფინანსების შემთხვევაში, ლადო აფხაზავა ამ პრობლემის მოგვარების პირობას იძლევა. ლადო აფხაზავა ასევე გეგმავს, რომ თავისი რეგიონის 26 სკოლაში სასათბურე ფერმები განავითაროს".
ვიდეო ლადო აფხაზავას საქმიანობის შესახებ
მასწავლებელთა გლობალური ჯილდო
2019 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალში ლადო აფხაზავასთან ერთად არიან:
- დებორა გურაფლო - ბრაზილია;
- დეიზი მერტენს - ნიდერლანდები;
- ენდრიუ მოფეტ - დიდი ბრიტანეთი;
- სვარუპ რავა - ინდოეთი;
- მელისა სალგუერო - აშშ;
- მარტინ სალვეტი - არგენტინა;
- იასოდაი სელვაკუმარან - ავსტრალია;
- ჰიდიკაზუ შოტო - იაპონია;
- პიტერ ტუბიში - კენია.
ფინალისტები 179 ქვეყნის 10 000 განაცხადიდან შეირჩნენ. გამარჯვებული დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე 2019 წლის 24 მარტს გამოვლინდება.
"მასწავლებლის გლობალური ჯილდო" 1 მილიონი დოლარის ოდენობის ყოველწლიური ჯილდოა, რომელიც გადაეცემა გამორჩეულ მასწავლებელს პროფესიაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისათვის. კამპანიის მიზანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და აღიარება, საუკეთესო მასწავლებლის გამოვლენა და დაფასება. ჯილდო მოქმედებს 2015 წლიდან.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები