საუდის არაბეთი ხაშოგის მკვლელობაში პრინცის მონაწილეობის ბრალდებებს უარყოფს
საუდის არაბეთმა აშშ სენატის რეზოლუციას ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში საუდის არაბეთის პრინცის მონაწილეობის შესახებ უარყოფს. მათი თქმით, ბრალდებები დაუსაბუთებელია. გარდა ამისა, მათ დაგმეს რეზოლუციის ნაწილი, რომელიც იემენის კონფლიქტში საუდის არაბეთისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას ითვალისწინებს.
"სამეფო უარყოფს ყველა ჩარევას თავის შიდა საქმეებში, გმობს ნებისმიერი ფორმით ყველა ბრალდებას, რომელიც პატივს არ სცემს მის მმართველებს და გმობს ნებისმიერ მცდელობას შეარყიოს მისი სუვერენიტეტი და დაამციროს მისი სტატუსი", — ნათქვამია საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრე, პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი, ფაქტობრივად, ქვეყნის მმართველია. ქვეყნის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ჟურნალისტის მკვლელობის შესახებ პრინცმა არაფერი იცოდა.
საუდელი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი საუდის არაბეთიდან დევნილი ჟურნალისტი იყო, რომელიც The Washington Post-ის მესვეტედ მუშაობდა. მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ის სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში შევიდა, სადაც ის მოკლეს.
14 დეკემბერს აშშ-ს სენატორებმა ერთსულოვნად მიიღეს რეზოლუცია, რომელიც ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე პასუხისმგებლობას საუდის არაბეთის პრინცს მუჰამედ ბინ სალმან ალ-საუდას აკისრებს. მათ მოუწოდეს საუდის არაბეთის ხელისუფლებას დასაჯონ დამნაშავეები.
სენატორების პოზიცია ეწინააღმდეგება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკას საუდის არაბეთის სამეფოს მიმართ. პრეზიდენტმა ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ანგარიშიც არ მიიღო, რომლის მიხედვითაც ჯამალ ხაშოგი, შესაძლოა, პრინცის ბრძანებით მოკლეს.
გარდა ამისა, აშშ-ის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამო იემენის კონფლიქტში აშშ საუდის არაბეთს სამხედრო დახმარებას წყვეტს. იემენის რეზოლუციას მხარი 56-მა სენატორმა დაუჭირა, ხოლო 41 წინააღმდეგი იყო. რეზოლუციის ავტორები იყვნენ სენატორები ორივე, დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიებიდან.
რეზოლუციას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და შესაძლოა პრეზიდენტმა ის არ მიიღოს. დონალდ ტრამპს ნათქვამი აქვს, რომ მის დაბლოკვას აპირებს. მოსალოდნელია, რომ კონგრესის წარმომადგენლობითი პალატა რეზოლუციას არ დაამტკიცებს.
იემენში 2015 წლიდან სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. მდგომარეობა განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთის ლიდერობით კოალიცია თავს დაესხა შიიტი მუსლიმების დაჯგუფებას, ჰუსიტებს.
იემენის კონფლიქტის რეზოლუცია მოუწოდებს აშშ-ს პრეზიდენტს კონფლიქტის ზონიდან გამოიყვანოს ყველა სამხედრო ძალა იმათ გარდა, ვინც უშუალოდ ექსტრემისტებს ებრძვის.
ამავე თემაზე:
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები