დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისში - სრული სია
თბილისის მერია თბილისში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ნუსხას აქვეყნებს. 2018 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობები და კონცერტებია დაგეგმილი.
On.ge გთავაზობთ დაგეგმილი ღონისძიებების სიას:
- ექსპოზიცია "პოსტერი 100" - ღია ცის ქვეშ, რუსთაველის გამზირზე 100 პოსტერისგან შემდგარი გამოფენა გაიმართება. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა თაობის არტისტები, მხატვრები, გრაფიკული დიზაინერები, სამხატვრო სტუდიები და სახელოსნოები, ასევე სტუდენტები;
- ლოგო "100" - რუსთაველის გამზირზე, სპეციალურად შერჩეულ ადგილას, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი მოცულობითი ზომის ლოგო განთავსდება, რომელზეც დავით კაკაბაძის ცნობილი ფერწერული ტილოს პრინტი იქნება დატანილი;
- ინსტალაცია "100" - რკინის კონსტრუქცია, მოცულობითი ციფრები თანდართული საგამოფენო სტენდით, ჩამონტაჟებული ფოტომასალით, ოპერის წინ;
- კინოჩვენება - პროექტი გულისხმობს ძველი კინოთეატრის გაცოცხლებას. ოპერის მიმდებარედ განთავსდება კინო-პავილიონი შესაბამისი თემატური რეკვიზიტებით და დღის განმავლობაში გაეშვება სხვადასხვა ძველი ფილმები, ასევე ღონისძიებისთვის მომზადებული 25 წუთიანი ფილმი სახელწოდებით - "1918-2018";
- საბავშვო სივრცეები - პარლამენტის შენობის წინ მოეწყობა 3 საბავშვო გასართობის სივრცე;
- საბავშვო სცენა/კონცერტები - რუსთაველის გამზირზე მოეწყობა სცენა, სადაც დღის განმავლობაში სხვადასხვა საბავშვო სტუდიის კონცერტები გაიმართება;
- ყვავილების ფესტივალი - წარმოდგენილი იქნება დეკორატიული მცენარეები, ცოცხალი ყვავილების პანოები, დამთვალიერებელთათვის მოეწყობა "მწვანე გაკვეთილები", რომლებზეც გამოცდილი ფლორისტები, მსურველებს დეკორატიულ ქოთნებსა და ყვავილების გვირგვინებს დაამზადებინებენ.
ვარდების მოედანზე არსებული 300 წლის ზეთისხილის ხე მხატვრულად განათდება.
-
გალა კონცერტი - 2018 წლის 26 მაისს 21 საათზე, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის 100 წლისადმი მიძღვნილი გრანდიოზული გალა კონცერტი გაიმართება.
სპეციალურად კონცერტისთვის 5 ცნობილი ქართველი კომპოზიტორი განსხვავებული ჟანრის ნამუშევარს შექმნის. საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წელი ხუთ პირობით ეპოქად იქნება დაყოფილი, თითოეულ ეტაპს კონკრეტული კომპოზიტორი თავის ნამუშევარს მიუძღვნის.
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ფოიერვერკით დასრულდება.
-
გადახედვაFDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა FDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა
-
გადახედვარომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება რომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება
-
გადახედვაროგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
-
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
გადახედვაკარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები
-
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
-
გადახედვაგია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ გია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ
-
-
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვასტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა სტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა
-
გადახედვალაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას ლაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
კომენტარები