პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევაზე: კონსენსუსისკენ ნაბიჯიც არ გადაიდგა
"ძალიან მწყდება გული, რომ ეს კონსენსუსი ვერ მოხერხდა, და უფრო მეტიც, კონსენსუსისაკენ ნაბიჯიც არ გადაიდგა", - საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის ვერ შერჩევაზე, დღეს 31 აგვისტოს კიდევ ერთხელ ისაუბრა.
მარგველაშვილის თქმით, კონსენსუსის შემთხვევაში პარლამენტში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ძლიერ კანდიდატს წარადგენდნენ.
"კონსენსუსის შემთხვევაში ჩვენ ნამდვილად გვექნებოდა ძალა, რომ ძლიერი კანდიდატი წარგვედგინა პარლამენტში, საზოგადოების მიერ მხარდაჭერილი და მისი ჩაგდება არ იქნებოდა იოლი", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
მანვე განმარტა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ ჩააგდეს არასამთავრობო სექტორმა და ექსპერტებმა კანდიდატურის შერჩევის პროცესი და მისი შეთავაზების მიუხედავად არ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია.
"მე შევთავაზე ქართულ იურიდიულ საზოგადოებას გამოევლინათ საუკეთესო კანდიდატი და ვთქვი, რომ მე მხარს დავუჭერ მათ კანდიდატს. ეს ღიად ვუთხარი იმ ადამიანებს, ვინც ძალიან ხშირად ტელევიზიით აკრიტიკებს სასამართლო სისტემას, გულისტკივილით საუბრობს სირთულეებზე, ვინც სხვადასხვა კომისიებში მიიღწვის მონაწილეობის მისაღებად და ყურადღებას თუ არ მიაქცევენ ძალიან აღშფოთებულები არიან, რომ მათი აზრი არ გაითვალისწინეს".
პრეზიდენტის თქმით, მათ ამ პროცესში ამ ფორმით მონაწილეობა არ სურდათ, რაც მისთვის გაუგებარია.
"დღეს რომ ვინმე დავასახელო, ასეთი მხარდაჭერის გარეშე, თუ მას არ ექნება საზოგადოების მხარდაჭერა, როდესაც ღიად არის ნათქვამი, რომ ჩემს კანდიდატს არ განიხილავს საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე მმართველი პარტია, რომელმაც არც განიხილა ჩემი წარდგენილი სხვა კანდიდატები, ეს იქნება დასახელება დასახელებისთვის".
მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე გადადგა, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ის იწყებდა ფართო კონსულტაციებს, რომელიც მოიცავდა გახსნილ დემოკრატიულ ჩართულობას.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევის პროცესში კონსენსუსი რომ ვერ შედგა, 24 აგვისტოს გახდა ცნობილი. მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კანდიდატურის არდასახელების იდენტურ მიზეზებზე ისაუბრა.
-
გადახედვაFDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა FDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა
-
-
გადახედვაროგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
-
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
გადახედვაკარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები
-
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
-
გადახედვაგია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ გია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ
-
-
გადახედვა"ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ "ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვალაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას ლაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
-
-
გადახედვაშსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ შსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
კომენტარები