წულუკიანი: ვიქნები თუ არა მთავრობის ახალ შემადგენლობაში ჩემთვის, აბსოლუტურად, სულერთია
"ვიქნები თუ არა ახალ შემადგენლობაში ჩემთვის, აბსოლუტურად, სულ ერთია", - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა კითხვას, მთავრობის ახალ შემადგენლობაში ყოფნის შესახებ.
მისი თქმით, გარეთ თუ შიგნით ის ქართული ოცნების გულშემატკივარი და თანამებრძოლი იქნება.
"მე მინდა იმ ადამიანებს, ვინც ამ კითხვას სვამს ვუთხრა, რომ ახალ შემადგენლობაში თუ ვარ ვიქნები, მე ვიქნები გარეთ, მე მექნება გაცილებით უფრო დიდი თავისუფლება პოლიტიკურ ასპარეზზე. არ აქვს მნიშვნელობა შიგნით ვიქნები თუ გარეთ, ჩემს გამონათქვამებში, პოზიციებში ვიქნები ქართული ოცნების გუნდის მხარდამჭერი მათი თანამებრძოლი. ჩემი გუნდში შიგნით ან გარეთ ყოფნით არაფერი იცვლება. გარეთ უფრო თავისუფალი და მოქმედი პირი ვიქნები, უფრო ძლიერი რადგან სტატუსი არ მექნება, უფრო შემტევი, რადგან ამ ქვეყანას ძლიერი ოპოზიცია სჭირდება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
თავდაპირველად, თეა წულუკიანის იუსტიციის მინისტრის პოსტიდან გადადგომა 16-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოითხოვა. NGO სექტორის მოთხოვნას პოლიტიკური გაერთიანება გირჩი და რესპუბლიკური პარტია შეუერთდა.
გადადგომის მოთხოვნა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ყოფილ მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს იუსტიციის მინისტრმა გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერა აღუთქვა, მიუხედავად იმისა, რომ შოთაძის გადადგომის მიზეზი ხორავას ქუჩის საქმეზე გამოტანილი განაჩენი იყო. არასამთავრობოების მოთხოვნას ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა, წულუკიანის გადადგომის მოთხოვნას აბსურდული უწოდა და არასამთავრობო სექტორი პოლიტიკურ დღის წესრიგში დაადანაშაულა.
ამ პროცესების შემდეგ, მოქალაქეების ნაწილმა იუსტიციის სამინისტროსთან აქცია გამართა სახელწოდებით: "თეა წადი". არასამთავრობოებისა და მოქალაქეების პოზიცია გაიზიარა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და განაცხადა, რომ წულუკიანის გადადგომის მოთხოვნა ლეგიტიმური იყო. თავად წულუკიანმა კი განაცხადა, რომ თანამდებობას მხოლოდ გუნდის გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვებს.
გაიგე მეტი:
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
კომენტარები