გრძნობებს კანონის ჩარჩოებში ვერ ჩასვამ - რელიგიური ორგანიზაციები კვიციანის ინიციატივაზე
საქართველოს პარლამენტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე კანონპროექტს განიხილავს. 24 აპრილს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს კანონპროექტი, რომლის ინიციატორიც პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ემზარ კვიციანია.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ინიციატივას პრინციპულ დონეზე დაეთანხმნენ, თუმცა შენიშვნები შეიტანეს და კანონპროექტის დახვეწის მიზნით, სამუშაო ჯგუფის შექმნა დაანონსეს.
On.ge დაინტერესდა, რას ფიქრობენ საქართველოში არსებული რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის აკრძალვის ინიციატივაზე.
პატრიოტთა ალიანსის ინიციატივას იმ რელიგიური ორგანიზაციებიდან, რომელსაც On.ge ესაუბრა, მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია ეთანხმება და ისიც ნაწილობრივ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ On.ge-ს განუცხადა, რომ საქართველოს საპატრიარქო ეთანხმება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის აკრძალვის შესახებ გაკვეული მექანიზმის შექმნას, ისე რომ გამოხატვის თავისუფლება არ შეიზღუდოს.
"საჭიროა, საზოგადოებამ ამ საკითხზე იმსჯელოს. საჭიროა, საერთო გადაწყვეტილებამდე მისვლა. ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დაუშვებელია. ეს არ შეიძლება და საპატრიარქოს ძალიან კარგად ესმის. მეორე მხრივ, რელიგიურ გრძნობებს ხშირად შეურაცხყოფენ. საპატრიარქოს მიაჩნია, რომ სხვისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დაუშვებელია. ეს არა მხოლოდ მართლმადიდებლობას, არამედ ყველა აღმსარებლობას უკავშირდება", - ამბობს მამა გიორგი ზვიადაძე.
პროტოპრესვიტერის თქმით, არსებობს პრეცედენტები, როცა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დაპირისპირებისა და შფოთის შემოტანის მიზეზი გახდა.
"საქართველო უდიდესი ცივილიზაციისა და კულტურის ქვეყანაა. იმ ქვეყანაში, რომელსაც უდიდესი მართლმადიდებლური კულტურა ამშვენებს და უდიდესი ღირსების მქონეა, დაუშვებელია, რომელიმე პიროვნება სხვისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას ცდილობდეს", - განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძე.
ის არ იზიარებს პოზიციას, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ადამიანები პასუხისგებაში უნდა მიეცენ, თუმცა კონტროლის საჭიროებას ხედავს.
"უნდა მომზადდეს გარკვეული მექანიზმი, რათა, ერთი მხრივ, დაცული იყოს გამოხატვის თავისუფლება და მეორე მხრივ, არ მოხდეს სხვათა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. საპატრიარქოს პოზიცია არ არის, რომ ვინმე ციხეში უნდა წავიდეს. საჭიროა მსჯელობა, როგორ გავავლოთ მკვეთრი ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას შორის", - უთხრა On.ge-ს პროტოპრესვიტერმა.
მუსლიმი თემი
ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე რელიგიური გრძნობების დაცვის შესახებ კანონის შექმნის ინიციატივას არ ეთანხმება.
"თემა, რომელიც ეხება რელიგიურ გრძნობებს სუბიექტურია და თუ კანონად იქცევა რელიგიათა შორის ურთიერთობების დაძაბვის საფუძველი გახდება. ყველა რელიგიურ დოგმატიკას, ამა თუ იმ საკითხთან მიმართებით, თავისებური მიდგომა აქვს, რომელიც შესაძლებელია სხვა რელიგიამ შეურაცხყოფად ჩათვალოს", - უთხრა On.ge-ს ალექსანდრე ნაკაიძემ.
ის ფიქრობს, რომ მსგავსი კანონები ქვეყნის განვითარებასა და რელიგიათა შორის ურთიერთობებს დააბრკოლებს.
ტარიელ ნაკაიძის აზრით, რელიგიური გრძნობები სუბიექტურია. მას მიაჩნია, რომ ინიციატივის მიზანი სასულიერო პირების მიმართ კრიტიკის პრევენციაა.
"სასულიერო პირები და შუამავლები, ვინც ამ რელიგიებს აყალიბებდნენ ყველაზე დიდი კრიტიკის და შეურაცხყოფის მსხვერპლები იყვნენ. სასულიერო პირები უნდა იყვნენ ამისთვის მზად და სულიერო მოთმინების საშუალებაც უნდა ჰქონდეს", - ამბობს ტარიელ ნაკაიძე.
ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის თქმით, პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მუშაობაში არ ჩაერთვება.
სომეხთა სამოციქულო ეკლესია
On.ge-ს სომეხთა სამოციქულო ეკლესიაში განუცხადეს, რომ მათ რელიგიური გრძნობების დაცვის შესახებ კანონპროექტზე ჯერჯერობით პოზიცია არ აქვთ და კომენტარს მას შემდეგ გააკეთებენ, რაც ინიციატივა დაიხვეწება და მისი შინაარსი უფრო ნათელი და გასაგები გახდება.
ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია
ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე იზიარებს მუსლიმი თემის პოზიციას და ფიქრობს, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ ინიციატივა საზოგადოებას მძიმე ტვირთად დააწვება.
"ეს იქნება, როგორც მედიის, ისე ხელოვნების სფეროში და პოლიტიკური ოპონენტების მოსაშორებლად იოლად გამოსაყენებელი ინსტრუმენტი. როგორ წვრილადაც უნდა იყოს გაწერილი მუხლები, გრძნობებს კანონის ფარგლებში ვერავინ ვერ ჩასვამს და ყოველთვის იქნება მანიპულაციის საფრთხე", - უთხრა On.ge-ს რუსუდან გოცირიძემ.
მისი თქმით, საერთაშორისო გამოცდილება არსებობს, რომელმაც აჩვენა, რომ რელიგიური გრძნობების დაცვის შესახებ კანონი არ ამართლებს.
"ეს კანონი გამოიყენება ძალაუფლების მქონე ინსტიტუციების მიერ მათი ოპონენტებისა და უფრო სუსტი და მარგინალიზებული ჯგუფების წინააღმდეგ" - ამბობს რუსუდან გოცირიძე.
კანონპროექტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე
კანონპროექტის წარმოდგენილი ვერსიით მიღების შემთხვევაში, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას დაისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე.
რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება კი ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
გაიგე მეტი:
- ოცნების 5 დეპუტატი, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კანონით დარეგულირებას ეთანხმება
- კვიციანი: რელიგიურ გრძნობებზე კანონს საერთაშორისო ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან
- არა ფობიას!: რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის დასჯა არაკონსტიტუციურია
- რესპუბლიკელები სოფო კილაძის განცხადებას რელიგიური შუღლის გაღვივების ხელშეწყობად აფასებენ
- რელიგიური გრძნობების დასაცავ კანონპროექტზე პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება
-
გადახედვაFDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა FDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა
-
-
გადახედვარომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება რომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
გადახედვაკარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები
-
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
-
-
-
გადახედვა"ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ "ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვასტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა სტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა
-
გადახედვაუკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო
-
გადახედვალაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას ლაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას
-
გადახედვამრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
კომენტარები