პეტრე ცაავა

17 Sep. 2018, 18:51

გვესმის შეფასება, რომ განგრენა ყოფილა თურმე აფხაზეთი და ცხინვალში არსებული პრობლემა. ეს არის ბოროტება, ეს არის სიძულვილი და მტრობა ჩვენი სახელმწიფოებრიობისა.

მე მინდა გითხრათ, რომ აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, ტაო-კლარჯეთი, ჰერეთი და სხვა კიდე ღვთით კურთხეული ქართული მიწები არის მხოლოდ ღია ჭრილობა, მოუშუშებელი ჭრილობა ქართველი ერისათვის, რომელიც აუცილებლად გამოჯანმრთელდება და განგრენა ქართველი ერისათვის არის ე.წ მეხუთე კოლონის არსებობა საქართველოში. განგრენა არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული შეგნება და აზროვნება საქართველოში....

ქართველ ერს არასოდეს დაპყრობითი ომი არ უწარმოებია, ყველა ბრძოლა ეს იყო დიდი წარმატება, დიდგორი-ბასიანი და სხვა, თუ მარცხი, ყოველთვის, ყველა ომი იყო საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს ტერიტორიის გარეთ არასოდეს ყოფილა არცერთი ომი.

შესაბამისად, ძალიან დიდი ბოროტებაა იმის თქმა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საქართველომ დაიწყო ომი. რა თქმა უნდა, ეს არის ან უმეცრება, საქართველოს ეკლესიისა და ისტორიისა, ან არის ეს შეგნებული ბოროტება. 

მე მიმაჩნია და ვფიქრობ და მინდა ვირწმუნო, რომ როგორც თვით საფრანგეთში კრემლის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო ქალბატონს, ქალს არ დაუჭირა ფრანგმა ხალხმა მხარი და უთხრა მას უარი. ასევე ქართველი ერიც იტყვის უარს საქართველოს წინააღმდეგ ჩაფიქრებულ ბოროტებაზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
  2. ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
  3. "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
  4. რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
  5. ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

ერთიანობა მრავალფეროვნებაშია — საქართველო ევროპის დღე 2024-ს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით პირველად აღნიშნავს

წელს პირველად, საქართველო ევროპის დღეს უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით შეხვდება. ღონისძიება, რომელიც…