პაშინიანი: პრემიერ-მინისტრად ხალხის კანდიდატი უნდა დაინიშნოს
სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა, ნიკოლ პაშინიანმა მოსახლეობას მოუწოდა დღეიდან, რესპუბლიკის მოედანზე აქციები განაახლონ. ამის შესახებ ნიკოლ პაშინიანმა ფეისბუქმიმართვაში განაცხადა.
ოპოზიციის ლიდერის თქმით, აშკარაა, რომ რესპუბლიკური პარტია და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კარენ კარაპეტიანი ფიქრობენ, რომ სომხეთის მოქალაქეები და სომეხი ხალხი სერ სარგსიანის გადადგომით სრულად დაკმაყოფილდა და ახლა რესპუბლიკური პარტიის განახლების დროა.
პაშინიანის თქმით, მოვლენების ამგვარი განვითარება, რევოლუციის ინტერესებში არ შედის.
ოპოზიციის ლიდერი კარენ კარაპეტიანის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პრემიერ-მინისტრმა სომხეთის პრეზიდენტს საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალებთან გაფართოებული შეხვედრის გამართვისკენ მოუწოდა, რათა იმსჯელონ არსებულ შიდა პოლიტიკური მდგომარეობაზე და პრობლემის გადაჭრის გზად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები განიხილონ.
"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მათ უნდათ არჩევნები, მაშინ როცა პრემიერ-მინისტრის პარტია რესპუბლიკური პარტიაა. ჩვენ ვიცით, რომ ეს იქნება 2017 წლის არჩევნების მსგავსი, რაც ცალსახად მიუღებელია. ჩვენ შეგვიძლია არჩევნებს ბოიკოტი გამოვუცხადოთ და არ წავიდეთ არჩევნებზე, თუმცა მოვახდინოთ საარჩევნო უბნების ბლოკირება და ხელი შევუშალოთ რესპუბლიკური პარტიის განახლების გეგმას", - განაცხადა პაშინიანმა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრად ხალხის კანდიდატი, ხავერდოვანი რევოლუციის კანდიდატი უნდა დაინიშნოს, ამის შემდეგ უნდა შეიქმნას დროებითი მთავრობა, რომელსაც რესპუბლიკელების გარეშე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოჰყვება და პრემიერ-მინისტრს ხალხი აირჩევს.
"ჩვენ მოვახერხეთ და სერჟ სარგსიანი გადავაყენეთ. ჩვენ შევძლებთ, კარენ კარაპეტიანისა და რესპუბლიკური პარტიის მოშორებას. ბატონო კაპარეტიანო, მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არ მოგცემთ ნებას ასეთი ქმედებები განახორციელოთ და რაც უფრო მალე შეიგნებთ ამას, ყველა ჩვენგანისთვის უკეთესი იქნება", - განაცხადა პაშინიანმა.
მასობრივი პროტესტიდან მე-11 დღეს სერჟ სარგსიანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. ამ გადაწყვეტილებით სარგსიანმა ერევანში 13 აპრილს დაწყებული საპროტესტო აქციების მთავარი მოთხოვნა შეასრულა.
-
გადახედვაირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი მთლიანად დამწვარია — მიიჩნევენ, რომ ყველა მგზავრი დაიღუპა ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი მთლიანად დამწვარია — მიიჩნევენ, რომ ყველა მგზავრი დაიღუპა
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
კომენტარები